9)

118 3 3
                                    

სესილი:

როდესაც ორივეს მშობლებს ყველაფერი ავუხსენით, ყველაზე მოსაწყენის დრო მოვიდა, დაცდა სანამ ალექსანდრე მუშაობას მორჩებოდა. თქვენ ალბათ ფიქრობთ, განა ამ გოგოს მეგობრები არ ყავს, რომ გაისეირნოს მათთან და შემდეგ, წასვლის დროს დაბრუნდესო? მეგობრები თავზე საყრელად მყავს, რომლებთან გასვლას და ჭორაობას არაფერი მირჩევნია, მაგრამ როდესაც ამ ჩემი გენიალური გეგმის შესახებ ბატონ ალექსანდრეს მოვუყევი, დიდად გახარებული არ დარჩა და მიბრძანა რომ მასთან ერთად მის კაბინეტში დავმჯდარიყავი და იქ დამეცადა. 

-ალექსანდრე, მოვიწყინე.

-....

-რამე მითხარი რა გავაკეთო.

-ბავშვის სახელზე იფიქრე.

-უჰჰჰ, ეგ ჯერ ძააან ადრეა, თან ისიც არვიცით ბიჭი იქნება თუ გოგო.

-მაშინ ადექი ყავა მომიმზადე. უშაქრო.

-კაიიიიი

სხვა შემთხვევაში გამოვლანზღავდი ამ უკანასკნელს, თუმცა ორსულობისას იმდენი ხანია ყავა არ დამილევია მარტო მისი სუნიც კი მყოფნის. თან ბევრი ისეთი რამის გაკეთება შემიყვარდა რასაც არასდროს არ მეგონა რომ გავაკეთებდი. აი სწორედ ახლა მივხვდი რატომ მეუბნებოდა მამაჩემი რომ არასდროს ვთქვა არასდროს.

-აუუ რამდენი შაქარი მითხრა აღარ მახსოვს. 

გავიფიქრე ჩემთვის.

-ალექსს თუ უკეთებ ყავას უშაქროს სვამს.

ვიღაცა ძალიან ლამაზმა გოგომ მითხრა. ვინ იყო ან საერთოდ საიდან იცოდა ალექსანდრე რამდენი შაქრით სვამდა ყავას. 

-ააა,მადლობა. მე სესილია ვარ თქვენ?

-მირეია.

-აჰა, სასიამოვნოა.

-ალექსანდრესი ვინ ხარ?

-მგონი არც ისე დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ რომ მაგაზე პასუხი გაგცე.

სამი პატარა სიტყვა (მე ორსულად ვარ)Where stories live. Discover now