—•—}{—•—დილით მუცლის საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა რაც მიმანიშნებდა, რომ ჩემს მუცელს გემრიელი საწვავი ჭირდებოდა. აბაზანის შემდეგ, პირველ დღის განრიგში სამზარეულო შევიყვანე. დღეს სკოლაში არ ვაპირებდი წასვლას, რადგან დასვენება იყო მაგრამ საერთოდ აზრზე არ ვიყავი რის გამო, მაგრამ სიმართლე ვთქვა არც მაინტერესებდა, რაც მთავარია შევძლებ სკოლას მოვწყდე და დრო ჩემს თავს დავუთმო. კიბეებზე ჩავირბინე და სამზარეულოში შევედი. მაცივრის კარი გავხსენი მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ დამხვდა, რამაც ცოტა არ იყოს გული დამწყვიტა. ამ დროს კი თეჰიონი ჩამოვიდა მის ახალ გოგოსთან ერთად, რომელიც კოცნით გააცილა სახლიდან.. ნეტავ ვიცოდე ამდენ ახალ გოგოს სად ნახულობს..
-ჯანდაბა არც ჩუდოა!-მაცივრიდან ორი ცალი კვერცხი გამოვიღე და საუზმის მომზადება გადავწყვიტე.
თეჰიონი მაგიდასთან მოვიდა ახლოს.-საუზმეს, რომ დაასრულებ მოემზადე
-???
-თუ არ გინდა მშიერი მოვკვდეთ სჯობს საყიდლებზე წავიდეთ...
-სხვა გეგმები მაქვს..
-იცი სრულებით არ მაინტერესებს... რადგან გადაწყვეტილია! ჩემთან ერთად მოდიხარ... საყიდლების მერე კი შეგიძლია დატოვო სახლი -დაასრულა და სასტუმრო ოთახისკენ დაიძრა
-ჰაჰ! ნებართვაც ხო არ ვითხოვო გასვლასთან დაკავშირებით?
თეჰიონს ხმა არ გაუცია, რადგან ის უკვე სამზარეულოდან შორს იყო.საუზმეს მალე მოვრჩი. ტანზე გადავივლე და გამოვიცვალე. არჩევანი თბილ ტანსაცმელზე შევაჩერე, რადგან გარეთ წვიმდა და საკმაოდ ციოდა.
მარკეტში იუჯის მანქანით წავედით. გზად მასთან საუბარი არ მსურდა ამიტომ ფეისზე ვსქროლავდი მანამ, სანამ ინსტაზე წერილი არ მომივიდა.M̸I̸N̸H̸O̸
ქუქი როგორ ხარ? იმედია არ დაგვიწყებია, რომ უნდა მოხვიდე ზეგ😉😌
YOU ARE READING
𝑆𝑡𝑒𝑝𝑏𝑟𝑜𝑡ℎ𝑒𝑟😈 (დასრულებული)
Teen Fiction👬😈🥀🔞 ისტორია მოგვითხრობს გათამამებულ ბიჭზე, რომელსაც ყველა და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. მას თავისი ცხოვრება აქვს და მისი წესებით ცხოვრობს, მანამ, სანამ მშობლები არ გამოუცხადებენ, რომ ახალი ძამიკო ჰყავს... 𝐴𝑛𝑚𝑖🪐