chapter 1

4.3K 142 15
                                    

სარა - p o v:

ყოველთვის მინდა მოვწყდე
სამყაროს და გადავეშვა უსასრულოდ სხვაგან, იქ სადაც ჩემი პრობლემები გაქრება და ცოტა ხნით მაინც ვიგრძნობ თავისუფლებას. ყოველთვის ამაზე ფიქრის დროს იმდენად ღრმად ვეშვები ჩემს ოცნებებში რომ უკან რეალობაში დაბრუნება მიჭირს.

ერთ დღეს როცა ყველა საქმე დავამთავრე ჩემი ოთახის პატარა ფანჯარასთან დავჯექი და ვუყურებდი ჩემს წინ გადაშლილ ხედს რომელიც ყოველთვის მეხმარება დამშვიდებაში. გაზაფხულის მშვიდი საღამო, გრილი ნიავი, და ხეები რომლებსაც ფერადი ყვავილებით შეემოსათ თავი, ამის ყურება ბედნიერებით მავსებდა. ბევრი არ მიფიქრია მინდოდა რომ იმ დროს მეც ბუნების ნაწილიც ვყოფილიყავი.
გარეთ გასვლისთანავე სახეში თბილი სიო მომხვდა რაც ძალიან მესიამოვნა. გარემოში მკვეთრად იგრძნობა ყვავილების სურნელი რაც ჩემზე ზედმეტად მოქმედებდა სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე და დავტკბი ამ მომენტით.
ჩემს წინ გზა უსასრულოდ გრძელდებოდა თითქოს ყოველ დღე ამ გზას არ გავდიოდე თუმცა ახლა ყველაფერი სხვანაირია ჩაბნელებული ქუჩები რომლებსაც მხოლოდ ლამპიონები ანათებს.
ნელი ნაბიჯებით მივუყვებოდი გზას წინ უკვე საკმაოდ გრძელი მანძილი მქონდა გავლილი, მალევე ერთ ადგილას ამოვყე თავი სადაც აქამდე არასდროს ვყოფილვარ ეს ადგილი მაშინებდა, ზედმეტად ჩაბნელებული გარემო თითქოს ყველაფერი მკვდარი იყო ამ ადგილას. მინდოდა სწრაფად გავცლოდი აქაურობას და სახლში წავსულიყავი, თუმცა სადღაც ჩიხიდან მომესმა განწირული ვედრების ხმა

-გთხოვ არ მომკლათ ერთი შანსი კიდევ მომეცით

არ ვიცი იმ დროს სად გაქრა შიში ალბათ არსად ისევ ჩემთან იყო თუმცა მინდოდა იმ ადგილს მივახლოებოდი და მენახა თუ რა ხდებოდა. ნელი ნაბიჯების გადადგმა დავიწყე. მალევე მანქნის ფარების შუქს ვხედავ რომელიც ქუჩის ნაწილს ანათებს. მანქნის წინ კაცია დაჩოქილი, ის კაცი რომელიც ითხოვდა სიცოცხლის შენარჩუნებას მის წინ კი სამი მაღალი მამაკაცი დგას. პირველი ორთან შედარებით რამდენიმე ნაბიჯით წინ იყო და მის მუხლებში მოქცეულ დაჩოქილ მამაკაცს იარაღს უმიზნებდა. ამის დანახვისას შევკრთი მთელ სხეულში სიცივე ვიგრძენი და ვეცადე იმ ადგილს სწრაფად გავცლოდი.
ფეხები არ მემორჩილებოდა თუმცა რაც ძალა და ღონე მქონდა ვცდილობდი ამ ადგილს მალე მოვშორებოდი. მთელი სისწრაფით მივდიოდი როცა გასროლი ხმა გავიგე... ადგილზე გავიყინე, შიშისგან მინდოდა დამეყვირა თუმცა ხელები პირზე ავიფარე რადგან არ მინდოდა ვინმეს ჩემი იქ ყოფნა გაეგო.
კვლავ მესმის ხმა, ბოხი და ცინიკური ტონით

ბნელი მხარე🔞(DARK SIDE)🔞Where stories live. Discover now