10)

121 6 0
                                    

სესილია:

დავიძარით თუარა ვიგრძენი მისი მზერა რომ არ მომშორებია. მისკენ არ ვიხედებოდი, მინდოდა მანამდე მაინც დავრჩენილიყავი გაბრაზებული სანამ სიმართლეს არ გავიგებდი. ეს გავიფიქრე თუარა რამდენიმე კითხვა ამომიტივტივდა თავში. საერთოდ რა უფლება მაქ რომ გავბრაზდე? ადამიანმა რომელმაც ამდენი რამე გააკეთა ჩემთვის მასზე ასე უბრალოდ გაბრაზება არ არის სწორი. ან საერთოდ ვინ ვარ მისთვის? მხოლოდ იმიტომ რომ ბავშვის გამო ვქორწინდებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე უფლება მაქ რამის გაკეთება დავუშალო. თან სავარაუდოდ ჩვენი ქორწინება არაფერს შეცვლის მის ცხოვრებაში. ბეჭედს მოიხსნის და ისე შევა ღამის კლუბში და გაერთობა 7 გოგონასთან ერთად. 

ალბათ შემამჩნია რომ მოვიწყინე და გადაწყვიტა დიალოგი მას დაეწყო.

-რაზე ჩაფიქრდი, ასე რომ მოიღუშე?

-გითხრა?

-აბა რაუნდა ქნა.

-ოჰჰ, აღარ გეტყვი ვაფშე რა.

მისი ეს სარკაზმი კიდევ უფრო მიშლიდა ნერვებს.

-კაი ხო ბოდიში. მითხარი რა ხდება.

-იმ მირეიამ მომიშალა ნერვები.

-რატო, რა გითხრა ასეთი?

-ნუუ, მოკლედ... აუ...

-სესილი თქვი რა მოხდა.

უცებ დაატორმუზა.

-ისე მაგრძონიბა თავი თითქოს საკმარისად კარგი ასისტენტი არ ვიყავი.

-და როარ ხარ?

-აუ ვსო გადავდივარ მე.

მანქანის კარების გაღება დავიწყე, თვითონ კი ჩემკენ გადმოიხარა, კარები დაკეტა, ისე ახლოს იყო მზად ვიყავი მხოლოდ ერთი შეხებისთვის ყველაფერი გამეკეთებინა, თუმცა მალევე გასწორდა, ხელზე ხელი მომკიდა და გააგრძელა ლაპარაკი.

-ის ვიგულისხმე რომ ჩემი ასისტენტი არ ხარ.

-ხოდა ვიქნები ამიერიდან.

სამი პატარა სიტყვა (მე ორსულად ვარ)Where stories live. Discover now