არასდროს მეგონა თუ ისევ ამ ჰაერს ჩავისუნთქავდი
ისევ ამ მიწაზე დავდგამდი ფეხს
ისევ მოვისმენდი გამაყრუებელ ხმას, რომელსაც ადამიანების ხმაური და მანქნების ძრავა იწვევდა
ვიცი იკითხავთ ამას რატომ ვამბობ, მაგრამ ასეა, აქაურობა ყველაფერზე მეტად მეზიზღება
აქ არის ყველა ის საშინელი მოგონება რომელისგანაც გავრბივარ
აქ არის ჩემი ღამის კოშმარები და მონადირე წარსული რომლებიც თავს არ მანებებენ
თითქმის ერთი წელი გავიდა რაც ეს კოშმარი დაიწყო და ვცდილობ გამოვიღვიძო
ერთი წელი გავიდა რაც წარსული დამსდევს და გაქცევას ვცდილობ
მაგრამ ვერაფერი მოვახერხე, რადგან ამ დაწყევლილ ქალაქში ჩამოვედი
აეროპორტის წინ ვიდექი და მანქანას ველოდი, რომელსაც ჩემი თავი ახალ სახლში უნდა წაეყვანა
- მინსუუუ
მესმის ჩემს სახელს როგორ იძახის ნაცნობი ხმა, მეც მისკენ ვბრუნდები და სხეულს გულში ვიკრავ
- მინსუუ, მიმენატრე
- მეც მომენატრე ჯეონ
ჩემს ხელებში არსებულ სხეულს უფრო ვიკრავ და თმებზე თბილ კოცნას ვუტოვებ
არ მახსოვს რამდენი ხანი მყავდა ხელებში ასე ჩახუტებული, მისივე ხმას მოვყავარ გონს
- წამოდი ყველა შენ გელოდება
ჩემს ხელს იღებს და დიდი მანქნისკენ მივყავარ სადაც ვხედავ როგორ მელოდება ორი სხეული რომელბიც ხელჩაკიდებული დგანან და მე მელოდებიან
ქალი ვიცანი, მას როგორ არ უნდა ვიცნობდე
მისი სახე საერთოდ არ იყო შეცვლილი, მაგრამ რაღაც ცვლილება იყო მასში და ეს კარგი მხრივ იყო
YOU ARE READING
choise
Actionროდესაც არჩევანი უნდა გააკეთო სიყვარულსა და შურისძიებას შორის შენ რომელს აირჩევდი