Scar

116 2 0
                                    

წერის დროს ვუსმენდი და ვფიქრობ კარგი იქნება კითხვისას თუ მოუსმეეენთ♡♡♡
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

- გამატარეთ! - დაბნეულ მცველებს გვერდით მთელი სისწრაფით ჩაუარა, რომლებმაც უფლისწული შორიდანვე შეამჩნიეს და დაკეტილი ჭიშკარი გაუხსნეს.

- დამეხმარეთ!! - უაღამეს კარგა ხნის გადაცილებული იყო, როცა მთელს სასახლეში ახალგაზრდა ბიჭის შეშფოთებულ ყვირილთან ერთად, ბავშვის შემზარავი ტირილი ექოსავით გაისმა. ეს ხმა პრინც სოკჯინს ეკუთვნოდა, რომელიც ხელში ატაცებულ თავის ბიძაშვილთან, პატარა თეჰიონთან ერთად შუაგული ტყიდან მორბოდა.

სოკჯინი მთლიანად ოფლში და სისხლში იყო გასვრილი, სირბილისგან ფეხები ისე სტკიოდა თითქოს სადაცაა მუხლი მოეკვეთება და თეჰიონთან ერთად შუა შემოსასვლელში წაიქცევაო, მაგრამ მაინც მთელი შერჩენილი ძალებით მირბოდა და თან შველას ბოლო ხმაზე მოღრიალე ითხოვდა.

ბიჭის სასოწარკვეთილმა ყვირილმა და ბოლო ხმაზე მომტირალი ბავშვის ხმამ სულ რამდენიმე წამში მთელი სასახლე გამოაფხიზლა და ყველანი ჩქარი ნაბიჯით გამოცვივდნენ ოთახებიდან.

- შეჩერდით თქვენო უდიდებულესობავ! - ექიმის ოთახისკენ მიმავალ პრინცს ქალი გზაშივე შეხვდა და ადგილზე შეაჩერა. თეჰიონი ჯერ კიდევ ბოლო ხმაზე ტიროდა და თავისი პატარა ხელები სისხლით მოთხვრილ სახეზე აეფარებინა, საიდანაც ჩანდა ჯერ კიდევ იღვრებოდა ბლანტი სითხე.

სოკჯინმა როგორც კი ექიმი დაინახა და ადგილზე გაჩერდა, მაშინვე მოეკვეთა ფეხები და იატაკზე მძიმედ დაეშვა.

- დაეხმარეთ, ძალიან გთხოვთ დაეხმარეთ! - სასოწარკვეთილმა და დაზაფრულმა ბოლოჯერ ამოთქვა და ძლიერ ჩაბღუჯულ ბიძაშვილთან ერთად ატირდა. ამასობაში მათ თავს მცველები და მოსამსახურეებიც შემოეხვივნენ.

Vante✓Where stories live. Discover now