7

676 73 8
                                    

შეხვედრის დღე

ყველა აფორიაქებული იყო ,ემზადებოდნენ შესახვედრად ,დასავლეთის რეზერვაცია ჯონგუკის მამიკო ღელავდა ,უნდოდა ყველაფერი კარგად დაეგეგმა ამ საღამოსთვის ,ამიტომ თითოეულ დეტალს აკვირდებოდა.

-ემილი ,საყვაარელო ასე ნუ ღელავ ყველაფერი კარგად იქნება თანაც უბრალოდ ვაახშამია ,პარკების რეზერვაციიდან გვესტუმრებიან მხოლოდ ,ერთ ორ სულელურ საბუთს გავაფორმებთ და ეგ იქნება ,ეს არ არის ასეთი სანერვიულო... ალფა მარკი ამშვიდებდა ომეგას რომელიც ვახშმისთმის ყველა წვრილმანს აკვირდებოდა.

-ხო მართლა ხომარ იცი ჩვენი შვილი სად დაბოდიალობს ამ მნიშვნელოვან საღამოს?

-ეგ და ბიჭები თავიანთ ოთახებში ,არიან ემზადებიან ისე ცოტა აფორიაქებული მეჩვენება ჯონგუკი მაგრამ არ მგონია ეს შეხვედრა იყოს მიზეზი ,რამე ხომ არ იცი ემილი საყვარელო ამჯერად რა ხდება მის თავს?

-განა ოდესმე ვიცოდით რა უტრიალებდა თავში ჩვენ შვილს.

ქალმა ნაღვლიანად ამოიოხრა ,ალფამ კი ის გულში ჩაიკრა გასამხნევებლად და დასამშვიდებლად.

საღამომდე დრო ნელ-ნელა გადიოდა ,ყველა ემზადებოდა ჯიმინი,და ბიჭებიც ყველაფრის მიუხედავად ომეგა ცდილობდა კარგად მომზადებულიყო ამ საღამოსთვის,თუმცა ნეტაა ერთხელ მაინც ეკითხა მამამისისთვის ვისთან ექნებოდათ დღეს ვახშამი ,და ამით მოსალოდნელი ,გულის ტკივილისგან ,სასოწარკვეთილებისგან და საშინელი იმედ გაცრუებისგან და რაც მთავარია მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გარდამტეხი ცვლილებისგან თავი დაეღწია ...

თუმცა მოსახდენი ხომ მაინც მოხდება,საბოლოდ ყველა გამოაჩენს რეალურ სახეს და სწორედაც ამაშია მთელი უბედურება,როცა ის გიცრუებს იმედს ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელი ,მაშინ წინ დიდი გულის ტკივილი ელის ადამიანს...

ჯონგუკი ემზადებოდა ამ საღამოსთვის,სხვებისგან განსხვავებით მან ხომ ყველაფერი იცოდა,იცოდა დღეს იმას მიღებდა რაისთვისაც ბოლო ორმოცდათი წელი იბძოდა და ეძებდა ,თუმცა სულელი არ იყო და იცოდა ეს გეგმა
მხოლოდ ნაწილობრივ იმოქმედებდა ,იცოდა ეს ნაბიჯით ომეგას გატეხდა სულის ნაწილს წართმევდა ,თუმცა ჯონგუკი დაიფიცებდა ყველაფერს გამოასწორებდა ყველაფერს იზამდა ამ ომეგასთვის ,რამდენი დროც არ უნდა ყოფილიყო საჭირო აუცილებლად გამოასწორებდა ამას მომავალში,აუცილებლად გაუმთელებდა პარკ ჯიმინს იმ გულს ,რომელსაც დღეს საფრთხე ემუქრებოდა.

Find a mate Where stories live. Discover now