მე და შენ

4.1K 212 148
                                    

-ლამაზებო და კეთილებო! მოვედიიიი! ჯერ კიდევ შესასვლელთან დაიყვირა რუკიმ და შეხვეული კაბა მოსამსახურეს დედამისის ოთახში აატანინა.
-რუკი-კუნ მეჩქარება! კარებთან გავჩერდი , ნაბიჯი არ გადავდგი, იქ მისვლა საშინლად არ მინდოდა.
-აქამდე თუ მოხვედი, ასე წასვლა დანაშაული იქნება! თვალები გააფართოვა და ხელი მწარედ ჩამჭიდა.
-კი მაგრამ რუკი-კუნ... ამოვიკნავლე მან კი არც შეარხია ყური დიდ ოთახში ისე შემათრია, მაგიდის წინ დადგა რომელიც სავსე იყო სხვადასხვა საჭმელით რომელსაც იქ მჯდომი საზოგადოება ტკბილად მიირთმევდა ჩემს დანახვამდე.
ჯონქუქის გაფითრებული სახე არ გამომდის თვალებიდან, ისე გათეთრდა და პატარა თვალები როგორ გააფართოვა.
-რუკიი! წამოხტა უცებ და ძმისკენ გამოიხედა.
-დედა! მივარდა ქალს, მხრებში დაუწყო კოცნა ბიჭმა.
-ეს იცი ვინაა? უცებ ყველამ ჩემსკენ გამოიხედა, მე კი იმ წამს მინდოდა უჩინარი ვყოფილიყავი ან სულაც მკვდარი
-ლიზა! მუძას თანაშემწე.. ჩაილაპარაკა ხმადაბლა, ქალს კი ღია თვალები უფრო გაულამაზდა როცა ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა.
-ღმერთოო შენი გაცნობა როგორ მინდოდა!მომეხვია და ერთი ადგილი მომენტალურად გაანთავისუფლა ჩემთვის.
-რუკი! ახლა დაბნეულმა კაცმა ამოიღო ხმა
-საყვარელო..გააგრძელა ქალმა ის რომ ჩემთვის თვალიც არ მოუცილებია.
-ლიზა! მუძაკოს თანაშემწე.. თვალებით ჩემსკენ უჩვენა კაცმა კი ხელი ნელა გამომიწოდა და გაღიმებული სახით ამათვალიერა.
-არაჩვეულებრივია! ასეთი დიდი პატივი.. მადლობა! თავი დამიხარა , სკამზე მიჩვენა მომენტალურად.
დავიბენი კი არა რამის ჩავიჯვი ისე ვიყავი, ან საიდან მიცნობენ? ან რატომ მექცევიან ასე?
-ოტომო... საყვარელო! წყნარად მჯდომ,ჩუმ მაგრადდ ცოტა უცნაურ გოგონას გახედა კაცმა, გოგონამ კი თბილი ხელი თავისკენ გამომიწოდა და ლამაზი ღიმილი მაჩუქა.
-ოტომო მეი! ხელი ჩამომართვა უკან ნელა დაუბრუნდა ადგილს.
*საყვარელია*
-ჯონქუქ! გოგონას მიესალმე, ეს რა მანერებია! ამოიოხრა კაცმა ჯონქუქი კი თავსაც კი ვერ სწევდა მაღლა.
-რა იყო ძმაო? რა მოგივიდა? ჩაიცინა რუკიმ ნელა.
-დაღლილები იქნებით! რამე მიირთვი! მიჩვენა ქალმა საჭმელზე.
-არა დიდი მადლობა! რუკიმ ძალიან მთხოვა ამიტომაც გამოვყევი..
-რუუკიმ... ამოილაპარაკა ჯონქუქმა.
-დიდი ხანია მინდა შენი გაცნობა! ახლა მამაკაცმა დაიწყო.
-ღმერთო რა პატივია.. ჩავილაპარაკე ხმადაბლა და ყალბი ღიმილი მოვირგე სახეზე.
-მადლობა რომ მოხვედი! თავი დამიხარა და ჭიქა წითელი სასმელით ამივსო.
-დღეს კი ჩვენ მნიშვნელოვანი საქმის გამო შევიკრიბეთ აქ! აღარ მინდა ეს ლამაზი გოგონა ვალოდინო.. ოტომოზე უჩვენა, გოგონამ კი დახრილი თავი კიდევ უფრო ჩასწია დაბლა და საშინელი სახე მოირგო.
-ამმ საყვარლო იქნებ სხვა დროს იყოს? ქალმა ქმარს გადაუჩურჩულა როდესაც თავისი შვილის არაფრის მთქმელი თვალები და გათეთრებული კანი დაინახა, ის გამოიყურებოდა ჯონქუქი თითქოს მოკლეს და დააგდეს მაგიდაზე.
ლიზა კი, იჯდა და გვერდი გვერდ მჯდომ წყვილს  შეჰყურებდა, ისე რომ ცხვირის წვერი აეწვა მალევე.
*არ იტირო* გაიფიქრა წამიერად და თავი დაბლა ჩააგდო რომ სიტუაცია არ გაეანალიზებინა.
-ოტომო ჩვენი ოჯახის წევრი ხდება! მაინც თავისი ჩააკვეხა მოხუცმა.
ჯონქუქი მწარედ აწითლდა, წითელი მოეფინა მის სახეს, ოტომოსაც, წყნარ ლამაზ გოგონას თვალები აუწყლიანდა, რუკი კი გახარებული უყურებდა გარშემო ყველაფერს.
-გგგილოცცავთ! ხმადაბლა ვთქვი, ისე რომ ჩემი ხმაც ვერ გავიგე კარგად.
დიდ ოთახში მხოლოდ მამაკაცის როხროხი ისმოდა, რომელიც საშინელ სიწყნარეზე მაინც არ იმარჯვებდა.
-მეე.. წამოდგა ჯონქუქი ისე რომ ვიგრძენი მისი თვალები ჩემსკენ როგორ წამოვიდა მოყავისფრო თვალებში საშინელი სიბნელე და სიძულვილი ჩანდა.
-შენ რა? გააგრძელა მოხუცმა ხმადაბლა ის რომ არც ამოუხედია ზემოთ.
-თვალებში შემომხედე შე ნაბიჭვარო მოხუცო! დაიყვირა ჯონქუქმა და ჭიქა ძირს მოისროლა
-ოტომოსდა დიდი პატივისცემის და ბავშვობის მეგობრობის მიუხედავად, მე მას ცოლის არ მოვიყვან! თეთრი ნაჭერი მაგიდაზე ჩამოდო და თავი ნელა დახარა.
-ჯონქუქ ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ! თავის შვილს გააყოლა კაცმა თვალი ის რომ თვითონაც აუწია ტონს.
ბიჭი კი დიდ კარებთან დადგა მოტრიალდა და ხმამაღლა ჩაილაპარაკა.
-შენ ილაპარაკე, მე კი უბრალოდ მოგისმინე! კარი გააღო და მომენტალურად გაქრა.
საშინელი სიწყნარე ჩამოვარდა, არავინ საუბრობდა რაც უფრო დაძაბულს ხდიდა სიტუაციას.
უცებ ოტომო წამოდგა თავი ასწია და ლამაზი შავი კუნაპეტივით წვრილი თვალებით მიმოიხედა გარშემო.
-ეს საშინელი ტანსაცმელი! მომდგარ მწვანე კაბაზე დაიხედა და ხელი მოისვა.
-ეს საშინლად გადავარცხნილი
თმა! მოკლე ბიჭივით შეჭრილი თმები აიჩეჩა და შუბლზე ჩამოიყარა.
-მე ადამიანი ვარ! თოჯინა კი არა! თვალები გააფართოვა და თეთრი ტილოს მეშვეობით წითელი ღაზღაზა საცხი მოიშორა ტუჩებიდან.
-ჯონქუქი მიყვარს! მაგრამ არა როგორც ბიჭი.. არამედ როგორც ძმა და მეგობარი!
მე ბიჭებისკენ ინტერესი აღარ მიზიდავს ბიძია.. და გთხოვ ტყუილად აქ ნუღარ დამიბარებ!დიდ პატივს ვცემ თქვენს ოჯახს მაგრამ შემეცით უკვე!
კაბის ნაწილი აქვე მოიხია გოგომ მოუხერხებელი ნაბიჯის გადადგმას გამო და გაოცებულ რუკის გახედა რომელიც საჭმლის ნაწილს ვეღარ ყლაპავდა.
-ნავიჭვარი ხარ! ჯონქუქი ამას რომ მეუბნებოდა არ მჯეროდა მაგრამ, მძღნერის ბუზი ხარ!თხელი მატერია სახეში ესროლა გოგომ ბიჭს და დიდი ოთახი ბაკუნით დატოვა.
ორწუთიანი სიწყნარის შემდეგ, ნელა წამოვდექი მაგიდიდან და თავი ფრთხილად დავუხარე გაოგნებულ მშობლებს.
-სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა! მომავალ შეხვედრამდე.. გავუღიმე, ტკბილი გამომეტყველება დავუტოვე და მალევე მოვშორდი მათ დაძაბულ აურას.
-ამის დედაც! გამოვიქეცი და მათი ჭიშკარიდან ფეხი გამოვდგი თუ არა ჯონქუქი დავინახე, მანქანაში იმ გოგოსთან ერთად როგორ ჩაჯდა გაცოფებული და განადგურებული.
შევჩერდი, მას გავხედე, თითქოს მინდოდა მისვლა მაგრამ არა! არა არ გინდა! თავი გავაქნიე აქეთ იქით და ისევ შავ გაპრიალებულ მანქანას გავხედე საიდანაც ახლა უკვე ჯონქუქის მზერა შემომეგება.
მანქანის საჭეს ჩაებღაუჭა, მანქანა არ გაუმოძრავებია ადგილიდან უბრალოდ გაშეშებული მიყურებდა, თითქოს ჩემგან რაიმეს მოელოდა.
თავი ფრთხილად დავხარე და გზას გავუყევი იმის იმედით რომ მეგონა მოვიდოდა, გამაჩერებდა და მხურვალე და სველ კოცნას მაჩუქებდა მაგრამ არ უქნია...

ჩემზე გაიმარჯვე..🔞Where stories live. Discover now