Chapter 15

1.3K 80 31
                                    

სარას გარდაცვალების შემდეგ თეჰიონი რადიკალურად შეიცვალა. მას შურისძიების წყურვილი საშინლად აბრმავებდა და წამებს ითვლიდა იმ დღემდე როცა იმ ნაბიჭვარზე შურს იძიებდა. და კი სწორედ ეს დღე იყო თეჰიონისთვის შურისძიებისთვის იდეალური. სახლი სწრაფად დატოვა და მანქანა ელვისებრი სისწრაფით დაძრა, რამდენიმე წუთი დასჭირდა დანიშნულების ადგილთან მისასვლელად. მანქანიდან ყველას გასაკვირად მშივდად გადმოვიდა და ყველა ის დაცვა რომლებიც ფეხებში მოებლანდა ცივი ტყვიით დაასაჩუქრა.
მინ იუნგი კი მშვიდად იჯდა გრძელ მაგიდასთან და მეფურად გაშლილ ვახშამს შეექცეოდა.
_არ ფიქრობ რომ აქ მოსვლა ზედმეტად გამეწელა მინ იუნგი?_ხმა ჯერ კიდევ შორიდან მოესმა კაცს, არც სილუეტი ჩანდა ადამიანის, თუმცა კარგად იცოდა ვის ეკუთვნოდა ეს ხმა.
_მეგონა შენი ერთადერთი ქალის სიკვდილის შემდეგ ჭკუას ისწავლიდი კიმ თეჰიონ_დამცინავად და ყოველგვარი ღელვის გარეშე გასცა პასუხი იუნგიმ და გვერდით მდგარი ჭიქა ღვინით ტუჩები დაისველა.
ამის გაგონება და თეჰიონის მაღალი სილუეტის გამოჩენა ერთი იყო. კიმს სახე სიბრაზისგან ისე აწითლებოდა თითქოს სუნთქვა დაავიწყდა და ჰაერი აღარ ჰყოფნისო. მიუხედავად ყველაფრისა თეჰიონს პასუხი არ გაუცია, უფრო მიუახლოვდა და ადგილი მის გვერდით სკამზე დაიჭირა.
_სტუმრებს ძალიან ცუდად ხვდები_მისი ბნელი თვალები იუნგის მიაბყრო ღვინის ჭიქა რომელიც ხელში ეჭირა გამოართვა და მან მოსვა
_ალკოჰოლის არჩევა ნამდვილად არ გამოგდის!
_სამაგიეროდ მსხვერპლს ვირჩევ იდეალურად
აშკარა იყო რომ იუნგის თეჰიონის გამოწვევა  და გაღიზიანება უნდოდა და გამსდიოდა კიდეც.
_როგორ ბედავ და როგორ ახსენებ მას ნაბიჭვარო!_თეჰიონს უკვე ყველა მოთმინების ძაფი ერთად გაუწყდა საოცარიც კი იყო როგორ შეძლო მან აქამდეც კი მშვიდად მიეყვანა საკუთარი თავი. მძიმედ წამოდგა მაგიდიდან და იარაღი პირდაპირ შუბლზე მიადო.
_დიდი ხანია ველოდებოდი ამ დღეს თუ როდის ჩაგაძაღლდებდი ჩემი ხელით!
თეჰიონმა იუნგის ჰალსტუხი მოხსნა და სკამზე მიაბა. იუნგი შეწინააღმდეგებას არ ცდილობდა კვლავ ცინიზმშრეული სახით უყურებდა მას.
_თითოეულ მის სისხლს და მის ცრემლს განანებ!_ხმამაღლა დაუღრიალა და სახეში ძლიერად დაარტყა. კაცის სახიდან მაშინვე თქრიალით წამოვიდა სისხლი.
_ის ჩემი იყო! გესმის ჩემი! შენ კი შენი ბინძური ხელები მას შეახე და მოკალი_ კვლავ ძლიერად გაარტა. იუნგის სახე სულ სისხლში ჰქონდა მოსვრილი, მაგრამ ამ ყველაფერს ის არ შეუჩერებია, მანიაკის ღიმილი მოირგო და საუბარი დაიწყო
_იცი როგორ მეხვეწებოდა რომ გავეშვი? ნეტავ გენახა. სიმართლე გითხრა საერთოდაც არ მიკვირს თუ რატომ შეგიყვარდა ის ასე ძალიან. ჯანდაბა ის ძალიან სექსუალური იყო მისი ტუჩებიც საოცრად გემრიელი იყო, სანამ მოვკლავდი გემო გავუსინჯე
თეჰიონს უკვე მთელი ბრაზი მოწოლოდა და უკვე სუნთქვა აღარ შეეძლო, იარაღი აიღო და მხარში დაჭრა. იუნგიმ სიმწრისგან თავი უკან გადასწია აფართხალდა და ამოიგმინა
_ნუ გგონია რომ ერთი ტყვიის გასვრით ჩაგაძაღლებ! ჯერ ყველაფერი წინაა!
თეჰიონმა იარაღი ისევ მის წინ გაიშვირა და ფეხში ესროლა
_მჰჰ, ჯანდაბა ამის დედაც_სიმწრისგან დაიღრიალა იუნგიმ და ჩასისხლიანებული თვალებით შეხედა
_ზედმეტად წელავ გააკეთე ეს და მომკალი ამის დედაც!
_მეც ამას ვცდილობ რომ მოგკლა, მაგრამ პირდაპირ არა! ჯერ მინდა საშინლად გაწამო!_იარაღი ისევ გადატენა და მუცელში ესროლა.
იუნგის მთელი სხეული სისხლით იყო მოსვრილი ყველა ტყვიის მოხვედრისას ხმამაღლა გმინდავდა და ცდილობდა ესნუთქა
_მოგწონს? ალბათ ჯერ კიდევ ვერ იგემე ტკივილი ისე როგორც საჭიროა_ თეჰიონმა მაგიდაზე დადებული ჩანგალი აიღო და მხარში ჩაარჭო, სწორედ იმ ჭრილობაში რომელიც რამდენიმე წუთის წინ მიაყენა.
_ააჰჰჰჰ! ნაბიჭვარო!_სიმწრისგან ხმამაღლა დაიღრიალა და პირიდან სისხლი გადმოაფურთხა.
_ვერც კი წარმოიდგენ რა სასიამოვნოა შენი ამ მდომარეობაში ნახვა, თუმცა უნდა დაგტოვო! სულ ცოტაც და კულმინაციას იხილავ მინ იუნგი!
მძიმე ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისაკენ გარეთ გასვლისთანავე ცივი ჰაერი სახეში მოხვდა, ღრმად ჩაისუნთქა, ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა, სანთებელა მის გრძელ თითებში გადაატრიალა და ანთებული ძირს დააგდო.
_ჯოჯოხეთში შევხდებით მინ იუნგი, თუმცა ჯოჯოხეთი მე უკვე მოგიწყე!
იქაურობას სწრაფად დატოვა და მანქანა დაძრა. იუნგის სახლი კი უკვე კვამლში იყო გახვეული.
***
შურისძიების დაკმაყოფილებილი თეჰიონი ღამე აივანზე იჯდა. მისი ჩამქრალი თვალები ცისთვის მიებყრო და ალკოჰოლს შეექცეოდა
_საშინლად მჭირდები სარა...._ამოიგმინა და ალკოჰოლი დალია.
ცაზე ერთი ვარსკვლავი ჰქონდა ამოჩემებული მისი აზრით ის ყველაზე განსხვავებული და ლამაზი იყო ამიტომაც საათობით აშტერდებოდა და სარაზე საუბრობდა.
უყვებოდა თუ როგორი განსხვავებული და ლამაზი იყო, რომ მუდმივად საოცარი სურნელი ჰქონდა, ისეთი რომელიც ყოველთვის თავბურს ახვევდა. ახლა ყველაზე მეტად ის ენატრებოდა.
თეჰიონი კი ძველ ცხოვრებას დაუბრუნდა, კვლავ იყო მის ირგვლივ ბურუსი რომლისგაბაც ვეღარავინ ისხსნიდა.
სარა კი მისთვის ყოველთვის მის ქალად დარჩებოდა, ქალად რომელიც მან დიდი ხნის წინ მიისაკუთრა.
✨T H E E N D✨
__________________________________
ვიცი რომ ზოგისთვის ეს დასასრული არ იყო კარგი, თუმცა როცა ამ ფიქციის დაწერა გადავწყვიტე მინდოდა მოვლენები ასე განვითარებულიყო❤️
დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფრის მიუხედავად ცოტათი მაინც იყო საინტერესო❤️

                                          ✨T H E  E N D✨__________________________________ვიცი რომ ზოგისთვის ეს დასასრული არ იყო კარგი, თუმცა როცა ამ ფიქციის დაწერა გადავწყვიტე მინდოდა მოვლენები ასე განვითარებულიყო❤️დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფრის ...

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
ბნელი მხარე🔞(DARK SIDE)🔞Where stories live. Discover now