"მშობლები"

797 59 7
                                    

ერთმანეთში საუბარში ისე იყვნენ გართული ჯინი და ჰობი ვერც კი შეამჩნიეს ჩუმად შემოსული წყვილი ,მხოლოდ მაშინ მიაქციეს ყურადღება, როცა თეჰიონმა წუწუნი დაიწყო რომ მის გარეშე ერთობოდნენ.
-ეს აქ რას აკეთებს-თქვა გაბრაზებულმა ჯინმა ხელი ჯონგუკისკენ გაიშვირა და ფეხზე წამოდგა .
-მინდა ვისაუბროთ ბოლოს და ბოლოს ჰუმანურად-თქვა ჯონგუკმა.
-მე ვცადე შენთან დალაპარაკება, მაგრამ შენი პასუხები გემახსოვრება ახაგაზრდავ ვგონებ.
-მახსოვს და ვნანობ ,გავიგე რომ მამა ვხდები და მინდა სანამ ყველაფერი არ გამოსწორდება თქვენი გულიც მოვიგო-მოინდომა ჯონგუკმა.
-შენი არ მჯერა მაგრამ ქალღმერთის ძალის მჯერა და შანს მოგცემ რომ ჩემი ბიჭი გააბედნიერო-მოლბა მალევე ჯინი.
-იმედებს არ გაგიცრუებთ-თქვა ჯონმა და ფრთხილად მიუახლოვდა ხელის ჩამოსართმევლად საპასუხოდ ჯინის გამოწვდილ ხელთან .
-მშვენიერია ახლა შემოგვიერთდით არაჩვეულებრივი კერძები დაგახვედრეთ მე და ჯინმა-მიუგო ჰოსოკმა.
-რაკარგია მშია -თქვა თეჰიონმა მაცდური თვალების ცეცებით.
-ახლა არ მიირთვი-იკითხა ჯონგუკმა გაკვირვებული.
-მერე რა ახლა ორნი ვართ და უფრო მეტი გვშია -გაიკრიჭა თეჰიონი.
გარშემო მყოფებს კი სახეზე ღიმილი მოჰგვარა მისმა სილაღემ.
-სკოლიდან დარეკეს-უკვე მაგიდაზე ახალი თეფშებიც განალაგა სოკჯინმა  და შვილსაც აცნობა სიახლე .
-სკოლაში რა ხდება-იკითხა ჯონგუკმაც.
-ახალ სკოლაში ხომ გადავიდა ,ამას ვგულისხმობ უნდა მივსულიყავით-დაუკონკრეტა ჯინმა შვილის მეწყვილეს.
-ახალ სკოლაში არ ივლის  ერთი სასწავლო წელი დარჩა და ჩემთან ერთდ დაამთავრებს-მესაკუთრე ალფა ალაპარაკდა ჯონგუკში.
-მართალია ასე უფრო უსაფრთხოდ იქნება-დაეთანხმა ჰოსოკიც .
-კარგი ვფიქრობ მარტივად მოგვარებადია-დანებდა ჯინი შვილის თანატოლებთან.
თეჰიონს კი არც ანაღვლებდა ისე მიირთმევდა საკუთარ თეფში არსებულ ომლეტს ბეკონით .
-მინდა თეჰიონმა ჩემთან გადმოვიდეს საცხოვრებლად-განაგრძო ჯონგუკმა.
-ამასთან დაკავშირებით ვერ შევთანხმდებით-ხმა გაიმკაცრა ჯინმა-სანამ ჩემ შვილზე არ დაქორწინდები და კანონიერ უფლებას არ მოიპოვებ იქამდე ჩემთან იცხოვრებს-ჩამოაყალიბა ჯინმა.
-მაგრამ სიახლოვე გვჭირდება ერთმანეთის-გაიბრძოლა მეწყვილის სურვილით ჯონგუკმა.
-სკოლაში ნახავ ,დილით ერთად გაატარებთ დროს მხოლოდ სხვადასხვა სახში დაიძინებთ-არ ნებდება ჯინი მოთხოვნილებებით.
-კარგი რა მამიკო-აწკმუტუნდა თეჰიონი.
-უარი არ მიიღება-დაასრულა ჯინმა და ახალი ცხელი კერძი გადაუდო საყვარელ შვილს თეფშზე.
-კარგი მაშინ ქორწილზეც დავილაპარაკოთ ჩემებსაც ვეტყვი და ხვალიდანვე შევუდგეთ ამის მოგვარებას-გადაწყვიტა მალევე ჯონგუკმა.
-კარგია ქორწილიიიი-გაიღიმა ჰოსოკმა ტაშის კვრით.
-რაც მალე მით უკეთესი-დაემოწმა ჯინიც-ახლა კი მივირთვათ.

"სიცოცხლის ბოლომდე"Where stories live. Discover now