4)

163 3 1
                                    

სესილია:

  საშინლად შემაწუხენელი ხმა მოდის სადღაციდან, თითქოს ვიღაცა ცდილობს ჭურჭელი გარეცხოს და თან მის მთლიან აგრესიას თეფშებსა და ჭიქებზე ანთხევს. საერთოდ ძალიან ფხიზელი ძილი მაქვს, ამიტომ ამ ხმაურზე მარტივად გამეღვიძა. თვალები როდესაც გავახილე, ოთახი ვერ ვიცანი, ამიტომაც მალე წამოვდექი. ჩემდა საუბედუროდ თაბრუ დამეხვა და თავის ტკივილმა თავი იჩინა. თავი იმდენად არ მტკიოდა, რომ ჩემს ტანზე სიცარიელე ვერ შემემჩნია. საცვლებსაც ვერ ვგრძნობდი სადაც უნდა ყოფილიყო, ლოცვა დავიწყე უკვე რომ იქ ყოფილიყვნენ სადაც უნდა იყვნენ. დავიხედე, თუმცა ამაოდ. ვცდილობ გავიხსენო ყველაფერი რაც გუშინ მოხდა, რომ იმ ადამიანთან, ვინც სამზარეულოშია არ შევრცხვე და ნუბი არ გამოვჩნდე, რომელმაც ახლახან დაკარგა ქალიშვილობა. თუმცა არც გამოვჩნდებოდი, რადგან არ ვარ, 3 თვეში ერთხელ მაინც ვწევარ ვინმესთან, მაგრამ ვიცი ეს ვინაა და არ ვნანობ. ჯორდისთან ნაჩხუბარი ვარ, ამიტომ მგონი ამ ამბის მერე დაშორება მომიწევს. მე ხომ მას ვუღალატე? მაგრამ არც თვითონ გააკეთა ნაკლები, მისი გოგო მეგობარი დაიცვა და მე გამამტყუნა, თან რაც ვალენსიაში ჩამოვედი სულ ეჭვები მქონდა რომ ის გოგო უყვარდა. მაგრამ ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს, მე გუშინ ვიღაცასთან ვიწექი და არც ვიცი ვისთან.


*წინა ღამე* 

მე და ლაია ვცეკვავდით, როდესაც უკნიდან ვიღაცეები მოვიდნენ. ზედმეტად მთვრალი ვიყავი, იმისათვის რომ  გამეგო თუ ვინ მედგა უკან და მეცეკვავებოდა. მისი ხელები ჩემს ბარძაყებზე იყო, რომლებსაც რითმულად ვამოძრავებდი. ზურგით ვიყავი მასზე აკრული, შესაბამისად სახეს ვერ ვხედავდი. 

-Hola amore, estas soles? ( გამარჯობა სიყვარულო, მარტო ხარ?)

- სესილია არა? არაა აუცილებელი ვალენსიურად ლაპარაკი. გავიგე, რომ ქართულად კონტაქტი გირჩევნია.

- ძალიანაც კარგი თუ ქართველი ხარ... 

ეს ვუთხარი და შევბრუნდი რათა სახე დამენახა, თუმცა დისკოს ბურთის შუქების გამო დიდად ვერ გავარჩიე. ვინც არუნდა ყოფილიყო ქართველი იყო და უცხო ქვეყანაში მე ყველა ქართველს ვენდობოდი. ზუსტად არ მახსოვს ზუსტად რა დიალოგით, თუმცა ის მომენტი, როდესაც მამაკაცის მხარზე ჩამოკიდებულმა შევაბიჯე დიდ მისაღებში ძალიან კარგად მახსოვ ეს. ბიჭმა იქვე მდივანზე გადამაწვინა, ჩემს ზემოდან მოექცა და მაკოცა, ნამდვილად არ ჩანდა ისე თითქოს ამას პირველად აკეთებდა, ალბათ კლუბში სადმე კედელთან ვიზასავეთ და მერე შევთანხმდით იმ ყველაფერზე რასაც ახლა მოგიყვებით. ალბათ ჭკუიდან გადავედი ამ ყველაფრის გაკეთებაზე რომ დავთანხმდი, მაგრამ ახლა ვერაფერს შევცვლით. რაღაცეებზე ვლაპარაკობდით კოცნებს შორის, პატარა ორ-სამ სიტყვიანი დიალოგები. რაღაცის თქმა დავაპირე როდესაც შევკრთი და ლავიწზე სველი კოცნა ვიგრძენი. კაბის ელვა პროფესიონალურად სწრაფად და მოხერხებულად გახსნა და საცვლებისამარა გადამაწვინა საწოლზე. აქ ზუსტად მახსოვს, ბიჭმა ჯანდაბაო თქვა, და დააყოლა რომ დამცავი მანქანაში დარჩა. ამაზე არც მიყოყმანია, ისე ვუთხარი აბებს ვიღებ-მეთქი. განა ასეთი აღზნებული ვიყავი, რომ ამხელა ტყუილი ვთქვი. ეს რაღაც აბები სადღაც განაგონი მქონდა და მაგიტომ გამახსენდა.  

სამი პატარა სიტყვა (მე ორსულად ვარ)Where stories live. Discover now