-ანიტა გაიღვიძე!-მეუბნება ნაცნობი ხმა, თვალებს ვახელ რათქმაუნდა დედაჩემია.
-ახლავე_ვამბობ და საბანს თავზე ვიფარებ.
-დღეს შენი პირველი დღეა უნივერსიტეტში_ეს თქვა თუ არა ეგრევე წამოვფრინდი.
-ეს როგორ დამავიწყდა, თავიდანვე ვერ მითხარი_ვუთხარი მე და სწარაფად დავიწყე ტანსაცმლის არჩევა, სააბაზანოში შევედი, დავიბანე ჩავიცვი და ქვევით ჩავედი.
-მოდი მზადაა საჭმელიი_მეძახის სამზარეულოდან დედა.
-მოვქრივარ_ვამბობ და სამზარეულოსკენ მივრბივარ, უი დავიწყდა გაცნობა მე ანიტა ლებანიძე ვარ 19 წლის ვარ დედისერთა და როგორც მიხვდით დღეს პირველი დღეა უნიში, მყავს უსაყვარლესი, ულამაზესი და უზარმაცესი მეგობარი ანა ისიც ჩემი ტოლია და ისიც საექიმოზე აბარებს რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გავუარო მე და მეც ზარმაცი ვარ ასე რომ ერთი საათით ადრე მივდივართ და როგორც დედაჩემი იტყოდა ჩვენ ზარმაცების ბანდა ვართ. ჩემი მშობლები წარმატებული ბიზნესმენები არიან და რათქმაუნდა არ უნდათ რომ საექიმოზე ჩავაბარო, რადგან მათი თქმით მე მათი ბიზნესი უნდა გავაგრძელო მაგრამ მე რის ანიტა ვარ ჩემი თუ არ გავიტანე, კარგი ეხლა წავიდე უნიში, არ მინდა პირველივე დღეს დაგვიანება ასე რომ...ჩანთას ხელი დავავლე და ფეხზე ამოვიცვი.
-წავედი_დავიყვირე და პასუხს არ დავლოდებივარ ისე დავაპირე წასვლა, დიახაც დავაპირე რადგან გარეთ ვიღაც კაცები იდგნენ შავებში ჩაცმულები ქუდები ეფარათ და ნიღბები ეკეთათ, შემეშინდა გაქცევა დავაპირე როცა ერთ-ერთმა ხელი ჩამავლო და დანარჩენებს ანიშნა შემოდითო ათნი იყვნენ, ხუთი ზემოთ ავიდა, მინდოდა მე მეკივლა და გავქცეულიყავი, მაგრამ ორ მოზვერს ვეჭირე და ხელი პირზე მქონდა აფარებული ისე მაგრა ძლივს ვსუნთქავდი, მალე დედაჩემის ყვირილი გაისმა, შემეშინდა და ცრემლები წამომივიდა.
-არ შეეხოთ_ღრიალებს მამაჩემი, მაგრამ მასაც აკავებენ და ქვევით მოათრევენ ორივეს ისევ ვტირი და ვფართხალებ მაგრამ ამაოდ რათქმაუნდა მამაჩემიც ცდილობს დახსნას მაგრამ მაინც არაფერი გამოსდის, ერთი ნიღბიანი სკამს იღებს და მდივნის წინ დგას, შემდეგ კი მე მიმათრევენ სადღაც.
-ხელი გაუშვით_ღრიალებს მამაჩემი.
-მოკეტე თორემ მოვკლავ_ამბობს ვიღაც და იარაღს მიმიზნებს, სკამზე მსვავენ და სკოჩით მაწებებენ, რომ არ გავინძრე, პირზეც მაკრავენ. დედაჩემს და მამაჩემს კი მდივანზე სვამენ.
-ერთი განძრევაც და მკვდარია_ამბობს ერთ-ერთი და ჩემსკენ მოშვერილ იარაღს ტენის, შემდეგ ბიჭებს ანიშნებს რაღაცას, ისინიც წამში მოდიან და შავ ყუთს ხსნიან, იქიდან კი იღებენ დანას, რკინას და ყველანაირ საწამებელ რაღაცას, მამაჩემს ვუყურებ, მაგრამ ცრემლები ხელს მიშლის დავინახო თუ რას აპირებენ.
-სპექტაკლი იწყება_ამბობს ერთ ერთი და დანას დედაჩემს ასობს ფეხში, მის მაგივრად მე მტკივა, მე ვტირი, მე ვზმუი და ვხვანცალებ, დედაჩემი ის უბრალოდ ზის და ცრემლები მოსდის, იმ დანას კი ატრიალებს, რაც კიდევ უფრო ჭკუიდან მიშლის გინდათ გითხრათ რა მოხდა, მათ დედაჩემი და მამაჩემი ჩემს თვალწინ აწამეს ბოლოს კი მოკლეს, მე რას ვგრძნობდი საშინელებას, კატასტროფას ვერაფერს ვერ ვახერხებდი ვერც ვტიროდი, მაიძულებდნენ მეყურებინა, ისინი კი იდგნენ და უყურებდნენ "სპექტაკლს" მესმის ნაბიჯების ხმა, მესმის რადგან ვერ ვხედავ ისეთი განადგურებული ვარ მშობლები ჩემს თვალწინ აწამეს და კიდევ უარესი მოკლეს და ამაზე უარესია ის, რომ მე ვერაფერს ვაკეთებდი, მამაჩემის ბოლო სიტყვა იყო "მაპატიე" მაგრამ მე ვერაფერს ვხვდებოდი რა უნდა ვაპატიო...უცბად ყველაფერი გაშავდა...
____
ესეც ახალი თავი შემიფასეთ💕💕🖤😳
ესეც ანიტა თუ გაინტერესებთ როგორია.Vote&comment
YOU ARE READING
სპექტაკლი (დასრულებული)
Romanceეს მოთხრობა არის გოგონაზე რომელსაც მშობლების წამებას "სპექტაკლივით" აყურებინეს, რა მოხდება თუ მისი ექიმი აღმოაჩნდება ახალგაზრდა, სიმპატიური ბიჭი? ყველაფერს მოთხრობაში იხილავთ.