Gift

206 10 2
                                    

თეჰიონი საახალწლოდ მორთული ნაძვის ხის გვერდით, სავარძელში მოკალათებულიყო. ფეხი-ფეხზე გადაედო და მუხლზე შემოხვეული ხელები ერთმანეთისთვის შეეტყუპებინა.

ტელეფონის ეკრანი რომელიც კალთაში ედო, გამუდმებით ინთებოდა და ქრებოდა დაბადების დღის მისალოცი მესიჯების წყალობით, მაგრამ ბიჭი ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდა და ღამის ცას გაჰყურებდა, საიდანაც მთვარე დაჰნათოდა ლამაზად. უმზერდა სუფთა, უღრუბლო, ვარსკვლავებით მოფენილ ცას და გაუცნობიერებლად ფართოდ იღიმოდა.

თორმეტს ახლახანს გადასცდენოდა. მშობლებს უკვე მოესწროთ დარეკვა და დაბადების დღის მილოცვა, დანარჩენები კი მესიჯებს სწერდნენ და ყველაფერს საუკეთესოს უსურვებდნენ. თეჰიონი ბედნიერი იყო ყველას, რომ ახსოვდა ეს დღე, მაგრამ ვისაც ყველაზე მეტად ელოდა, რატომღაც მისი ზარი ჯერ კიდევ არ მიეღო.

იჯდა და გაჰყურებდა მთავარეს. წამებს წუთები მოსდევდა, დრო გადიოდა და ბიჭსაც ნელ-ნელა იპყრობდა სევდა. მალევე კრიალა ცას თვალებს აშორებს და ხელში ტელეფონს იღებს. კითხულობს უამრავ დაგროვილ მესიჯს და ყოველ მათგანს, მადლობას უხდის კეთილი სურვილებისთვის...

უეცრად კარზე ზარის ხმა არღვევს მდუმარებას, რომელიც ოთახში სუფევდა. თეჰიონი წარბებს კრავს და საათს უყურებს, რომელიც ღამის - პირველის ნახევარს აჩვენებს. ეჭვით, მაგრამ მაინც დგება ფეხზე და კარის გასაღებად მიემართება. გზად ტელეფონს ჯიბეში ინახავს, სახელურს ხელს ავლებს და ზღურბლზე სწორედ ის პიროვნება ხვდება, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდა, მაგრამ არა ასე.

- ლენ? ასეთ დროს აქ რა გინდა? - გაკვირვებული კითხულობს და გოგონას თავიდან ბოლომდე ათვალიერებს, რომელსაც ოქროსფერი თმა გაეშალა და ახლა მხრებს უმშვენებდა. შავი პალტო ეცვა, მხარზე კი ჩანთა გადაეკიდებინა.

- დაბადების დღეს გილოცავ თე, - გოგო ფქრთოდ იღიმის. აღარ აყოვნებს, მაშინვე ამცირებს მათ შორის დარჩენილ მანძილს და ხელებს კისერზე ხვევს ბიჭს.

Vante✓Where stories live. Discover now