ბარბარეს ვინაობის გამხელა

18 5 0
                                    

ორივე გვიან დაბრუნდა იმ ღამეს. ნასიამოვნები იყვნენ მომხდარით, თუმცა საკმაოდ დაღლილები, იმისთვის,რომ კიდევ რამე დაეგეგმათ იმ ღამეს.ასე რომ პირდაპირ სახლში წავიდნენ.ნიკამ ბარბარე სახლამდე მიიყვანა,ტკბილი ძილი უსურვა და გამოეთხოვა.ბარბარე სახლში შევიდა.სახეზე ჩვეული ღიმილი დასთამაშებდა,რომლის მიზეზიც აქამდე ლუნა იყო ხოლმე,თუმცა ახლა ნიკა გამხდარიყო.ნიკაც და ბარბარეც მიხვდნენ,რომ თავიანთ ძაღლებს დიდ დროს ვეღარ უთმობდნენ,რის გამოც ორივე ძალიან წუხდა,თუმცა ამჟამად თავიანთი მომავალი უფრო ადარდებდათ და მართლებიც იყვნენ.
იმ ღამემ როგორღაც გაიარა.დილით ნიკამ სარბენად წასვლა გადაწყვიტა. ასეც მოიქცა.დიდხანს დარბოდა და როცა უკვე სახლში წასვლა მოინდომა გზაში თავისი ძმაკაცი-დათა შემოხვდა.დათა ბარბარეს უკვე იცნობდა,ნიკას სახლში ფილმს რომ უყურებდნენ იქიდან.ერთმანეთი მოიკითხეს,გადაეხვივნენ და ცოტა "წაიჭორავეს".
-ბიჭო ცოლის მოყვანას აღარ აპირებ?ბარბარესთან რა ხდება?-ჰკითხა დათამ ნიკას.
-ბიჭო რავიცი...
-შენ ნუ გადამრიე,აბა ვინ იცის?!
-ერთი სიტყვით დღეს ჩვენი სასტავი შეკრიბე და 7 საათზე ჩემს სახლში მოდით-უთხრა ნიკამ ისე,რომ სხვა აღარაფერი უთქვია და სახლში გაიქცა.
მისი გეგმა ასეთი იყო:აპირებდა საბოლოოდ შეეკრიბა ყველა თავისი ძმაკაცი და მათ შორის რაღა თქმა უნდა მარიც,თავისი და,ბარბარეც მიეყვანა და გაეცნო ბარბარეს თავი, ისე ,როგორც მისი შეყვარებული.თუ რა თქმა უნდა ბარბარე ამის წინააღმდეგი არ იქნებოდა.ისე კი დარწმუნებული იყო,რომ უარზე არ იქნებოდა.მაინც გადაამოწმა ბარბარესთან.
-როგორ ხარ ძვირფასო?🤍
-რავიცი,ნორმალურად ახლახანს გავიღვიძე🥱შენ როგორ ხარ?
-კარგად ვარ,კარგად.
-ძალიან კარგი💋
-რაღაც მინდა,რომ გკითხო თუ გთხოვო,არ ვიცი.
-მიდი,მიდი.
-მოკლედ,მინდა რომ ჩემი მეგობრები შევკრიბო,ასევე ჩემი დაც და მათ შენი ვინაობა გავუმხილო.თანახმა ხარ?
-რა თქმა უნდა არ ვარ წინააღმდეგი, პორიქით გამიხარდება თუ ჩემი ვინაობა უნდა გავამხილოთ🫣🤭
-კარგი,მაშინ 7 საათზე ჩემს სახლთან მოდი.
-არაა პრობლემა😻
-ანდა მე გამოგივლი.
-როგორც იტყვი.
-კაი,შეხვედრამდე მაშინ😉💗
-კაი💖
დრო ისევ მიიწელებოდა.ერთი სული ჰქონდა ორივეს,როდის მოვიდოდა ის შვიდი საათი,რომელსაც მთელი გულის ფანცქვალით ელოდა ნიკაც და ბარბარეც,და რომლის მოსვლასაც როგორღაც საშველი არ ადგებოდა. ბარბარემ გადაწყვიტა,რომ ლუნაც წაეყვანა,ხალხს უფრო მოეწონებოდა მათი წყვილი(არა,ისედაც შესანიშნავი წყვილი იყო და მნახველს ეს თვალიდან არასდროს არ ეპარებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა ძაღლით უფრო ეფექტური იქნებოდა).
5 საათი იყო და ბარბარე უკვე იპრანჭებოდა.ძალიან გამომწვევად არ ეცვა,თუმცა მთელი მისი ხიბლი მაინც სილამაზე იყო და არა ტანსაცმელი და არც მაინცდამაინც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა რა ეცმეოდა,მაგრამ დღეს განსაკუთრებული დღე იყო.ბარბარეს ახსოვდა ის,რომ ნიკას მის ტანზე კაბა მოსწონდა,ამიტომ გადაწყვიტა მის სამეგობროს კაბით გამოცხადებოდა. თეთრი,ლამაზი,მოხდენილი და დახვეწილი კაბა ეცვა,რომელიც თითოეულ მის სხეულის ნაწილს ბუნდოვნად,თუმცა მაინც საკმარისად გამოხატავდა.ამ კაბაში ნამდვილ ანგელოზს გავდა.ნიკასთვის ბარბარე ნებისმიერ სამოსში ანგელოზს გავდა, მაგრამ ხალხისთვის რათქმაუნდა თეთრი იყო ასოცირებული "ანგელოზობასთან".ნიკაც ძალიან კლასიკურად გამოწყობილიყო,რაც ბარბარეს ძალიან მოსწონდა.მთელი დღე ნიკა აქეთ-იქით დარბოდა,რომ სახლი იდეალური ყოფილიყო,რაშიც დიდი დახმარება გაუწია მარიმ.სახლი 7 საათისთვის მართლაც იდეალური იყო.ხალხი უკვე სახლში მისულიყო ნიკასთან.ნიკა ბარბარეს მოსაყვანად წავიდა.ბარბარე გარეთ დახვდა და მაშინვე ჩაუხტა მანქანაში.
-თვალებს ვერ ვუჯერებ-თქვა გაოცებულმა ნიკამ.
-რა მოხდა.
-როდესაც ერთმანეთს ვხვდებით ხოლმე მგონია,რომ იდეალური ხარ იმ მომენტში და ამაზე მეტად ვეღარასდროს გამაკვირვებ,თუმცა შენ ყოველ შეხვედრაზე საპირისპიროს მიმტკიცებ. გაოგნებული ვარ.
-გეუბნები ნიკა,ჩემზე ძალინ დიდი წარმოდგენა გაქვს-სიცილით მიუგო ბარბარემ.
-რა ვქნა?ჩემი თვალები არ არიან მსგავსი სილამაზის ყურებას შეჩვეულები.
-კარგი,კარგი.მგონი უნდა ვჩქარობდეთ.
-ჰოო,ასეა.ხალხი უკვე შეკრებილია და მოუთმენლად გველის.
-მაშინ აღარ ვალოდინოთ.
-მასე ჯობია.

ლუნა(დასრულებული)Where stories live. Discover now