მხოლოდ კლუბია?

12.4K 293 110
                                    

- დერმატოლოგი! ჩაიცინა მოლურჯო სმოკინგში ჩაცმულმა კაცმა და ჩემს მოკლე კაბას და ერთამენთზე გადადებულ ფეხებს დახედა.
-დიახ! დერმატოლოგი! ჩავიღიმე და ხელები კაბაზე დავილაგე.
-იაპონიაში, ახლა ჩამოხვედით ქალბატონო.. ხელები ზემოთ ასწია იმის საჩვენებლად რომ სახელი მეთქვა მისთვის.
-ლიზა.. ჩავიღიმე უაზროდ და მის ამაზრზენ სახეს გავხედე რომელიც ისევ იგივე "წამპლური" გამომეტყველებით მიყურებდა.
- დიდი სიამოვნებით აგიყვანდით, ყველაფერს აკმაყოფილებთ
მაგრამ..
ჩვენი სამსახურის ერთ ერთი მთავარი ფაქტორი აქ ერთ წლიანი ცხოვრების შემდეგ მუშაობაა.
რადგან ჩამოსული ხართ, მთავარი ფაქტორი უნდა შესრულდეს თორემ სხვაგვარად აქ მაღალანაზღაურებად დაწესებულებაში არავინ აგიყვანთ! ჩაახველა მამაკაცმა და ჩემს იმედგაცრუებულ სახეს დააკვირდა.
მეხუთე გასაუბრება იყო, რომლიდანაც ზუსტად იგივე პასუხი დამიბრუნეს.
- კარგი.. ჩავილაპარაკე ხმადაბლა და ჩემს პატარა ჩანთას ხელი დავავლე.
ნელა წამოვდექი ტყავის სკამიდან და ბაკუნით მივუახლოვდი ხის კარს.
- ქალბატონო ლიზა! წამოიყვირა უცებ მამაკაცმა და ჩემი ყურადღება მიიქცია.
სახეზე უაზრო ღიმილი დაეტყო, ისეთი სახე ჰქონდა ეტყობოდა რაღაც ისე   გაუხარდა როგორც არასდროს.
-დიახ ბატონო მოძაიო?! გავხედე უცებ და ჩემი გრძელი თმები სახიდან ფრთხილად მოვიშორე.
-იმისდა მიუხედავად რომ აქ სამუშაოს ვერ დაგაწყებინებთ, შემიძლია ერთ დაწესებულებაში გაგაგზავნოთ, იქ არც კვალიფიკაციას ითხოვენ არც ცხოვრების ცნობას.
გამიღიმა მან და ჩემს წარბაწეულ სახეს დააკვირდა.
-მადლობა, მაგრამ რა სამსახურია ეგეთი? ჩავილაპარაკე, მან კი ისევ იგივე ღიმილი მოირგო და უკანა ჯიბიდან სიფრიფანა ბარათი გამომიწოდა.
-ამ ნომერზე დარეკე თუ მოინდომებ! არც ანაზღაურებაა ცუდი და არც ისეთი დატვირთვა. ჩაიღიმა და ხელებში მომითავსა ქაღალდი.
-მადლობა.. გავიღიმე უცებ და მამაკაცს თავი ნელა დავუხარე.
დიდი შენობიდან თავაწეული გამოვედი, მოყვითალო მანქანას ხელი ავუწიე და სახლის მისამართი დაღვრემილი სახით ვუთხარი.
ორი კვირა შესრულდა რაც იაპონიაში ჩამოვედი, ახალი სამსახურისთვის და ახალი ცხოვრებისთვის აქ კი სულ სხვა სიტუაცია დამხვდა..
ერთი წელი იმისთვის რომ ვიმუშაო?
ღმერთო რა დიდი დროა..
ჩემი ფული მაქსიმუმ ერთი თვე მეყოს!
სახლი?
სახლიც ნაქირავები მაქვს!
მოვკვდები!
გავიფიქრე და აკანკალებული ხელები თავზე დავილაგე.
მოკუჭულ ბარათს დავხედე, და სახელი ხმადაბლა ამოვიკითხე.
მიცუკო სან (ბატონი მიცუკო)
თვალები ავატრიალე, და ბარათი ჩანთაში ჩავიდე.
რამდენიმე წუთში მივედი სახლში, მძღოლს მადლობა გადავუხადე და დამსახურებული ფული გადავუხადე.
სახლში კი დაღლილი და ძალიან იმედგაცრუებული შევედი.
ფეხსაცმელი დავიძრე და იქვე მივყარე, მოყავისფრო კოსტუმი ტანიდან მოვიშორე, კაბა ჩავიხადე და თბილ ლოგინში ჩავწექი სადაც ისე დამეძინა მე თვითონაც ვერ გავაანალიზე.

ჩემზე გაიმარჯვე..🔞Onde as histórias ganham vida. Descobre agora