დაგეგმილი შეხვედრა

15 5 0
                                    

  10 საათი იყო როცა ნიკა ტელეფონის ხმამ გააღვიძა.ეგონა ბარბარე ურეკავდა,მაგრამ არა...უცნობი ზარი იყო.ნიკამ აიღო ტელეფონი და გააგონა.ბექა იყო,ციხიდან.
-გამარჯობა,ჩემო მეგობარო.
-ვერ გიცანი.
-ბექა ვარ.
-და რისთვის რეკავ?რა გინდა ჩემგან?რას მერჩი?-კითხა გაბრაზებულმა ნიკამ.
-რა მინდა?10 წელია შენი წყალობით ციხეში ვზივარ და მე რა მინდა?
-და შენს გამო საუკეთესო მეგობარი რომ დავკარგე?შენ 10 წელი არ გამოჩენილხარ.ამ 10 წლის შემდეგ ისევ თავისუფლად იცხოვრებ და ჩემი საუკეთესო მეგობარი?გეკითხები,ის კიდევ გამოჩნდება?გააგრძელებს არსებობას?ვერა!დიახ,ვერა!
-მორჩი თავის შეცოდებას.რომ მიჩივლე იცოდი ამას ასე არ დავტოვებდი,მაგრამ მაინც გააკეთე ეს  ასე რომ ახლა არაფერს აღარ აქვს აზრი,უკან დახევას არ ვაპირებ.
-ახლა რისთვის დამირეკე?
-რაღაც უნდა შემოგთავაზო.
-მაინც რა?
-რა და მე შურს რომ ვიძიებ ეგ უეჭველია,უბრალოდ შენ გკითხავ- ვიზე?
-გამოცანებით ნუ საუბრობ,პირდაპირ თქვი რა გინდა!
-სანდო წყაროებიდან ვიცი,რომ შეყვარებული გყავს.ამიტომ გადაწყვიტე,ან მას მოვკლავ,ან შენ.
-გაგიჟდი?ნორმალური ხარ ადამიანო?რეებს ლაპარაკობ?ვერცერთს ვერ მოგვეკარები,გაიგე?
-ვნახოთ ვინ ვის მიეკარება და რას უზამს.ესე იგი შენ-თქვა სასწაული ხმით და გათიშა.

ნიკა ცხარე ცრემლით ატირდა. ბრაზდებოდა თავის თავზე,მას ხომ ეს ურთიერთობა არ უნდა წამოეწყო. ნიკას სიკვდილით ბარბარე გაუბედურდებოდა,ვერ გადაიტანდა და ეს ყველაფერი ნიკას ბრალი იყო.ამას ძალიან კარგად ხვდებოდა ნიკა და ეს დანაშაულის გრძნობა ძალიან აწუხებდა.სულ რამდენიმე თვე და ბექა ციხიდან გამოვიდოდა.
,,რა ვნქა?"-ეს კითხვა არ ასვენებდა ნიკას მთელი დღეების განმავლობაში. სხვაზე ვერაფერზე ფიქრობდა,მაგრამ გამოსავალს ვერ პოულობდა. დახმარება სჭირდებოდა,ვინმეს რჩევა,თუმცა ვისი?მარი არ გამოდგებოდა,ზედმეტად ინერვიულებდა და რაღაცას ცუდად გააკეთებდა.დათაც მაინცდამაინც არ გამოდგებოდა.სხვა სანდო მეგობარი საერთოდ არავინ არ ეგულებოდა.სხვა რა გზა იყო,მარტო უნდა შეხვედროდა ,,მტერს" და რამდენიმე თვეში თავად ნახავდა რაც მოხდებოდა,მაგრამ ეს რამდენიმე თვე შიშში უნდა გაეტარებინა.

___________________________________________

ლუნა(დასრულებული)Where stories live. Discover now