chapter 2

2.5K 118 15
                                    

სარა - p o v:

თვალებს ძალდატანებით ვახელ თუმცა სინათლეს ჯერ კიდევ ვერ ვხედავ ირგვლივ ყველაფერი ბინდითაა მოცული, უეცრად ცივი ხელის შეხებას ვგრძნობ სახეზე რომელიც მაიძულებს სახე გავასწორო, მეც ვემორჩილები რადგან მთლიანად გამოფიტული ვარ თავს მაღლა ვწევ და კვლავ ვიჩეხები ბნელ თვალებში. მაშინვე მომეცა ძალა იმისა რომ მისი ხელებიდან ჩემი სახე განმეთავისუფლებინა რადგან ის მეხებოდა.... ის ვინც კაცი ჩემს თვალწინ უმოწყალოდ მოკლა. შიშისგან მოვიკუნტე და სახე კვლავ ჩავმალე, მთელი სხეული მითრთოდა, მეშინოდა რადგან არ მინდოდა ის რაც ჩემი თვალით ვნახე მეც გადამხდენოდა. ჩამალული სახით მხოლოდ იატაკს ვხედავდი, მალევე კი ფეხებს მოვკარი თვალი რომელიც ჩემსკენ ნელი ნაბიჯებით მოდიოდა, ისე ნელა აკეთებდა ამ ყველაფერს, ხედავდა ჩემს შიშს, ამით სარგებლობდა და თითქოს უარესად მიწელავდა დროს. უზარმაზარი სხეული რამდენიმე წამში ჩემს წინ იდგა მთელი სხეულით ვგრძნობდი მის იქ ყოფნას.

***
თეჰიონი ხედავდა გოგოს შეშინებულ სახეს ათრთოლებულ სხეულს და ძალიან მოსწონდა ეს, მოსწონდა ის რომ გოგოს მისი ძალიან ეშინოდა. კიმ თეჰიონი ხომ ყოველთვის ამით იღებდა სიამოვნებას, სხვების შეშინებით, წამებით და ტანჯვით.

-სახე გაასწორე!

მკაცრი ტონით დაიწყო საუბარი მამაკაცმა, გოგომ ამის გაგონებისას ერთიანად შეკრთა ცდილობდა დამორჩილებოდა თეჰიონის სიტყვებს თუმცა არ უნდოდა კვლავ დაენახა მისი ბნელი თვალები რომელში ჩახედვისთანავე ის წამები ახსენდებოდა

-ჯანდაბა! შენ რა არ მისმენ? სახეში შემომხედე

თეჰიონი გოგოს სხეულს მივარდა და თმაში წვდა, სარა მთელი ძალით ეცდებოდა რომ არ ეტირა თუმცა იმ დროს მისი თავის კონტროლი არ შეეძლო.
თეჰიონს მისი თმები კვლავ ხელში ეჭირა და მწარედ ქაჩავდა

-კანგ სარა არაა?

გოგო მისი სახელის გაგონებისას დაიბნა და მხოლოდ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია

ბნელი მხარე🔞(DARK SIDE)🔞Donde viven las historias. Descúbrelo ahora