ჩემი საჯდომი.. ჩემია!

5.3K 220 146
                                    

-აქ რას აკეთებთ? ლოგინზე დადებული მაისური გადავიცვი და ხელები გადავიჯვარედინე.
-კითხვაზე პასუხი მჭირდება..
-კი, მივდივარ! გინდოდათ ამის გაგება?  გავუღიმე და კარისკენ წავედი.
-რატომ? უბრალოდ დიდ ინტერესს იწვევს ჩემში ეს საკითხი..
მაჯაში მწარედ ჩამავლო ხელი და საზიზღარი სახით გამომხედა.
-ხელი გამიშვი! დავუყვირე და ხელი უკან გამოვწიე.
-მინდა რომ ჩემი სახლი დატოვოთ, ან იძულებული გავხდები პოლიციას გამოვუძახო და სახლი დაგატოვებინოთ. თავჩაღუნულმა ვუთხარი და კარზე ვუჩვენე.
ჯიბიდან სათვალე ამოიღო, ნელა ამათვალიერა ზემოდან ქვემოთ.
-ინანებ, რომ საერთოდ გამიცანი, ამ სამსახურს არ უნდა დათანხმებულიყავი! გამიღიმა და სახლი უჩუმრისპირად დატოვა.
აქ დასრულდა ის ურთიერთობა, რომელიც არც არასდროს დაწყებულა,
და  ჩემი აზრით ვერც დაიწყებოდა დიდად რომ მდომებოდა.
რადგან ის სხვა იყო, მე კი სხვა ვიყავი! მას ერთად უნდოდა ყველა, მე კი ერთადერთი ადამიანი მჭირდებოდა რომელიც მართლა მთელი გულით შემომხედავდა, ის კი ნამდვილად არ მიეკუთვნებოდა ამ ტიპს.
შაბათი კვირა მშვიდად გავატარე, არანაირი სამსახური, მხოლოდ მე და ფილმები რომელსაც სხვადასხვა ენაზე ვუყურებდი რომ ჩემში უფრო განსხვავებული ემოცია გამოეწვია ყოველ ყურებას.
მუძაკოს ჩემთვის დიდად არც ეცალა, და არც ვალდებულებდი რომ მოსულიყო და ვენახე, სინამდვილეში არც მინდოდა.
შაბათი კვირა მარტოობაში ბევრად ნელა და ჰარმონიულად გავიდა.
არ ვიცოდი, როცა მუძაკოს ჩემი სამსახურის დატოვების თაობაზე მივწერე, ეს ჯონქუქისთვის შეუტყობინებია, და ჩემი დოსიე მოუთხოვია ახალი სამსახურისთვის. სინამდვილეში ჯონქუქს მხოლოდ პრესტიჟის შეშინებია, რომელიც მის აყროლებულ კლუბს მოსდევდა წინ, მომსახურე პერსონალის დაკარგვა კარგი არ იყო!
მაგრამ ახლა, ერთ წლიანი გამოცდილებისთვის კლუბში არ მომიწევს მუშაობა, რადგან მუძაკოს კლუბის ნაცვლად კომპანია აქვს სადაც ორშაბათს როგორც მდივანი ისე ვიწყებ მუშაობას. კვირა საღამო იყო როდესაც მუძაკომ დამირეკა და მითხრა რომ მისი მდივანი ვიქნებოდი მის კომპანიაში, მე კი მხოლოდ შოკოლადის ნამცეცები გადმომეყარა პირიდან და 10 წუთიანი დუმილის შემდეგ ძლივს ამოვღერღე მადლობა.
ანაზღაურება იმდენად კარგი იყო რომ, მხოლოდ ერთ თვეს კი არა ორ სრულ თვეს სახლის ქირასთან ერთად, საკაიფოდ გამომკვებვდა კიდევაც და ჩამზმანავდა.
აი სამსახურიც ამას ჰქვია..
მაგრამ, ძალიან მიჭირს იმის გააზრებაც კი რომ, საღამოს არ "გამოვიპრანჭები" და სტრიპტიზიორებით სავსე დიდ შენობაში ფეხს აღარ შევადგამ.
ახლა ტოკიოს ცენტრში მომიწევს წასვლა..
***
-კი დედა, დღეს პირველი დღეა! სიხარულით ვუთხარი და შავ დაშვებულ შარვალზე ხელი ჩამოვისვი.
-ხოოო.. რომ მოვიცლი გეტყვი როგორ დალაგდება ყველაფერი! მიყვარხარ! ტელეფონი გვერდძე მივაგდე და შავი გიპიური მაისური გადავიცვი, პიჯაკი მოვიცვი და ხელში ლამაზი ხელჩანთა ავიღე.
სარკეში რომ ჩავიხედე, ცოტა ჩამეცინა კიდეც..
აქამდე ამოყრილი მკერდით, ბათინკით ან კედებით მივრბოდი სამსახურში..
ახლა კი როგორც ოფიციალურ და დაფასებული მომსახურეს ისე მეცვა, ლამაზი დაშვებული შარვალი,მაღალ ბარხატისფერ ფეხსაცმელზე რომელსაც, უფრო ამშვენებდა შავი გიპიური მაისური და კრემისფერი პატარა ჩანთა.
სახლი უხმაუროდ დავტოვე, კიბეებზე ტელეფონში ქექიალის დროს ჩავირბინე და გაჩერებასთან ტაქსი დავიჭირე, რომელსაც ძლივს ძლივობით ვუთხარი კომპანიის დასახელება.
"KIDZU AND SONY"  დიდი და თითქოს ბევრის მთქმელი დასახელება ჰქონდა.
კიძუ მუძაკოს მამას ერქვა, სონი კი  მის დედას რომელიც მან 15 წლის ასაკში დაკარგა ავტოავარიის დროს.
ამაზე არ საუბრობს მაგრამ ვიცი რომ გახსნა ძალიან უჭირს..
-აქ გამიჩერეთ! კომპანიის დიდი ბანერი დავინახე თუ არა, მძღოლს გავაჩერებინე , კუთვნილი ფული გადავეცი მას .
კომპანიის წინ დავდექი და უხმაუროდ ამოვიოხრე,
-არ ინერვიულო.. კარგადაა ყველაფერი! გავიღიმე და ბაკუნით შევდგი ფეხი დიდ კომპანიაში.
შუშის უზარმაზარ ლიფტში ხალხის ბრბოსთან ერთად შევედი და 25 სართულზე ასვლას მშვიდად დაველოდე.

ჩემზე გაიმარჯვე..🔞Where stories live. Discover now