Angel Of Death

137 4 0
                                    

ამბობენ სიკვდილის ანგელოზი ძალზედ საშიში და უგულო არსებააო. მას წარმოიდგენენ, როგორც ბოროტსა და საზარელს, მაგრამ სინამდვილეში ის უემოციოა... სინამდვილეში სიკვდილის ანგელოზი, რომ გახდე ამისთვის წინა ცხოვრებაში საზარელი ადამიანი უნდა ყოფილიყავი და რაც უფრო დიდი იყო შენი დანაშაული, მით უფრო დიდ ხანს მოგიწევდა ამ შავი საქმის კეთება.

მაგიდას უკვე ათასობით წლის სიკვდილის ანგელოზი მისჯდომოდა და მის მსხვერპლთა სიას ათვალიერებდა. ეძებდა იმ ადამიანს ვინც შემდეგი დაადგებოდა საიქიოს გზას და მოულოდნელად ხელში ახალგაზრდა გოგონას საქაღალდე შეხვდა.

გვარი: კიმი.
სახელი: ანეტა.
ასაკი: 28 წლის.
სტატუსი: გათხოვილი. (ორსული)
პროფესია: წარმატებული ექიმი.
ზოგადი ინფორმაცია: კეთილი, მზრუნველი, ერთგული, ჭკვიანი, მხიარული, თბილი, ღიმილის მოყვარული.

- უცნაურია, - სრულ სიჩუმეში საზარლად გაისმა შავთმიანის ბოხი ხმა. გაუკვირდა, რადგან ვერ ხვდებოდა ასეთი სუფთა ადამიანი, ადრეულ ასაკში რატომ კვდებოდა.

სიკვდილის ანგელოზმა ცალი თვალით გადაიკითხა გოგონას გამოვლილი ცხოვრება, ხოლო ბოლოში კი წაიკითხა თუ როგორ გადავარდა მისი მანქანა ხრამში და მაშინღა მიხვდა, რომ ესეც ერთ-ერთი იმ უბედურ შემთხვევათაგანი იყო, რომლებსაც უკვე უამრავაჯერ შესწრებია.

რამდენიმე წამს ისევ იჯდა და ანეტას ფოტოსურათს დაჰყურებდა, სადაც იშვიათი სილამაზის გოგონა გამოსახულიყო, რომელსაც გრძელი შავი თმა და მუქი მწვანე თვალები ჰქონდა. შემდეგ კი წამოდგა, შავი პიჯაკი შეისწორა, მშვიდი ნაბიჯით გაუდგა გზას კარისკენ და სანამ იქამდე მიაღწია, გაუჩინარდა.

- ...სისხლდენა დაეწყო! - ეს იყო რაც პირველი გაიგონა, როდესაც ადგილზე გაჩნდა.

- საიდან მოსდის? ვერ ვპოულობ! - საოპერაციოში წამიერი პანიკა ტრიალებდა. პაციენტს გუნდად დასდგომოდნენ ექიმები და ექთნები. შავთმიანმა ნათლად იგრძნო ორი მათგანის სწრაფი გულის ცემა, რაც იმისკენ მიანიშნებდა, რომ ეშინოდათ.

Vante✓Where stories live. Discover now