ბარბარეს ოცნების ახდენა💫

20 4 0
                                    

გადიოდა დღეები,ფერადი და ერთმანეთზე უფრო ბედნიერი დღეები,რომლებსაც ბარბარე და ნიკა ერთად ატარებდნენ და ყოველ დღე თავიანთი სასიყვარულო ურთიერთობის ახალ ფურცელს წერდნენ. ნიკას და ბარბარეს წყვილი, ნამდვილად ის წყვილი იყო რომელზეც იტყოდი ერთმანეთისთვის გაჩნდნენო. თითოეული ერთად გატარებული მათი დღე ფერადი, ბედნიერების უამრავი წუთით დახუნძლული და მომაჯადოვებელი იყო.დღეები ძალიან სწრაფად გადიოდა და მათი პირველი შეხვედრიდან ერთი წელიც ასევე მალე გავიდა. რა თქმა უნდა არამარტო მათი ურთიერთობის ერთი წელი გავიდა მალე,არამედ ის ერთი წელიც,რომლის შემდეგაც ბექა თავისუფლად შეძლებდა ქუჩებში სიარულს.
   ნიკას ამ ყველაფერზე ფიქრი თავიდან არ შორდებოდა და მოსვენებას უკარგავდა. უკვე მათი  ურთიერთობიდან ერთი წელი გავიდა და ქორწილი აუცილებელი იყო. ხშირად იმაზე უფიქრია,რომ არ მოეყვანა ცოლად ბარბარე და ჯერ ბექას გამოსვლას დალოდებოდა. ფიქრობდა იქნებ ბექას მოველაპარაკო როგორმე და გადავაფიქრებინო შურისძიებაო. რაც არ უნდა მოეთხოვა ბექას თუნდაც ფული ,ყველაფერს მისცემდა,ოღონდ მისთვის არაფერი დაეშავებინა. ზუსტად დღე და რიცხვი არ იცოდა თუმცა დრო ძალიან ცოტა რჩებოდა. საბოლოოდ ნიკამ ასეთი რაღაც გაიფიქრა:
-,,წავალ,ბეჭედს ვიყიდი და პარიზში ორ კვირიან საგზურს ჩემთვის და ბარბარესთვის. ხელს ვთხოვ ეიფელის კოშკის წინ და ორი კვირის გასვლის შემდეგ უკან ჩამოვალთ, ქორწილს აქ გადავიხდით. არამგონია  ბექა იმდენად გულქვა აღმოჩნდეს, რომ ბარბარეს დაქვრივება გადაწყვიტოს,მაგრამ თუ ბექა მაინც გადაწყვეტს ჩემს მოკვლას,ბარბარეს ოცნება ასრულებული ექნება."

   ეს ყველაზე მომგებიანი ვარიანტი იყო და ნიკა ამ ყველაფრისათვის სერიოზულ მზადებას იწყებდა. პირველ რიგში გადაწყვიტა ყველაფერი დათასთვის,თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრისთვის მოეყოლა, სხვა თუ არაფერი,რჩევებს მაინც სთხოვდა და ბეჭედს აყიდინებდა. დათა არსად არ მუშაობდა,ამიტომ ნიკამ დაურეკა თუ არა 15 წუთში მის სახლში გაჩნდა. ნიკამ ყველაფერი აუხსნა დათას. ერთ-ერთი შოკისმომგვრელი ამბავი ის იყო,რომ დათა,ბექას ერთ-ერთი პარტნიორი, დამხმარე იყო და ძალიანაც აწყობდა მისი სამომავლო გეგმები გაეგო და ბექასთვის ჩაებარებინა. რა თქმა უნდა,სწორედ ამას გეგმავდა,თუმცა ამას ხომ ვერ ეტყოდა ნიკას,ამიტომ სახეზე მხოლოდ გაოცებას იტყობდა.
-მოიცა,შენ რატომ უნდა მოგკლას ვერ გავიგე,საუკეთესო მეგობარი შენ არ მოგიკლა?იქით უნდა კლავდე,მაგრამ რა თქმა უნდა ამას არ იზამ-გაიოცა დათამ.
-არა,არა ამას არ ვიზამ.ჩემი გეგმა ის არის რაც გითხარი და მინდა ამის განხორციელებაში დამეხმარო, სხვა არაფერი არ მინდა.
-კარგი,კარგი ძმაო,ისე იქნება, როგორც შენ იტყვი.არაფერზე არ იდარდო,მე შენს გვერდით ვარ.
-მადლობა ყველაფრისთვის, მართლა არ შეგაწუხებდი მაგრამ სხვა არავინ მყავს ხომ იცი ვისაც ვენდობი.
-კარგი,რა შეწუხებაზე ლაპარაკობ არ გრცხვენია?შენი პრობლემა ჩემი პრობლემაა და მეორეჯერ მსგავსი არაფერი გაიმეორო. ახლა ადექი, წავიდეთ.საუკეთესო ბეჭედს მოგინახავ და ბარემ ბილეთებიც შევიძინოთ. მოწესრიგდი,ნომერი დაჯავშნე და 2 დღეში,საღამოს შეხვდი ბარბარეს.
-კარგი,მაგრამ რატომ 2დღეში?
-მოემზადები კარგად და იმიტომ-არადა  მიზეზი რათქმაუნდა ის იყო,რომ ბექა 2დღეში გამოდიოდა ციხიდან და ეს თარიღი ყველაზე მეტად აწყობდა ორივეს.
-კარგი,კარგი მასე იყოს.ახლავე წავიდეთ?
-რავი,როგორც გინდა,თუ გინდა დღეს დაისვენე და ხვალიდან შევუდგეთ სამზადისს. მე სხვებსაც შევატყობინებ ამ ამბავს.
-კარგი,ხვალ შევუდგეთ მზადებას. კი კი შეტყობინე სხვებსაც.
-კაი ძმაო,აბა შენ იცი. შეგხვდები ხვალ.
-დროებით.

ნიკა თავისი გეგმით კმაყოფილი იყო. მოსაღამოვდა. ბარბარესთვის რა თქმა უნდა,არაფრის თქმას არ აპირებდა,ეს ყველაფერი სურპრიზი უნდა ყოფილიყო. დრო დიდი სისწრაფით გავიდა იმ დღეს,ისე მალე,რომ ნიკა ვერც მიხვდა,როგორ დაათენდა თავზე. ბევრი ფიქრის გამო დივანზე ჩანსძინებოდა და გამთენიას დივანზე წამოწოლილი,უცნაური განწყობით შეხვდა. მაღვიძარა ათ საათს იუწყებოდა. 12 საათზე დათას უნდა გამოევლო. ნიკა ადგა,იბანავა, მოწესრიგდა,ხელ-პირი დაიბანა, ბანკიდან ფული გამოიტანა და 12 საათზე სრულ მზადყოფნაში დახვდა დათას. მაშინვე წავიდნენ ბეჭდის ასარჩევად. დათას ცოლი ჰყავდა, ამიტომ ძალიან კარგ მაღაზიაში წაიყვანა ნიკა,სწორედ იმ მაღაზიაში, სადაც დათამ თავისი ცოლისთვის შეარჩია ბეჭედი. იმ მაღაზიაში ბეჭდ
ების მართლაც დიდი არჩევანი  იყო და საუკეთესოს არჩევა ნიკას ძალიან გაუჭირდა,თუმცა იქ მომუშვე გოგონას და დათას რჩევების შედეგად ულამაზესი ბეჭედი აარჩია, ზუსტად ისეთი,როგორიც ბარბარეს მოეწონებოდა.ბეჭდის საქმე მოგვარდა.ახლა ბილეთების საყიდლად უნდა წასულიყვნენ. ბილეთს ნიკა ხვალ აჩუქებდა,ხოლო ცოლობას პარიზში,ეიფელის კოშკის წინ. გეგმავდა დიდი წითელი ვარდების თაიგულიც ეჩუქებინა ხვალ ბარბარესთვის,ბილეთებთან ერთად. პირველ რიგში ბილეთები შეიძინა ორი ადამიანისთვის,ორ გზაზე (იგულისხმება წასვლა და წამოსვლა).
ვარდებს ხვალ დილით იყიდდა. სახლში როცა დაბრუნდა უკვე გვიანი იყო. ხვალისთვის მოემზადა და დასაძინებლად გაემართა. დაღლილობისგან მალევე ჩაეძინა...

__________________________________________

🛌😴...

ლუნა(დასრულებული)Where stories live. Discover now