6)

161 4 0
                                    

*საღამოს*

სესილია:

არ მინდოდა ისე გამოჩენილიყო, თითქოს ამ საღამოს ძლიან ველოდებოდი და ვიპრანჭებოდი. მინდოდა ისეთი ლუქი მქონოდა, აი ძალიან მარტივი და სადა. ნუ იდეაში პირიქით იყო. საღამოსთვის მზადება 5 საათით ადრე დავიწყე. არა არ ვაჭარბებ. 4 საათზე უკვე ვფიქრობდი თუ რა ჩამეცვა. შხაპი მივიღე, ყველანაირი კრემი რაც გამაჩნდა წავისვი და შევუდექილუქის არჩევას. დიდხნიანი სწაველბის და ფიქრობს შემდეგ, საბოლოოდ, შავი, გაშლილი ჯინსი ჩავიცვი და გუჩის შავი ქამარი, რომლის ლოგოც ოქრსოფრად ბრწყინავდა. ზემოდან ნაცრისფერ, გრძელმკლავიანი, ყელიანი, მაიკა რომელსაც წინა ნაწილი ამოჭრილი ქონდა და ლავიწებსა და მკერდის პატარა ნაწილს, შიშველს ტოვებდა. ფეხზე შავი ჩექმები ამოვიცვი და ყელსაბამები გავიკეთე. პატარა ზურგჩანთა მოვიკიდე და ქალაქის ცენტრისკენ გავეშურე, სადაც ლაიას უნდა შევხვედროდი და იქიდან ერთად წავიდოდით ალექსანდრეს სახლში. 

ლაია ზუსტად დანიშნულ დროს იქ დამხვდა, მაგრამ როგორ გამოიყურებოდა? საოცრად. აი ქორწილში მიდიოდა გეგონებოდათ და არა მორიგი პროექტის გასაკეთებლად. იისფერი კაბა ეცვა, სრიალა, რომელიც მის იდეალურ სხეულს, მართლაც, რომ იდეალურად კვეთდა. ნუ ყველანაირი დაყოვნების გარეშე წავედით. ლაიამ მისი აზრები გამიმხილა, ალექსანდრეს დღევანდელ ნათქვამზე, რომ ის გოგო სავარაუდოდ მე ვიყავი. ასევე, როდესაც ვთქვი რომ ბევრ კაცთან ვარ ნაწოლი, რომელიც რათქმაუნდა ტყუილი იყო, მაგაზე რომ სახე შეეცვალა და ეწყინასავით. ეს ყველაფერი ვუარყავი, როგორც შემეძლო ისე და თემის გადასატანად მასზე და ანდრიაზე დავუწყე ლაპარაკი. ამაზე მაშინვე გაწითლდა და გამოტყდა რომ ის პირველივე დღიდან მოსწონს, თუმცა სიამაყე, პირველი ნაბიჯის გადადგმის უფლებას არ აძლევს. ზუსტად ისე იყო ყველაფერი როგორც მე ვეჭვობდი. ლაიამ ისიც დააყოლა, რომ დარწმუნებულია, რომ ანდრიაც იგივეს გრძნობს მის მიმართ. ამაზე რათქმაუნდა დავეთანხმე. მაგრამ ნუ,რაც არუნდა იყოს, უნდა ვაღიარო, რომ ალექსანდრეზე რაც მითხრა მესიამოვნა ძალიან. ამასობაში ალექსანდრეს სახლშიც მივედით. 

სამი პატარა სიტყვა (მე ორსულად ვარ)Kde žijí příběhy. Začni objevovat