Tourist

84 5 1
                                    

გოგონას დაუძლურებული ხელებიდან თეფში გაუვარდა და მსხვრევის ხმა საზარლად გაისმა, გასარემონტებელ პატარა ოთახში. ორმოცდაათ წელს გადაცილებული ცოლ-ქმრის გაუთავებელი ყვირილი მაშინვე შეწყდა და ორივემ ქალიშვილს გახედეს, რომელიც დაღვრემილი და თვალებ ჩამქრალი უმზერდა იატაკზე თეთრი თეფშის ნატეხებს.

- რამე იტკინე? - უეცრად ნერვიულად კითხულობს დედა და შვილს აკვირდება. მართალია ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც გოგოს ხელიდან რაღაც უვარდებოდა.

- ახლა დაგაინტერესა რამე მტკივა თუ არა? - თავი არც კი აუწევია გოგოს, დაბალ ხმაზე იკითხა.

- ეს რა კითხვაა როზალი?! რა თქმა უნდა მაინტერესებს! - მაშინვე პასუხობს კითხვას მკაცრად ქალი. როზალის ბაგეებს დაღლილი სიცილი სცდება და თავს მაღლა სწევს.

- მართლა დედა? - მორიგი კითხვა და გოგონას ლოყებზე თვალის დაუხამხამებლად ცვივა ცრემლები, - თუ მართლა გაინტერესებთ როგორი დაზიანებული ვარ, თავად რატომ ვერ ხედავთ? დაბრმავდით?!- ხმას უწევს ბოლოს გოგო.

- ხმის ტონი შეარჩიე როზალი! - ასევე უყვირის კაციც.

- არა, რატომ? - ახლა მამას უყურებს გოგო, - თქვენ თუ არ გაინტერესებთ, მე რატომ უნდა გცეთ პატივი?

- ზედმეტი მოგდის უკვე გეუბნები!

- ზედმეტი თქვენ მოგდით! თქვენ! - ყვირის განადგურებული, - ყოველ საღამოს... ყოველ დაწყევლილ საღამოს ერთამენეთს უყვირით და რისთვის?! ფული? ვის არ ჰქონია ფულის პრობლემა? მე ხომ ვიცი რაღაც უბრალოზეც კი შეგიძლიათ იჩხუბოთ! გიფიქრიათ მე რას ვგრძნობ?! თქვენ თუ ერთმანეთი გეზიზღებათ მე რა დავაშავე, რომ ყოევლ დღე თქვენ ყვირილს და ღვარძლიან კომენტარებს ვისმენ! რა დავაშავე ამიხსენით! - როზალი უკვე ბოლო ხმაზე ტიროდა და ყვიროდა. საუბრის დროს ხელებს უაზროდ იქნევდა და თვალებიდან სიძულვილს აფრქვევდა.

- ზედმეტს ტლიკინებ! - ასევე უყვირის მამაც და წამს სიჩუმე ისადგურებს. გოგო უყურებს მამამისს და გულის რევის შეგრძნება იპყრობს. როგორ უნდა ყველაფერი მიახალოს და საბოლოოდ დაამთავროს. მეტის ატანა აღარ შეუძლია.

Vante✓Where stories live. Discover now