შოკისმომგვრელი ამბავი

21 5 6
                                    

გათენდა თუ არა,ნიკამ ბარბარეს მაშინვე გაუგზავნა შეტყობინება:
,,ჩემო ანგელოზო,დღეს რასაც არ უნდა გეგმავდე ყველაფერი გადადე საღამოს კაფეში მიდი ექვსი საათისთვის და მეც მოვალ. რაღაცაზე მინდა გელაპარაკო".
მანამდე მსგავსი წერილი დათას გაუგზავნა. ბექა ზუსტად 12 საათზე იმ დღეს გაათავისუფლეს ციხიდან. დათან ნიკას ყველა გეგმა ზედმიწევნით ჩაურაკრაკა. ბექამ კი გადაწყვიტა ეს ყველაფერი იქამდე დაესრულებინა,სანამდე სერიოზულ სახეს მიიღებდა და პარიზში წავიდოდნენ,ამიტომ 6 საათისთვის მანქანაში იჯდა და წყვილს უთვალთვალებდა.
ბარბარემ ეს წერილი რომ ნახა გვიანი იყო,4 საათი ხდებოდა. მაშინვე დაიწყო მზადება. ერთი სული ჰქონდა რა იყო ის ამბავ,რის გამოც ბარბარეს ნებისმიერი საქმე უნდა გადაედო (ამ შემთხვევაში ბარბარეს არც ჰქონდა საქმე საღამოსთვის,თუმცა რომ ჰქონოდა აუცილებლად უნდა გადაედო).6 საათისთვის ბარბარე უკვე კაფის წინ იდგა და ნიკას ელოდა.
ნიკა 10 წუთში გამოჩნდა. ბარბარესდა გასაოცად ნიკა ფეხით მოდიოდა, თურმე მანქანა გაფუჭებული ჰყოლია და ამიტომ მოუწია ფეხით წასვლა. უზარმაზარი ვარდების თაიგული ეკავა ხელში და თავდაჯერებულად, რაღაც თავხედურად ლამაზი მოაბიჯებდა. სულ რაღაც 200 მეტრი აშორებდათ ერთმანეთისგან. აი უკვე ნიკას გზა უნდა გადაეჭრა  და...მოხდა ის,რასაც არავინ ელოდა...ბექა თავისი მანქანით ნიკას დაეჯახა და გზაზე უგონოდ დააგდო. ბარბარემ ეს ყველაფერი შორიდან დაინახა. მაშინვე გააგდო ხელიდან ჩანთა და ნიკასთან გაიქცა. ბექა უკვე წასულიყო. შორიდან მორბოდა ნიკას ერთი მეგობარი-გიგი,რომელმაც ამ საქმეზე ნამდვილად არაფერი არ იცოდა,იცოდა მხოლოდ ის,რომ ბარბარესთვის ნიკა სურპრიზს აკეთებდა,პარიზში მიჰყავდა და ხელი უნდა ეთხოვა,მაგრამ ბექას შესახებ არაფერი არ იცოდა. ბარბარე მიწაზე დაემხო მის გვერდით,მწარედ ტიროდა ბარბარე და ამის შემყურე, ვერც გიგი ვერ იკავებდა ცრემლებს. ნიკას თავიდან სისხლი სდიოდა, თუმცა ჯერ კიდევ სუნთქავდა. ბარბარემ ტუჩებზე აკოცა,ნიკა მაშინვე გამოფხიზლდა,თვალები ზანტად გაახილა. ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა.
-ნიკა,ჩემო ბიჭო,მანქანა დაგეტაკა, მაგრამ არაფერი დაგემართება, მაგრად იყავი სასწრაფოს დაველოდოთ და გიშველიან-უთხრა ტირილისგან უკვე თვალებდასის ხლიანებულმა ბარბარემ.
-ბარბარე,მე მოვკვდები,ცუდად ვარ ბარბარე ცუდად...-ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა ნიკამ
-არა ნიკა,რა სისულელეა,რას ქვია კვდები. შენ არ მოკვდები. არ დამტოვებ ხომ ნიკა?
-ჩემო სიცოცხლე პოლიციაში წახვალ და ბექა გეგეჭკორს უჩივლებ.
გასაგებია?
-ვინაა ბექა გეგეჭკორი?
-ვინც დამეჯახა...
-რაა?ნიკა ვერაფერს მივხვდი.
-რაც გითხარი ის გააკეთე,თავად აგიხსნის ყველაფერს.

ნიკას უკვე თვალები ეხუჭებოდა.
-ბარბარე,დამპირდი,რომ არ მოიწყენ, დამპირდი,რომ ბედნიერი იქნები და სხვა ბიჭთან ერთად განაგრძობ ცხოვრებას. დამპირდი გთხოვ...
-ნიკა გაგიჟდი?შენ არსად არ მიდიხარ, ჩემთან რჩები.ნიკა...არ დახუჭო თვალები...არ დამტოვო გევედრები... შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ, მოვკვდები ნიკა გესმის?

თუმცა ნიკას აღარაფერი არ ესმოდა... ნიკა მკვდარი იყო...
გიგი ბარბარესთან მივიდა და მოეხვია. ნიკას კოსტუმის შიგნიდან ორი პარიზის ბილეთი და ბეჭედი ამოიღო გიგიმ და ბარბარეს უთხრა:
-ხვალ შენს წაყვანას აპირებდა პარიზში და ეიფელის კოშკის წინ ხელი უნდა ეთხოვნა.
ბარბარე გულამკსვნილი ტიროდა. ნიკას  არ შორდებოდა. თითქოს ცდილობდა მისი გაყინული სხეული, თავისი მდუღაეე ცრემლებით გაეთბო. მათ გარშემო უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. პოლიციაც მოვიდა და სასწრაფოც. სასწრაფომ ნიკა წაიყვანა. ბარბარეს გაყოლა სურდა თუმცა პოლიციელის თხოვნით დარჩა და ყველაფერი მოუყვა. უჩივლა ბექასაც,რის შემდეგაც მასზე ძებნა გამოცხადდა.მალევე დაიჭირეს ბექა, უფროსწორედ მალევე ნახეს მისი და დათას ცხედრები.დიახ!ცხედრები. როდესაც ნიკას დაეჯახა ბექა,გაქცევა გადაწყვიტა.იფიქრა საზღვარგარეთ წავალო,თუმცა გზაში ხეს შეჯახნენ და გარფაიცვალნენ. ასე მწარედ დამთავრდა მათი სიცოცხლეც და იმისთვის რაც გააკეთეს,ორივე მწარედ დაისაჯა...

___________________________________________

ლუნა(დასრულებული)Where stories live. Discover now