3)

170 4 1
                                    

სესილია:

უკვე თვე გავიდა რაც ვალენსიაში გადმოვედი. ყველაფერი იდეალურად მიდის, სხვა კურსელებსაც დავუმეგობრდი და სწავლის საქმეც კარგადაა. იმ ორ ბიჭ ქართველ კურსელებზე ლაიამ მირჩია, რომ მათგან თავი შორს დამეჭირა, რადგან პარტნიორებს საცვლებზე სწრაფად  იცვლიდნენ და ახლაც ასე აკეთებენ. ახლა ლექციაზე ვზივარ, ცოტა მოვიწყინესავით, მომბეზრდა აქ ყოფნა, მეოთხე ლექციაა დღეს. არვიცი ალბათ იგრძნო ლაიამ რომ ჩემს ხასიათთან რაღაცეები ვერ იყო კარგად და გადმომჩურჩულა:

-კიდე ნახევარი საათი დარჩა
-ვიცი
-გაუძელი და საღამოს სადმე გავიდეთ, მე ვკისრულობ
-ოჰო, ეგრე თუა ნახევარს კიარა 1 საათს გავუძლებ.

როდესაც ლაია ასე ლაპარაკობდა ვიცოდი რომ ეს უბრალოდ გოგოშკური გასეირნება და ლაპარაკი არ იყო. კლუბში მივდიოდით და ვერთობოდით, ვცეკვავდით და სულ ცოტას ვსვამდით. დრო როგორმე უნდა გამეყვანა ამიტომ ლუქზე ფიქრს შევუდექი, თუ რას ჩავიცმევდი დღეს საღამოს გასართობად.

*10:17*

ლაია უკვე გამზადებულია, ჩემს ოთახში საწოლზე წევს და ინსტაგრამს სქროლავს. მე კიდევ ლუქს ვარჩევდი.

-ის მაინც მითხარი სად მივდივართ, რომ შესაბამისად ჩავიცვა.
-ეგ სიურპრიზია, უბრალოდ რამე საყვარელი კაბა ჩაიცვი, რაც მოგიხდება.
-მე ყველაფერი მიხდება.
-ეგ უკვე შენი პრობლემაა, სიყვარულო.

ხო ლაია ასე ერთობა, წვალებით. განსაკუთრებით კარგ ხასიათზე ჩემი წვალება აყენებს.
ნუ ბოლოს მაინც, შავი, ტანზე ლამაზად მომდგარი, მოკლე კაბა ჩავიცვი. ჩემს ტანს კარგად გამოკვეთდა, თან ზურგზე ლამაზი შავი დეტალები ქონდა. ბრეტელებიანი იყო, ამიტომაც გადავწყიტე, რომ ტყავის ჟაკეტი მომეცვა ზემოდან. მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, შავ ქუსლიანებზე შემოვდექი, თეთრი ჩანთა ავიღე და წავედით.
  ნუ არც გამკვირვებია, როდესაც რომელიღაც კლუბში მოვედით. საკმაოდ ცნობილ კლუბში. როგორც კი შიგნით შევედით, სიგარეტის და ალკოჰოლის სუნი მოხვდა ჩემს ცხვირს. დიდად არ მესიამოვნა თუმცა შევედი. ლაიამ ეშმაკურად გამიღიმა.

- დღეს რადგანაც პარასკევია, ხვალ კიდევ ლექციები არ გვაქვს... მოდი ბოლომდე, სადამდეც შეგვეძლება იქამდე დავლიოთ. (ლაია)
- ამას ასე უბრალოდ მეუბნები?
- ეს შენ არ გიყვარს შელამაზებები და შესავლები, თორემ შემიძლია თავიდან გითხრა შესავლით და შელამაზებული.
- კაი ხო
-კაი ხო რომელზე?
-ორივეზე
ლაიამ როდესაც ეს გაიგო, წამოიყვირა ბედნიერმა და ხელები შეათამაშა. პირველი სასმელი, ლაიამ აირჩია, მისი საყვარელი ,,სექსი კუნძულზე". შემდეგის არჩევა მე დამითმო. არ მიყვარს ,,პიჭა-პაჭუ" სასმელები ამიტომ ვისკი შევუკვეთე. ასე რიგ-რიგობით ვაგრძლებდით შეკვეთას და ბოლომდე ჩაცლას. ლაიამ ისეთი ალკოჰოლური სასმელები შეუკვეთა, საერთოდ განაგონიც რომ არ მქონდა. 

ალექსანდრე:
როგორც კი ბოლო ლექციიდან გამოვედი და რადგანაც ანდრიასთან უკვე შეთანხმებული ვიყავი, ნიკოლასს და ჯაუმესაც გავაგებინე ჩვენი საღამოს გეგმები. რადგან პარასკევი ჩემი საყვარელი დღეა, ჩვენს საყვარელ კლუბში უნდა აგვეღნიშნა (ამას ყოველ პარასკევს ვაკეთებთ). ღამე, უკვე 10 საათისთვის 4-ივე იქ ვიყავით. როგორც ყოველთვის, ჯერ სასმლით დავიწყეთ, შემდეგ კი უკვე გოგოებთან ცეკვაც დავიწყეთ.

*შემდეგი დილა*

ალექსანდრე:
არვიცი, გუშინ ღამე რა დამემართა, თორემ ასეთ სიტუაციაში ნამდვილად არ გავიღვიძებდი.

_________________________________
იმედია მოგწონთ😅😅

სამი პატარა სიტყვა (მე ორსულად ვარ)Where stories live. Discover now