11)

109 6 1
                                    

სესილია:

ალბათ ასე ღამის 3 საათი იქნებოდა, რომ ქვემოთ კარზე კაკუნი გაისმა. დაიცა, რა კაკუნი, ბრახუნი. 

-დაიცა მე ვნახავ ვინ არის, შენ რომ დაგიძახებ ,მიდი,-ს პოლიციაში დარეკე.

ეს მითხრა და ქვემოთ ჩავიდა კარის გასაღებად. ამ გოგოს სიმამაცე სულ შოკში მაგდებდა. უცებ ლაიას ხმა გავიგე თუმცა ჩვენი კოდური სიტყვა არ დაუძახებია, ამიტომ გადავწყვიტე მე თვითონ ჩავსულიყავი ქვევით და შემემოწბენა რა ხდებოდა. უცებ ალექსანდრე დავინახე. ის სიმშვიდე, რომელიც მას ახასიათებს, სადღაც გამქრალიყო. სრულიად არსაიდან, მორბის ჩემსკენ და გულში მიკრავს. (ოღონდ მთელი ამ სიტყვების მნიშვნელობით. იქიდან გამომდინარე, რომ ალექსანდრეს მარტო მკერდამდე ვწვდებოდი მართლა ასე გამოვიდა. დაბალი არ ვარ თვითონაა ძალიან მაღალი.) მისი სურნელი გონებას მიბნევს, საერთოდ ვეღარაფერზე ვფიქრობ, მხოლოდ მასზე. მის სურნელზე, მის სახეზე, მის იდეალურ სხეულზე, თმებზე რომელიც სულ მოწესრიგებული აქ, მის ლამაზ ყავისფერ თვალებზე, ღიმილისას მის სახეზე ღრმულებზე, მისი აუტანელი ხასიატიც კი ზალიან მიყვარს, მისი ბოხი ხმა... და ზუსტად ეს ის ბოხი ხმა იყო რომელმაც ამ ყველაფერზე ფიქრი შემაწყვეტინა.

-ლაია, შეგიძლია დაგვტოვო, საუბარი მინდა.

თანხმობის ნიშნად ლაიას თავი დავუქნიე და ოთახისკენ გავუძეხი ალექსანდრეს რომელიც ზევიდან მომჩერებოდა. 

-აბა გისმენ რაზე გინდა ლაპარაკი.

-დავჯდეთ

-არა ასეც კარგად ვარ.

რაცარუნდა მომხდარიყო გაბრაზებული ტონი უნდა შემენარჩუნებინა.

-სახლში რატომ არ დარჩი?

-შენ სახლში?

-ჩვენს სახლში, სესილი, ჩვენ სახლში.

-ეგ სახლი ჩემი არარის.

-ნუ ჯერ-ჯერობით.

-რა?

სამი პატარა სიტყვა (მე ორსულად ვარ)Where stories live. Discover now