Wishes

99 3 0
                                    

შემოდგიმისგან გაყვითლებული ფოთლები ხის ტოტებს სწყდება, კაფის დიდ მინებს ნაზად ეხეთქება და ლამაზად ეფინება ასვალტს. მოყავისფრო - მოთეთრო კაფეში გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ დაბალ ხმაზე ჩართული ბეთჰოვენის მთვარის სონატა არღვევს და საუკეთესო განწყობას ქმნის წერისათვის.

ამარამ ბოლო აბზაცის წერა, რომ ჩაამთავრა კალამი დადო და თავი რვეულიდან წამოსწია, სკამს ზურგით მიეყრდნო და თავი უკან გადააგდო. კისერი სასტიკად სტკიოდა, კალმის დიდხნიანი ჭერის წყალობით კი ცერა და საჩვენებელი თითები ეწვოდა. მართალია წერა სუნთქვასავით სჭირდებოდა, რადგან მის გონებაში ერთი - მეორის მიყოლებით მომწყდარი აზრები მოსვენებას არ აძლევდნენ, მაგრამ ზოგჯერ დასვენებაც საჭირო იყო, რასაც გოგონა მხოლოდ მაშინღა ხვდებოდა, როდესაც გადაღლილი სხეული აღარ ემორჩილებოდა.

იგი ახალგაზრდა მწერალი იყო, რომელიც თავის პირევლ წიგნზე მუშაობდა. არაფრის იმედი არ ჰქონდა, უბრალოდ ბედისწერას ენდობოდა და ცდილობდა ბევრი არ ეფიქრა იმაზე თუ რომელი გამომცემლობა მოინდომებდა მისი წიგნის დაბეჭდვას. ჯერ ბოლომდე უნდა დაეწერა და ბოლო წერტილი დაესვა, გამომცემლობაზე დარდს მერეც მოასწრებდა.

- საყვარელო უკვე მოსაღამოვდა, - მის მაგიდას კაფის მეპატრონე, ქალბატონი ეირინი მიუახლოვდა და ცხელი სითხით სავსე ფინჯანი გოგოსდა უკითხავად მიუტანა, - დილის მერე აქ ზიხარ.

- გმადლობთ დეიდა ეირინ, - წელში გაიმართა ამარა და ღიმილით გადაუხადა მადლობა, როდესაც მისი საყვარელი ჩაის სურნელით გაევსო ფილტვები. ქალმა ზუსტად იცოდა რა უნდა მიეტანა მისთვის.

- ამარა შენს ჯანმრთელობაზე დარდს ვიწყებ, მთელი დღეა აქ ზიხარ და ნორმალურად არც კი გიჭამია, გამუდმებით წერ, - მკაცრად და ამავდროულად მზრუნველად უმზერს ქალი, - ასე არ შეიძლება ძვირფასო.

- ჩემზე ნუ ღელავთ, კარგად ვიქნები, - თბილად უღიმის გოგო და ღია მწვანე თვალებს საყვარლად აპყრობს.

Vante✓Where stories live. Discover now