chapter 3

2.3K 119 10
                                    

უკვე კარგად შებინდებულიყო ოთახში გამოკეტილი გოგო სადღაც ღრმა კუთხეში იჯდა და ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო საღ გონებაზე, ტირილისაგან თვალები ჩასისხლიანებული და გაწითლებული ჰქონდა.
უეცრად კარის გაღების ხმა ესმის, კარის რომლიდანაც მალევე თეჰიონი შემოვიდა, ნაბიჯების ხმა გოგოს ექოსავით ჩაესმოდა, ხედავდა მის წინ მყოფ უზარმაზარ სხეულს რომელიც მას თანდათან უფრო უახლოვდებოდა, იქ მისულმა კი მის წინ მდებარე სავარძელში ადგილი დაიკავა

-ხომარ მოიწყინე პატარავ?

სარა იმდენად იყო შეშინებული რომ ხმის ამოღებაც კი ეშინოდა.

-შენ რა არ იცი რომ როცა გესაუბრებიან სახეში უნდა შეხედო?

თეჰიონის მკაცრად წარმოთქმულმა სიტყვებმა სარა აიძულა სახე მისთვის გაესწორებინა, თავი ნელ-ნელა ზემოთ აწია, და დაინახა თეჰიონი რომლის სახის ყველა ნაკვრთი კარგად იკვეთებოდა, მის წინ საოცრად მიმზიდველი მამაკაცი იჯდა. მაღალი განიერი მხრებით ლამაზი თვალის ჭრილით და თხელი ტუჩებით, თმები სახეზე ჩამოყრი ჰქონდა ოდნავ დატალღული, ნებისმიერი ქალი ამის დანახვისას გონებიდან ამ სურათს ვერ ამოიგდებდა და ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის რომ ერთი ღამე მაინც გაეტარებინა თეჰიონის მკლავებში, თუმცა სარა ახლა მხოლოდ გადარჩენაზე ფიქრობდა, თეჰიონის მიმზიდველი სახე იმ დროს მისთვის მხოლოდ ბნელი და ავის მომასწავლებელი იყო.

თეჰიონმა მისი კუთვნილი ადგილიდან წამოდგა და გოგოსთან ნელი ნაბიჯები დაიწყო სვლა, რაც უფრო უახლოვდებოდა გოგოს უსუსურ სხეულს მით უფრო უღრმავდებოდა სარას მისდამი შიში. გოგომ თავი კვლავ ჩამალა თუმცა თეჰიონმა მისი გრძელი თითები გოგოს ნიკაპზე შეახო და აიძულა სახე მისთვის გაესწორებინა.

-დამხმარეს გამოვგზავნი თავი მოიწესრიგე და სავახშმოდ ჩამოდი ლამაზო, მინდა უფრო ბევრი რამ გავიგო შენზე!

თეჰიონი გოგოს სხეულს მოწყდა და ოთახი დატოვა, თუმცა მალევე ოთახში ვიღაც ახალგაზრდა გოგო შემოვიდა საწოლზე რაღაც დიდი შავი ყუთი დადო და სარას მიუახლოვდა

ბნელი მხარე🔞(DARK SIDE)🔞Where stories live. Discover now