5

171 20 4
                                    


ქუქი...

რამოდენიმე წამი მჭირდება იმის გასააზრებლად თუ რა მოხდა ორიოდე წუთის წინ. ბექიონი თაე და მისი ტუჩები ჩვენი კოცნა... ვუყურებ თეჰიონს რომელიც სახლისაკენ მირბის ტირილით. საკუთარ თავზე მომდის ბრაზი რადგან ხშირად მგონია რომ ზაკაზად ვჩნდები მის გვერდით და ყველაფერს სწორედ ეს ჩემი გამოჩენა აფუჭებს. უკან მივყვები და ხმას არ ვიღებ სახლში შევდივარ და ვუყურებ თუ როგორ არბის კიბეებზე თაე და არ ვიცი გავყვე თუ არა. ვყოყმანობ და ბოლოს ისევ სამზარეულოსაკენ გავდივარ სადაც ჯინია, გვერდით ვუჯდები და ხმის ამოღებას ვცდილობ თუმცა მომენტალურად ხმას ვერ ვიმორჩილებ .

- რა მოხდა ქუქი?- მეკითხება ჯინი

ვუყურებ მას და მე მადლიერი ვარ მისი. ყველაფერს ხვდება უთქმელად და ყოველთვის თავს დაგვფიფინებს დედასავით სუყველას.

- ისევ იჩხუბეს?- აგრძელებს ჯინი საუბარს.

- ჰოო.- ვამბობ ჩუმად და ვფიქრობ ვკითხო თუ არა.

- რა ხდება ქუქ შენს თავს ამ ბოლო დროს რაღაც უცნაური გახდი ხშირად ჩაფიქრებულს გხედავ და აფორიაქებულსაც.

- ჯინ შენი აზრით ცუდი მეგობარი ვარ?- ვეკითხები ოდნავ გაკვირვებული და მოწყენილი ხმით.

- ეს საიდან მოიტანე.- მეუბნება სერიოზული ტონით.

- არ ვიცი ამ ბოლო დროს თავს უცნაურად ვგრძნობ, თაეს და ბექიონს რომ ვუყურებ გული მტკივა.

- რატომ? რამე ხდება შენსა და თაეს შორის.

- ეგ აღარ გაიმეორო ჯინ გთხოვ მე მივეჩვიე ამ ბრალდებების მოსმენას, მაგრამ თაემ რომ გაიგოს ეწყინება.

- კარგი.- მეუბნება სევდიანი ხმით ისიც.

- გთხოვ მარტო არ დატოვო კარგი.- ვეუბნები და სახლიდან გამოვდივარ. მიუხედავად იმისა რომ საშინელი სიცივეა მაინც არ ვბრუნდები სახლში და გზას მივუყვები, სულ ერთია სად წავალ. გზას მივუყვები და უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო თავს მილიონჯერ ვიწყევლი იმის გამო რომ რამოდენიმე წამის წინ მომხდარი ინციდენტი მესიამოვნა. დავდივარ და ვერ გადამიწყვეტია მეწყინოს თუ გამიხარდეს ის ფაქტი რომ მან მაკოცა, მაგრამ როდესაც თაეს ცრემლიან თვალებს ვიხსენებ გული ტკივილით მეკუმშება. მას ის უყვარს ჯანგქუქ და ამ ფაქტს უნდა შეეგუო, ვამხნევებ ჩემს თავს. მე კი როგორც მის მეგობარს არ მეკადრება ასეთი აზრებით თავის გამოტენვა, რაღაც უნდა მოვიფიქრო და როგორმე უნდა შევარიგო ისინი. ასე დავდივარ ქუჩებში და ათასგვარ იდეასა და გეგმას ვაწყობ როდესაც ვიღაც მაჩერებს , თავს ვწევ და ბექიონს ვუყურებ.

ის დაბრუნდა.  / Completed / ✔️Where stories live. Discover now