8. მგონი გავგიჟდი..

472 38 8
                                    

ასე, რომ ყველას, რომ დაეძინა, ლუკას ძლივს ავცილდი რომ არ გაღვიძებოდა, კარვიდან გამოვედი შევამოწმე ყველას ეძინა დაააა....
  
სანდრო ალბათ მესამე სიზმარს ხედავდა უკვე, ლუკა როგორც იცით ხვრინავდა, ხოლო თიკას კი საკმაოდ ღრმად ეძინა ასე, რომ შურისძიების და გართობის შანსები კი არ გამიორმაგადა, არამედ გამისმმაგდა.
  ასე,რომ რაც ხელში მომხვდა:თოკი, წყალი  და ნებისმიერი ნივთი თან წავიღე, რა დროსაც  უცებ, ტყეში, დავინახე სკუნსი. ასე, რომ მე ტყუილად კი არ ვარ ნიცა, რომ ის საყვარელი, ცხოველი რამეში არ გამომეყენებინა.
  გავხსენი კარავი, სკუნსი შევიყვანე შიგნით, წყალი მოვასხი მთლიანად კარავში და კარი ღია დავუტოვე, ღმერთო ნეტა როდის გათენდებაა.
   დილას ტკბილი ძილი სასწაულმა ყვირილმა დამიფრთხო, მაშინვე მივხვდი რაც ხდებოდა, ვეღარ მოვითბინე და პიჟამოების ამარა გავედი გარეთ,  "მგონი ზედმეტი მომივიდა" - გავიფიქრე, რადგან თიკას, რომ შევხედე თმები და სახე საშინელ მდგომარეობაში ჰქონდა, კარავში კი ისეთი სუნი იდგა ადამიანი მტერსაც არ შეუშვებდა შიგნით, სხვათაშორის დილას მხოლოდ სკუნსი კი არა ციყვები და მტრედებიც შიგნი იყვნენ და სწორედაც თიკას სახეც მათი  სკლინტით იყო შელამაზებული.
ესეთი სიბოროტე აქამდე არ მქონდა ჩადენილი, იმდენი ვიცინე ფილტვები ლამის გამისკდა, არა რა ხანდახან ზედმეტი არ იქნება ესეთი გართობა.
   იმ წუთიდან თიკა იქ აღარ გაჩერებულა და ქალაქში დაბრუნდა, სანდროსთან ერთად. საერთოდაც არ ვიყავი კმაყოფილი იმ ამბით, რომ სანდრომ წაიყვანა, მაგრამ მთავარია ჩემი გულის ჭია გავახარე.
  მე და ლუკა იქ დავრჩით ავიღეთ კარვები, ჩავალაგეთ ნივთები და გზაში რომ ვიყავით ლუკამ დაარღვია სამარისებრი სიჩუმე.
  - ნეტა, კარვის კარი ღია როგორ დარჩა რა საინტერესოა?! - თითქოს რაღაცას ხვდებოდა, მაგრამ პირდაპირ კი არ მეუბნებოდა, არამედ ნამიოკებს მირტყავდა.
  - აჰამ, მართლაც საინტერესოა, დებილი გოგოა-  ვეცადე ისე მეთქვა, რომ არ შემემჩნია რაიმე თან დავამატე- რაიყო ასე რატომ განაღვლრბს მისი ამბავი? - ვუთხარი, ვითომ ვიეჭვიანე.
   - რავი, უბრალოდ შემეცოდა, მაგრამ  თითქოს და ვხვდები ვინც გაუკეთა-მითხრა დაეჭვებით.
   გავიგე თუ არა ეს სიტყვები, გულს ბაგა-ბუგი გაუდიოიდა, მაგრამ არა შიშისგან, შემრცხვა, კითხვა რომ დაესვა, რატომ გააკეთეო, პასუხს ვერ გავცემდი, რადგან მე თვითონაც არ ვიცოდი რაში მჭირდებოდა, ამის გაკეთება.
  - ვინ? - კითხვა ისე დავუსვი, თითქოს ძაან მაინტერესებდა.
   - სანდრომ-მითხრა დარწმუნებული სახით.
  ცოტა გულზე მომეშვა, მაგრამ არც ის მინდოდა, სანდროს დაბრალებოდა რამე ამიტომაც ლუკას პასიხი, ამგვარად დავუბრუნე.
  - იცი, არამგონია, სანდროს ჩაედინა ეს, რადგან ვერ ხედავ მოსწონს? - ჩემივე სიტყვებზე მომეშალა ნერვები, ღმერთო რამ წამომაროშინა ეს სისულელე -              -ვფიქრობ, თიკას სანდროს ყურადღების მიქცევა სურდა და ამიტომაც თვითონ მოაწყო ეს კონცერტი- "ამდენად ბოროტი თუ ვიყავი აღრ მეგონა" გავიფიქრე.           ყველაფერი თიკას გადავაბრალე  და მერე მივხვდი რაც ჩავიდინე, როცა ლუკამ პასუხი დამიბრუნა.
  - არამგონია, თიკას თვისთავი ასე ძლიერ გაემეტებინა. ამიტომაც  მეეჭვება, უბრალოდ სანდროს ყურადღების გამო, გაგუდულიყო სკუნსის აყროლებული სუნით, კარვის კარი ღია დაეტოვებინა და მტრედების სკლინტით შეელამაზებინა სახე, ერთი სიტყვით არამგონია ასე მოქცეულიყო.
  ამ სიტყვების, მერე კი ხმა აღარ ამოგვიღია, მთელი გზა ჩუმად გავიარეთ ლუკა გზას უყურებდა, მე კი ღრმა ფიქრებში გადავეშვი და ჩემი თავით ვამაყობდი. რა ვქნა არ მომწონდა თიკა, სანდროსთან ერთად რომ იყო და ყველაფერს გავაკეთებდი, ისინი რომ დამეშორებინა, ვითომდა რა ესაქმებოდა მასთან, სანდროს მძიმე პერიოდშიც კი არ იყო მის გვერდით, უცებ გამოჩნდა მის ცხოვრებაში და თავგზა აუბნია.
   სანდროს pov.
ღმერთო ჩემო, ეს გოგო ან ძაან გიჟია ან ძაან სულელი. ზუსტად ვიცი ნიცამ მოაწყო ეს ყველაფერი, რა უნდა ვერ გამიგია რას ერჩის ამ საწყალ გოგოს, რატომ ეზიზღება ასე ძაან, რა დაუშავა, მაგრამ ერთ მხრივ კარგი აზრი მომაწოდა ლუკასთვის - გავიფიქრე ეს სიტყვები და უცებ დავბრუნდი რეალობაში "რეებს ფიქრობ, შენ ხო არ გაუბერე ბიჭო, ნიცა გიჟია შენც ხო არ გინდა გაგიჟდე, მთლად გასულელდი?" - შემოვძახე ჩემს თავს, მაგრამ მოდი ვაღიაროთ კარგი შურისძიება კი გამოუვიდა, ღმერთო რა საყვარელია.
    ნიცას pov
  როგორც იქნა, ჩამოვედით ლუკა მომეხმარა ნივთების გადმოლაგებაში. ერთი საათი დარჩა, ვჭამეთ, მერე კინოს ვუყურეთ და რომ წავიდა გული აღარ მიჩერდებოდა, მაინტერესებდა თიკა სანდროსთან ერთად იყო კიდე, არ მიატოვა მისმა თეთრ რაშზე ამხედრებულმა პრინცმა😑😕 (ირონია) თუ წავიდა, ასე, რომ მაშინვე გადავრეკე, თიკასთნ მოვიკითხე (ვითომდა ისე მანაღვლებდა ეხა როგორ იყო რა😕) და ნელ-ნელა საუბარი შევაპარე სანდროზე და რაც გავიგე მხოლოდ ის არის რომ მის გვერდით არ იყო იმ წუთებში, ამ პასუხმაც დამაკმაყოფილა, რადგან მე მხოლოდ ეს მაინტერესებდა და პასუხიც მივიღე ჩემს კითხვაზე.
  სხვათშორის დიდი დრო არ იყო გასული კარზე კაკუნი გავიგე და სანდრო იყო, შემოვიდა თუ არა ჩხუბი დამიწყო.
  - გოგო შენ ძაან ხო არ აფრენ? რაში გჭირდებოდა მისი ასე გაწირვა, რას ერჩი ამ საწყალ გოგოს?
  - და საიდან მოიტანე, რომ მე გავუკეთე, საერთოდაც იცი რა ძაან არა ცოტა ვაფრენ და ეგ თვითონ ჩაიდინა, შენი ყურადღება რომ მიექცია - ისევ მოვიტყუე და სლოკინმა გამცა, რადგან სანდრომ იცოდა, რასაც ნიშნავდა ეს.
   - აბა კი, მაგ სიტყვების ისე მჯერა ეხა, რომ მითხრა მთვარეზე სახლი გიყიდეო. ხო იცი ჩემზე კარგად არავინ გიცნობს და ვხვდები როდის მატყუებ და როდის არა, აი უბრლოდ გამეცი პასუხი რატომ გააკეთე ეს? - და დასვა ის კითხვა რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა.
  - არ ვიცი, ალბათ გართობა მომინდა და მაგიტომ.
  - გოგოოო ნუ მაგიჟებ, მაგას გართობას ეძახი? ადამიანი რა დღეში ჩააგდე, შენ მართლა ფსიქოპატი ხარ? ერთი წამოდი ფსიქიატრს უნდა გაგაშინჯო, ხო ჯანმრთელად ხარ.
   - აუუ, რა გინდა სანდრო, ეგრე ძაან თუ განაღვლებს ეგ გოგო, რატომ არ ეტყვი რომ გიყვარს? - საშინლად გავბრაზდი, რადგან არ მოველოდი, მისგან ასეთ ტონს.
   - იცი რა მართალი ხარ, ეხლავე წავალ და ავუხსნი სიყვარულსაც, ვარდებსაც მივუტან, გავასეირნებ კიდეც და მალე ხელსაც ვთხოვ, შენ მაინც ლუკასთან აპირებ მთელი ცხოვრება გატარებას.
  - ზუსტადაც, ის ძაან გამგებიანია, შენსავით არ მიყვირის უაზრობებზე და იცი რა, წადი და თუ გინდა დღესვე სთხოვე ხელი, საერთოდაც არ მანაღვლებს. - ვთქვი ეს სიტყვები და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.
  - ჩემზე გამგებიანია ხო? რამის მოყოლა რომ დაგჭირდება მე აღარ მომაკითხო, შენმა ოცნების ბიჭმა გაგიგოს, დაგარიგოს და დაგანშვიდოს.
   - აუუუ, თავი დამანებე რა და ნუღა მელაპარაკები. - ვეღარ გავუძელი და ვიტირე.
   -  რა გატირებს გოგო? - მკითხა, ვითომ არ აინტერესებდა.
   - რა შენი საქმეა, მეხომ გიჟი ვარ და შენს სატრფოს ხო ცუდად მოვექეცი.
    - კაი, რაა ნიცაა, რეებს სულელობ, მოდი აქ-ცადა ჩამხუტებოდა, მაგრამ ხელი ვკარი. - ეგრე ხო?! ეხლავე წავალ და ეხლავე ავუხსნი თიკას სიყვარულს.
   - წადი. - ვუთხარი და დავეჯღანე.
   - მივდივარ. - გამომეპასუხა და თვითონაც დამეჯღანა.
   - ხო და წადი. - გავჯიუტდი.
   - ხო და მივდივარ - არც თვითონ დააკლო.
    ესე გავაგრძელეთ სანამ კარამდე არ მიაღწია.
    ცოტახანი გადის და თიკა მირეკავს.
     - ვერ დაიჯერებ რა მოხდა- საშინლად გახარებული იყო. ვხვდებოდი რაც ხდებოდა და სანდროს გაგლეჯვა მინდოდა.
   - რა მოხდა?- ვკითხე გაკვირვებით. (სხვათაშორის კარგი მსახიობი ვარ)
     - სანდრომ, სიყვარული ამიხსნა- ყვიროდა სიხარულისგან - და მეც დავთანხმდი.
   - ღმერთო რა მაგარიაა გილოცავვ (სიყვარული აგიხსნა და ჭირი შენ) - მივულოცე და ლამის იმ თმებში ვწვდი.
    - კაი მიდი წავედი, უბრალოდ მინდოდა, შენთვის მეთქვა და გამეზიარებინა, ჩემი ემოციები.
    - კაი მიდი. - დავემშვიდობე, ყურმილი დავკიდე და ბოლო ხმაზე ვიწივლე.
    ამის მერე ისე მქონდა ნერვები მოშლილი, რომ მთელი ღმე ვერ დავიძინე, რას ამბობ რა ეხა, ვითომ ძაან მაინტერესებდა იმ გომბეშოს გრძნობები, სხვა ვინმე ვერ იპოვა, თვისი ემოციების გასაზიარებლად?! 😡😠
 
   
  
თქვენ ხო არ იცით რეები გელოდებათ კიდეე🤭🤭🤫👌🤐🤐
  

I Fell in Love 💖🔐🤞-შემიყვარდა💖🔐🤞Where stories live. Discover now