ყველაფერი.. მაგრამ არაფერი

3.6K 186 174
                                    

-თქვენი შვილი? ჩავიცინე ნელა და კაცის განრისხებულ სახეს გავხედე.
-რუკი აქ არ არის! გავუღიმე და წინ გადავუდექი გაბრაზებულ მამაკაცს.
-რუკი? ჩაიცინა
-რუკიზე არც მიკითხავს..ის მხდალი პატარა ბიჭუნა სად არის მაინტერესებს! ტონს აუწია და თვალების ცეცება დაიწყო აქეთ იქით.
-მხდალი? პატარა ბიჭუნა? არ ვიცი ვიზე ამბობთ.. გავუღიმე და თავი გვერდზე გადავწიე.
-გაწრთვნილი ხარ უკვე არააა? ჩაიღიმა და ერთი ხელით მომიშორა გზიდან.
-რამდენს ბედავ? ხელით რომ მეხები? დავუყვირე და უკან დავედევნე მოხუცს.
-სად არის? მითხარი ან მომიწევს ეს სახლი თავიდან ბოლომდე ავაყირავო!
გაცოფებული მეუბნებოდა მოხუცი ძაღლი.
-ვინ? იგივე კითხვა დავუსვი გამწარებულ მამაკაცს
-ჯეონების გვარის შემარცხვენელი! ყველაზე მხდალი ნაბიჭვარი ჯეონ ჯო..
-თქვენ აქ ხართ! გავაწყვეტინე ლაპარაკი და მკაცრი ღიმილი ვაჩუქე.
-შესაძლოა ადამიანი თავის თავს ეძებდეს? ჯეონების გვარის შემარცხვენელი...ჩავიღიმე
-მხდალი ნაბიჭვარი! ისევ გავაგრძელე ღიმილით.
-თქვენ ხართ! თითი დავატკაცუნე და მის აცოფებულ მიმიკებს დავაკვირდი.
-როგორ ბედავ! ამდენს როგორ მიბედავ? ჩემსკენ წამოვიდა სანამ თითით არ შევაჩერე.
-ადამიანის არასწორ შეფასებას შეეშვით, ჯერ თქვენი თავი ვერ ამოგიცვნიათ! უკვე სიბრაზე შეერია ჩემს ტონს მის მოხუცებულ სახეს კი სიძულვილი რომელსაც ვერ იცილებდა.
-მხდალი..მხდალი ნაბიჭვარი! გააგრძელა ისევ.
-ჩემი შვილი მაინც არ იყოს.. ყვიროდა და თან იქაურობას ნელ ნელა ანადგურებდა.
-ნეტა მართლაც არ იყოს! გავაგრძელე მეც
-მისი ცხოვრება უფრო ნათელი იქნებოდა, უფრო მეტჯერ გაიღიმებდა და არ ინერვიულებდა ყოველ ნაბიჯზე! ნეტა მართლა არ იყოს!!! დავუყვირე და მის სახეს გავხედე .
-გვარის შემარცხვენელიიი? როგორ შეიძლება მასზე თქვათ გვარის შემარცხვენელი როცა ქორწინებაში მყოფ ქალს უღალატეთ და ბავშვით დაადექით თავზე? როგორ შეიძლება მას უწოდოთ მხდალი როცა ჯონქუქისთვის როგორც შვილისთვის არასდროს შეგიხედავთ? ნაბიჭვარიიიი? გავაგრძელე ყვირილი.
-ნაბიჭვარი.. მას არასდროს გაუგრძელებია ადამიანთან პრესტიჟის ან რაიმე სხვა რამის გამო ურთიერთობა.. და ამის მერე ისაა ის სიტყვები რაც ჩამოთვალეთ?
დავწყნარდი ბოლო სიტყვებზე და მის გაფართოებულ თვალებს გავხედე.
-მმმან..გითხრა? არც ერთი სიტყვა არ გაუგონია თითქოს..მხოლოდ ის მიიტანა გულთან რომ მიხვდა ვიცოდი მუძაკოს შესახებ.
-ამას რა მნიშვნელობა აქვს? მე..ამას..
სიტყვის თქმა არ დამაცადა ჩემსკენ დიდი ნაბიჯებით რომ წამოვიდა და კედელზე უმწეო გოგოსავით მიმაგდო.
-ახლა იცი რას იზავ? ჩამჩურჩულა ხმადაბლა.
-ახვალ ზემოთ,ჩაიცვამ და გაქრები აქედან სანამ ის ნაბიჭვარი მოვა გასაგებია? სახე თავისი დამჭკნარი ხელებით დამიჭირა და ჩემს პასუხს დაელოდა.
-გასაგებიაააა მეთქიიიი! ხმამაღლა დამიყვირა და სახიდან ხელები მომაშორა მხოლოდ იმის შემდეგ რაც ჩემგან ხმადაბალი "კი" მიიღო.
-წადი! ჩაილაპარაკა და ხელით მიჩვენა რაღაც.
ზემოთ სართულზე ავირბინე, ტელეფონის ძებნა დავიწყე რომ ჯონქუქისთვის მიმეწერა უკან არ დაბრუნებულიყო მაგრამ ჩემი ტელეფონი არსად არ ჩანდა..
ჯონქუქის მანქანა!!
იქ არის ღმერთოო.. როგორ დავეხმარო?
ტანსაცმელები მალევე მოვირგე და ოთახიდან ფეხის კანკალით გავედი.
-ჩემი მძღოლი გარეთ გელოდება! სახლამდე ის მიგიყვანს.
სავარძელზე ფეხი ფეხ გადადებული იჯდა და ჩემს გაფითრებულ სახეს უყურებდა.
-რაღას ელოდები? წადი! გამომხედა მალევე და ჩემს სახეს დააკვირდა.
ფეხის კანკალით გავედი გარეთ, გზას შევხედე საიდანაც იმედი მქონდა რომ ჯონქუქის მანქანა გამოჩნდებოდა, მაგრამ ის იქ არ იყო!
-დაბრძანდით ქალბატონო! მაღალმა მამაკაცმა კარი გამიღო და მანქანაზე მიმანიშნა.
-მე..მე..
-ბატონმა მიბრძანა, თუ არ დაგემორჩილება ძალით ჩასვიო! ამის გაკეთება არ მინდა.. დააყოლა მალევე და ისევ მიჩვენა მანქანაზე.
-ბოდიში! ჩავილაპარაკე ნელა და მანქანაში ჩავჯექი.
მანქანა დაიძრა, მალევე მოშორდა ხის სახლს და გადაიკარგა ხეებში..
ჯონქუქ სად ხარ?

ჩემზე გაიმარჯვე..🔞Where stories live. Discover now