5. არასდროს დანებდე...

624 44 4
                                    


    დილა საკმაოდ კარგად დაიწყო, რადგან მზის სხივმა გამაღვიძა მე კი ჩემებური წიკები მჭირს, თუ მზის სხივი დამეცემა სახეზე და ისე გავიღვიძებ, მაშინ საუკეთესო დღე მექნება, თუ უბრალოდ გარეთაა  მზიანი ამინდი კარგი დღე  და თუ წვიმაა ან მოღრუბლული, მაშინ ცუდი.
    ასე, რომ დღეს მთელიდღე კარგ გუნებაზე ვიქნები. გავემზადე, ჩავიტარე დილის რუტინა, სანამ ლექციაზე შევიდოდი Starbucks-ში გავიარე ვიყიდე pink drink-ი და გზას გავუდექი, ჩაფიქრებული ვიყავი, გვერძე მანქანა რო გამიჩერდა.
    - ჩაჯექი, მიგიყვან - მითხრა სანდრომ.
     დავინახე უკან ელენე რომ იჯდა და დავთანხმდი, ჩემგან რა მიდიოდა, ავტობუსში ჭყლეტვას მაინც მერჩივნა.
       2 საათი გაგრძელდა ლექცია, საშინლად დავიღალე, გართობა მომინდა და ელენეს შევთავაზე სადმე წავსულიყავით. დამთანხმდა რის შემდეგაც ბევრი ვიფიქრეთ ადგილზე  და გადაწყდა, კარაოკე ბარი, სადაც გლანდები ამოვიგდეთ. ცოტახანში სანდრომ დარეკა სად ხართო, ელენემაც უთხრა მისამართი და ისიც მოვიდა, ერთად ვიყროყინეთ სამივემ, მერე მათთან წავედით სახლში, სადაც სანდროს ძმაკაცები მოვიდნენ და გადაწყვიტეს სიმართლე თუ მოქმედება გვეთამაშა. არ მქონდა არაფერი საწინააღმდეგო ასე, რომ დავთანხმდი.
    ბოთლი ტრიალებს, ყველა ნერვიულობს, ზოგი თითებს იმტვრევს, ზოგი ტუჩებს აწვალებს, ზოგიც დაძაბული სუნთქვს.
     დრო მოდის ბოთლმა, ვინმე გაწიროს, რომ ელენეზე და სანდროს ძმაკაც ბექაზე შეარჩია  არჩევანი.
   - სიმართლე თუ მოქმედება? - შეეკითხა, ელენე ბექას
  - სიმართლე. - ბექა.
  - რომელს გაგვწირავდი ეხლა, 1000 000 -ის სანაცვლოდ?
   - შენ, პატარავ - უთხრა ბექამ და არგუმენტიც მოუყვანა - ასეთი დებილური კითხვის გამო.
     სანდრომ, ცოტა არასასიამოვნო სახე მიიღო, მაგრამ გაატარა, ბოთლმა ბევრი მათგანი გაიარა, ბოლოს კიი სანდრო და ბექა ამოვიდნენ.
     - სიმართლე თუ მოქმედება?-კითხა სანდროს ბექამ.
     - მოქმედება - აირჩია სანდრომ.
     - გაიხადე - უთხრა კმაყოფილი სახით ბექამ.
      სანდრომაც არ დააყოვნა, თამაში კი საცვლის ამარა განაგრძო, საკმაოდ სექსუალურად გამოიყურებოდა.
     ბოლოს, ყველა რომ დავიღალეთ ნელ-ნელა ბავშვებმა დაშლა დაიწყეს, მარტო მე და ბექა დავრჩით და ბოლოს გადავწყვიტეთ ჩვენც წავსულიყავით. სახლამდე მან მომაცილა.
     იმ საღამოს კარგი დრო, გავატარე, მაგრამ მეორე დღეს ადრე უნდა ავმდგარიყავი, ამიტომ მალევე დავიძინე.
     დილას წვიმდა, ანუ ცუდი დღე მექნებოდა ჩვიცვი ის რაც ხელში მომხვდა და უნიში წავედი.
    დღეს ელენე არ იყო, ამიტომ მოსაკითხად დავურეკე. ყურმილი სანდრომ აიღო, ცუდი ხმა ქონდა და ცოტა შემეშინდა, რომ ვკითხე რა მოხდა თქო, მითხრა რომ ელენე საავადმყოფოში იყო და მაშინვე მათთან წავედი.
   იქ მტირალი სანდრო დამხვდა პირველად ვნახე ასეთი მოწყენილი და გული დამეწვა, მასში იმ მომენტში დავინახე პატარა უმწეო  ბავშვი, რომელიც შველას ითხოვდა. მივედი გვერძე ჩვუცუცქდი და ვეცადე დამემშვიდებინა.
   ცოტახანში გამომხედა თავისი დასიებული თფლისფერი თვალრბით და დაიწყო იმის მოყოლა თუ რა მოხდა.
  - იცი, ელენე ერთდერთია ვინც გამჩნია, დედა მაშინ დაიღუპა როცა 3 წლის იყო, მამა კი 4 წლის მერე ნერვიულობამ იმსხვერპლა. ფაქტიურად ის მე გავზარდე, მე ვასწავლე ცხოვრება, მას თანდაყოლილი დაავადება აქვს, რომელზეც მაშინ თქვეს ექიმებმა არ ინკურნებაო, როცა 1 წლის იყო და მხოლოდ 19 წლამდე გასტანსო. ამდენი წლების მანძილზე ვცდილობდი არ დამეკარგა, მოვატარე მთელი მსოფლიოს ექიმები. ვისთანაც არ უნდა მივსულიყავი ყველას ერთიდაიგივე ეკერა პირზე, რაც  საშინლად მაღიზიანებდა, მაგრამ მოხდა ისე რომ იგი 19 წელს გადასცდა, ეს ძალიან მახარებდა, ამ ბოლდროს არაფერი აწუხებდა, ჩიტივით იყო. არ ვიცი გუშინ რა მოხდა რა დაემართა, არ მინდა მისი დაკარგვა. ნიცა არა, ამას ვეღარ გადავიტან - დაასრულა წინადადება თუ არა ცრემლები ღაპაღუპით წამომივიდა. შემეცოდა სანდრო, მართლა სიგიჟემდე უყვარდა თავისი დაიკო.
   მთელი დღე იქ ვიყავი. ცოტახანში ექიმიც გამოჩნდა და თქვა, რომ ელენე კომაში იყო და ერთ კვირაში თუ არ გაიღვიძებდა, აღრაფერი ეშველობოდა. არ ვიცოდი რა მექნა, სანდრო იტანჯებიდა, მე კი ვერაფრით ვშველოდი.
  ის ერთი კვირა
სულ მის გვერდით ვიყავი და დადგა დრო, როცა ექიმი გამოდის და გავტყობინებს, რომ ელენე აღარ არის და დაგვტოვა, ამ სიტყვებმა სანდრო ჩაკეცა მუხლებში და არაამქვეყნიური ხმით იღრიალა, მეც ტირილი დავიწყე მას ასეთს, რომ ვხედავდი მე კი ვერაფრით ვეხმარებოდი  შინაგანად ვლპებოდი, ჩემს თვზე მეშლებოდა ნერვები, რომ ვერაფერს ვაკეთებდი.
   იმ დღის მერე სანდრო განადგურებული იყო, ელენე რომ მიწას მივაბარეთ, სანდრი თავისთავში ჩიკეტა აღარავის ესაუბრებოდა, ვიფიქრე დიდი სტრესი გადაიტანა და ცოტახანი თვისთავთან მარტო დავტოვებ, რომ გაერკვიოს ყველაფერში და აზრზე მოვიდეს თქო,  მაგარამ ამ ყველაფერმა დაახლოებით 3 თვე გასტანა, დავიღლე იმის ყურებით როგორ წირავდა თავითავს ასე უბრალოდ, როგირ ნებდებოდა და ადგომასაც აღარ ცდილობდა როცა დაეცა, ამაზე საშინლად ნერვები მეშლებოდა ამიტომ საკმაოდ დიდხანს ვიფიქრე და დრო მოვიდა ავუხსნა ყველაფერი, მასთან  მივედი ბომჟივით გამოიყურებოდა, სახლიც საშინელ დღეში იყო, რის გამოც აღარ დავაყოვნე და ამოვანთხიე ერთიანად ყველაფერი რასაც ვფიქრობდი
   - სანდრო, არ შემიძლია ასეთს რომ გიყურებ, გულიმტკივა, ძველი სანდრო მენატრება რომელმაც სიტყვა დანებება არ იცოდა რას ნიშნავდა, მუდამ წინ, რომ დადიოდა და აწმყოთი ცხოვრობდა, მომავლის იმედი  ჰქონდა და ცხოვრების გაგრძელების არ ეშინოდა, მენატრება ბიჭი, რომელიც მუდამ ფორმაში იყო, თავისი სიღრმისეული თაფლისფერი თვალებით რომ ბრწყინავდა, შენ გგონია კარფად იქცევი, ეხლა ბომჟივით რომ გამოიყურები? გგონია ამით ღმერთს პროტესტს უცხადებ? არა, სანდრო არა ამით მხოლოდ შენს თავს იზარალებ, სხვას არავის, ვის არ მოსვლია ასეთი რამ, ხალხს მთელი ოჯახი ერთად დაუკარგავს, მაგრამ შენსავით არ დაცემულა მე ძლიერი მეგონე. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ძლიერი კი არა ლაჩარი ხარ და მეტი არაფერი, დამიჯერე ელენეს ესეთი რომ ენახე, დამუნჯდებოდა სიმწრისგან ხმას ვერ ამოიღებდა, ასეთი საქციელით შენ ელენეს პატივს ვერ ცემ, პირიქით გაანადგურებ, ბოლოსდაბოლოს ჭკვიანი მეგონე, მეგონა უბრალოდ ცოტახანი საკუთარ თავთან მარტო დარჩენა გჭირდებოდა, მაგრამ არა და აი ამ წამიდან თუ არ ადექი და არ დამიბრუნე ძველი სანდრო, აი არ ვიცი შეიძლება გავრეკო და უფრო მალე მოგისპო სიცოცხლე ვიდრე შენი ჭკუით შენ ასწრაფებ, ელენეს გამო ადექი მოწესრიგდი და ქვემოთ ჩამოდი გთხოვ და არასდროს დაგავიწყდეს ეხლა რასაც გეტყვი დაიმახსოვრე, რომ "გუშინდელი დღე ისტორიაა, ხვალინდელი დღე საიდუმლო, დღევანდელი დღე კი საჩუქარი, აი ამიტომ ეძახიან მას აწმყოს"-დავასრულე თუ არა სათქმელი დაბლა ჩვედი 15 წუთი ველოდე ნაბიჯების ხმა ისმის და ღმერთს მადლობა ძველი სანდრო დავინახე, ბოლომდე ისეთი არ იყო მაგრამ დროთა განმალობაში ყველაფერი თავისადგილს დაუბრუნდება.
  დავინახე ის თუ არა ჩემი გული გაბრწყინდა, მეგონა ხელახლა დავიბადე, ეხლა ვეცადე სახლი მიმელაგებინა. მივალაგე, ყველაფერი დავაწკრიალე და დავპირდი რომ ხვალ გამოვუვლიდი და გარეთ თუ არ გამომყვებოდა ეკლიანი ჯოხით გავაგდებდი.
  სახლში, რომ მივედი ცოტა მშვიდად დავიძინე, რადგან ვიცოდი სანდრო ოდნავთი გონს მოეგო ასე, რომ ისე ძაან აღარ მეშინიდა მისი დაკარგვის ვიდრე გუშინ.
  
 
  
 

 

I Fell in Love 💖🔐🤞-შემიყვარდა💖🔐🤞Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ