1)

324 7 1
                                    

სესილია:

საერთოდ როდესაც, სესილიათი მომმართავენ არ მომწონს, მირჩევნია სესი დამიძახონ. განსაკუთრებით ესპანეთში ეს სახელი ძალიანაა გავრცელებული და ყველასგან განსაკუთრებული რომ ვყოფილიყავი, ყველას გავაცანი თავი ისე, როგორც ჩემი მეგობრები და ოჯახი მეძახის:სესი. ხო, კიდევ ვცხოვრობ ესპანეთის დედაქალაქ, მადრიდში და ხვალ მიწევს ვალენსიაში გადასვლა ოჯახური პრობლემების გამო. ვნერვიულობ. საერთოდ როდესაც ესპანეთში გადმოვედი, 13 წლის ვიყავი. ძალიან დავისტრესე, როდესაც პირველად საზღვარგარეთ საქართველოდან ესპანეთში გადმოვედი. თუმცა მალევე შევეჩვიე აქაურობას, სკოლას, ახალ ხალხს და ენის შეჩვევაც არ გამჭირვებია. მაგრამ ახლა მიწევს დაახლოებით იგივეს განმეორება. ვალენსიაში არის ორი ოფიციალური ენა: ესპანური და ვალენსიური. ვალენსიური არვიცი და როგორც გავიგე ესპანურს დიდად არც გავს. იმედია ყველაფრის მიუხედავად კარგად დაიწყება ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი.

*ხვალინდელი დღე*

იქიდან გამომდინარე რომ ტანსაცმელები უკვე ჩემოდნებში ჩალაგებული გვქონდა და ჩემი ლუქი წინა დღეს ავარჩიე, დიდი დრო არ წაურთმევია ჩემთვის გამზადებას.
ტანის გამოსაკვეთად ტოპი და შორტები ჩავიცვი. თეთრი კანის ქონის გამო ტონალური წავისვი. მწვანე თვალებს ჩრდილები და დანამატები არ სჭირდება, ამიტომ მხოლოდ ქვედა ქუთუთოზე დავიფარე შავი წრეები. თაფლისფერი, ხვეული თმა ავიწიე და ჩავედი ქვევით. ქვემოთ ჩემი და ანისია უკვე გამზადებული თავისი ჩემოდნებით დამხვდა, მზად იყო ჩამჯდარიყო მანქანაში. დიდხანს მეც აღარ დავაყოვნე და ჩავედი. აეროპორტში მოვაგვარეთ საბუთები და ჩავსხედით თვითმფრინავში. მთელი გზა ვფიქრობდი ჩემს ახალ ცხოვრებაზე, სრულიად ახალ ქალაქში.

ალექსანდრე:

ვალენსიაში ცხოვრების განმავლობაში ალექსანდრეს ანუ სრულ სახელს არავინ მეძახის, შემოკლებით ალექსს მეძახიან. დიდად არ მომწონს შემოკლებული ვერსია, თუმცა რამოდენიმე ზედმეტსახელს, რომელიც ჩემმა მეგობრებმა შემარქვეს ნამდვილად მირჩევნია. დავიბადე და გავიზარდე ვალენსიაში, აქედან გამომდინარე ერთადერთი ქართველი მეგობარი ჩემი სკოლელი და უკვე კურსელი ანდრიაა. როდესაც მარტოები ვართ ქართულად ვლაპარაკობთ. აქაურ მეგობრებს რაც შეეხება, ძალიან ბევრნი არიან, თუმცა გამოვარჩევ ორს( ბიჭებს გამორჩევა არ სჩვევიათ, თუმცა ყველას ყავს მეგობარი რომელთანაც ყველაზე ბედნიერად გრძნობს თავს) ჯაუმე და ნიკოლასი არის ის ორი ჩემთვის. ყველაზე კარგად ეს სამი ადამიანი მიცნობს. მე-9 კლასიდან მოყოლებული შეჩვეული ვარ, ძალიან დიდ ყურადღებას გოგოებისგან. მიყვარს ღამის ცხოვრება. სულ გავდივარ მეგობრებთან ერთად და დილით ხან სად, ხან კიდევ ვისთან ვიღვიძებ. როგორც მიხვდით შეყვარებული არ მყავს, არც ვაპირებ ჯერ, მომწონს ის ცხოვრება რომლითაც ვცხოვრობ.

______________________________________
იმედია მოგეწონათ, შემდეგი ნაწილიც მალევე გამოვა. შევცდები სულ მალ-მალე ავტვირთო თავები. როდესაც ამ ამბავზე ვუამბე ჩემს მეგობრებს მითხრეს რატომ მაინც და მაინც ესპანეთი? მეც 13 წლის ასაკში გადმოვედი ესპანეთში, თუმცა ვალენსიაში და არა სესილიასავით მადრიდში😅

სამი პატარა სიტყვა (მე ორსულად ვარ)Where stories live. Discover now