Dangyunhaji

60 2 0
                                    

ზაფხული იყო, ივლისის ბოლო. ისე ცხელოდა და გახურებული იყო მიწა, თუ ეზოში გახვიდოდი და ასფალტზე კვერცხს გატეხავდი, უეჭველი შეიწვებოდა. ასეთი აუტანელი სიცხეების გამო, და-ძმა ჯონებმა გადაწყვიტეს გამოცდების შემდეგ ტბის სახლი დაექირავებინათ ორი კვირით, სადაც წასვლაზე არც მათ მეგობრებს უთქვამთ უარი.

ამგვარად ხუთმა ადამიანმა, მთელი წლის ნაგროვები ფული ერთად შეკრიბეს და დასასვენებლად ტყეში წავიდნენ, სადაც ტბა და ახლომახლო ჩანჩქერიც იყო. ახლა კი ისხდნენ ყველანი ერთად მისაღებში და იმისდა მიუხედავად, რომ კონდიციონერი ჩართული ჰქონდათ სიცხისგან მაინც სული ეხუთებოდათ.

- ჯანდაბა ეს კონდინციონერიც კი აღარ შველის უკვე ისე ცხელა, - ფუმფულა სავარძელში ჩაფლული ჰოსოკი, მხრებში სწორდება, მაისურის საყელოში ხელს ივლებს და ინიავებს, იქნება და ასე უფრო გავგრილდეო.

- იქნებ გავსულიყავით და ტბაში მაინც გვებანავა? მართლა ვიგუდები უკვე, - საწყლად დაიწუწუნა გამაგრილებელთან ახლოს მჯდომმა ჯიმინმა.

- ჯერ ძალიან ადრეა, დავიწვებით, - მშვიდად ამოთქვამს დივანზე მოკალათებული იუმი, რომელიც წამოღებული წიგნებიდან ერთ-ერთის კითხვითაა დილიდან დაკავებული.

- ნუნა მართალია, ჯერ მხოლოდ პირველი საათია, - კომპიუტერის ეკრანს თვალს არ აშირებს ისე ამბობს ჯონგუკი.

- თქვენ რა გენაღვლებათ, დილიდან თამაშობთ, - ბურდღუნებს ჯიმინი, რომელსაც თავადაც უნდოდა თამაში, მაგრამ მაკნეს ხელიდან ვერ გააგდებინა ჯოისტიკი, რადგან თეჰიონმა ზედიზედ ორი ხელი მოუგო და დანებებას არ აპირებდა

- ჯანდაბა ჰიოოონ! ასეთი კარგი მოთამაშე როდის გახდი?! - უეცრად ყვირის ნერვებ მოშლილი გუკი.

- ისევ მოგიგე გუკ, ჯობს დამარცხება აღიარო, - გულიანად იცინის კმაყოფილი თეჰიონი და ეშმაკურად უკრავს თვალს გაღიზიანებულ ბიჭს.

Vante✓Where stories live. Discover now