მე და ნოა ერთად ვწევართ და ვნებივრობთ, თუმცა საიდანღაც ჩვენს შორის ჯოში ჩნდება, რამდენიმე წამის შემდეგ კი მათ შორის მე ვარ და ორივე თავისკენ მექაჩება, ბოლოს კი... ტელეფონის ზარი მაღვიძებს. ისე ვპასუხობ, რომ არც ვუყურებ.-ჰმ?
- ვიღაც კარებზე ზარს რეკავს და გააღე.- მესმის ალეკის ბოხი ხმა, როგორც ჩანს მასაც ეძინა.
-ჰმ.- ვუპასუხე და გავუთიშე.
ზლაზვნდით წამოვდექი და კარები გავაღე, წინ კი ბედნიერი სამერი დამხვდა.
-მეგონა დაიხოცეთ.
- ასე ადრე რატომ მოხვედი?
-გუშინ ოლივერთან ყველანაირი კავშირი გავწყვიტე.- დაიწყო მან და გვერძე გამწია, რათა სახლში შემოსულიყო.- მთელი ღამე არ მეძინა და კიდევ რომ სახლში ვყოფილიყავი ალბათ გავგიჟდებოდი.
მათი დაშორების ამბავი მეწყინა, რადგან ვფიქრობდი, რომ კარგი წყვილი შედგებოდა.
- ახლა ჩემთან უნდა იწუწუნო?
- არ შეეცადო ჩემი ხასიათზე მოყვანა უკბილო ხუმრობებით.- გამავფრთხილა და სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა.- უბრალოდ უნდა დავლიოთ.- ჩანთიდან არაიყი ამოიღო.
მთელი დღე მოვუნდი მის გადარწმუნებას, რომ საღამომდე დაეცადა. სერიოზულად, ვინ იწყებს სმას დილის რვა საათზე?! სწორია, გულგატეხილი ადამიანები, თუმცა სამერის გული გატეხილზე მეტად უფრო გაკაწრული იყო.
საბოლოოდ დაღამდა და იატაკზე მჯდომმა სამერმა არყის ბოთლს თავი მოხსნა. სანამ ჭიქებში ასხამდა ჩემი საძინებლის კარები გაიღო და ალეკმა თავი შემოყო.
- ვიცოდი, რომ ჩემი ყნოსვის რეცეპტორები არ შეცდებოდნენ.- საზეიმოდ განაცხადა და ჩვენთან დაჯდა.- როგორ ხარ, სამერ?
ჩემი დეიდაშვილი მას განაბული უყურებდა.
- ახლა კარგად.
- აქ კერძო წვეულებაა, ალექსანდერ, შენ კი არავის დაუპატიჟნიხარ.
YOU ARE READING
მიტოვებული
Teen Fictionთინეიჯერი ტაბითა ჰოლანდი ოჯახთან ერთად ახალ ქალაქში გადადის საცხოვრებლად, თუმცა წარსულის ტრავმები მას არ შორდებიან და ახალი ცხოვრების დაწყებაში ხელს უშლიან. ახალ ქალაქში გოგონა მისი ცხოვრების სიყვარულს პოულობს, ამასთანავე ყველა სიკეთესთან ერთად ი...