Neighbors

1.3K 65 28
                                    

ახალი წლის საღამო, რომელიც სიურპრიზებით არის სავსე...
მეისის უყვარს ზამთარი და განსაკუთრებით ახალი წლის დადგომა, რადგან რაც კი ცუდი გადახდებოდა, ყველაფერს უკან იტოვებდა და შემდეგ წელს ახალი შემართებით იწყებდა. მართალია, სიცივეზე არ გიჟდებოდა, მაგრამ სამაგიეროდ თოვლი უყვარდა ძალიან და ამიტომაც უხაროდა ზამრთრის დადგომაც.

სამწუხაროდ წელს, გვიანობამდე უწევდა მუშაობა, რესტორანში მიმტანის პოზიციაზე და თუ არ უნდოდა სამსახური დაეკარგა, ალბათ მოუწევდა ახალ წელს მუშაობის დროს შეხვედროდა. საშინლად ნაწყენი იყო, რადგან მშობლებთანაც ვეღარ მიდიოდა, არადა ყოველ ახალ წელს ერთად ხვდებოდნენ.

დედამისს ძალიან ეწყინა, როცა მეისიმ დაურეკა და სიტუაცია აუხსნა, თუ რატომ ვერ შეხვდებოდა მათთან ერთად დამდეგს. გოგო თავადაც მოწყენილი იყო, რადგან თავიდან მუშაობა ჰქონდა, უამრავი ხალხი ირეოდა, მაგრამ ცოტახანში, როცა თორმეტს სულ რაღაც ოცდაათი წუთიღა დააკლდა, რესტორანში უკვე აღარავინ შემოდიოდა. მხოლოდ ერთი დიდი მაგიდა იყო სავსე კაცებით, გოგო კი თავისთვის ცხვირჩამოშვებული იჯდა.

- მეისი ადექი სახლში წადი, - უეცრად თავზე მენეჯერი ადგება მეისის.

- სერიოზულად? - გაოცებულმა წამოსწია თავი გოგომ.

- კი მიდი, გამოიცვალე და წადი, - უღიმის ქალი.

- კი მაგრამ, მერე კლიენტები? - თვალი სავსე მაგიდისკენ გადააქვს მეისის.

- მათ მე მივხედავ, შენ კი წადი დროზე სანამ გადამიფიქრებია, - მკაცრად ეუბნება და წარბებს კრავს.

-გმადლობთ ქალბატონო ლიი, დიდი მადლობაა, - გახარებული იცინის გოგო, ფეხზე ხტება და მენეჯერს ეხუტება.

- ახალ წელს გილოცავ ჩემო გოგო, - თავზე ნაზად ეფერება ქალი და თავადაც იცინის.

- თქვენც გილოცავთ! - ღიმილით შორდება ქალს მეისი და გასახდელისკენ მირბის. სასწრაფოდ იხსნის წინსაფარს და თავის კარადაში ტოვებს. ხელს მოსაცმელს ავლებს, ჩანთას მხარზე იკიდებს და ბედნიერი ტოვებს შენობას. საათს უყურებს ხვდება, მშობლებთან მისვლას ვეღარ მოასწრებს, მაგრამ აანალიზებს, რომ ამ დღესასწაულის სამუშაოზე შეხვედრას ჯობდა საკუთარ ბინაში ყოფილიყო.

Vante✓Where stories live. Discover now