10

632 70 8
                                    

ხომ იცით ყველაფერს თავისი შედეგები მოყვება,ამიტომაც ნანობს ხალხი შემდეგ ჩადენილს თუმცა კარგად ვიცით რომ უმეტეს წილად სინანული გვიანია.

ბატონი პარკის და ჯონგუკის გარიგება კი , ბევრ არეულობას ,გულის ტკენას,და რაც მთავარია ბევრის პირველ რიგში კი ჯიმინის ცხოვრების საშინელებად ქცევა შეძლო...

და ეხლა ალფა შედეგებს იმკიდა იმით რაც თავის შვილს გუკეთა,ამის გამო სწორედ ახლა ეჩხუბებოდა ლუნა ბოლო ხმაზე და ისტერიკაში ვარდებოდა .

-ეს საერთოდ რაზე ფიქრობდი ,როგორ შეგეძლო ?მითხარი ასეთი უგულო როგორ ხარ საკუთარი შვილი ასე რამ შეგაძულა ალფა ? თვრამეტი წელი ამდენი ხნის მანძილზე თურმე შენი შვილისთვის შენ გულში არანაირი ადგილი არ ყოფილა ,საკუთარი ღვიძლი შვილი სხვა ალფას ისე როგორ მიეცი თითქოს საქონელი ან  რაიმე ნივთი იყოს? ამიხსენი ამის დედაც ნიკ ...მითხარი

ლინდა ბოლო ხმაზე ღრიალებდა ,ალბათ ვინმეს რომ მოესმინა იფიქრებდა სული ამოაცალესო ,თუმცა ვინ იცის მისთვის შეილება ასეც იყო დღეს დაკარგა შვილი და ჭეშმარიტი ალფა რომელიც ამდენი ხანი მთელი გულით უყვარდა ,მან კი დღეს თავისი რეალური სახე დანახა ყველას.

ომეგა ისე აგრძელებდა საუბარს..

-თუმცა შენ რას გაიგებ,სამწუხაროა რომ მხოლოდ ახლა მივხვდი შენ ქვის გულში სულ ცოტაოდენი სიყვარულიც არ გაქვს,და ვერც განიცდი და იცი რატომ ???
იმიტომ რომ როდესაც ორსულად ვიყავი შენ არ გიტირია ბედნიერებისგან,ეს მე ვიყავი რომელიც სიხარულისგან ტიროდა ,არც მაშინ გქონდა რეაქცია როდესაც ჯიმინმა მუცელში ფეხი დამარტყა და გაინძრა,მაშინაც მხოლოდ მე მიხაროდა  შენ კი მხოლოდ ამბობდი რომ ეს კარგი იყო და არანაირი რეაქცია არ გქონია ,ვფიქრობდი ალბათ ვერ იჯერებს მაინც გაზრება უჭირს და როდესაც დაიბადება და ხელში აიყვანს მაშინ უბედნიერესი იქნება, ჩვენი პატარა ეყვარება მეთქი ,თუმცა რა გაკეთე როდესაც ყველაფერი ასე კარგად იყო როგორ შეგეძლო ამის გაკეთება,ჯიმინზე ან ჩემზე არ გიფიქრია არაა?

უკვე მთელ სახლში ისმოდა ლუნას ტირილი და ყვირილი მაგრამ ვინ შეძლებდა ახლა მისი  დაწყნარებას ვერც ვერავინ...

-ვიცი ახლა ცუდად ხარ მაგრამ ,დამშვიდები და ასე აღარ იქნები ,ბოლოს და ბოლოს ჩვენი შვილი მოსაკლავად ხომ არ გამიმეტებია?მის ალფასთანააა

-შენი აზრით ახლა დამშვიდება მიშველის ?იცი რა მე არ მინდა ვერც კი ვიჯერებ რომ ამდენი წელი შენს ნამდვილ სახეს ვერ ვხედავდი,შენგან აღარაფერი მინდა  დაგშორდები ამ რეზერვაციის ლუნა აღარ ვიქნები ....

იმხელა ტკივილით საუბრობდა და უყურებდა ალფას ,ომეგას მდგომარეობა საცოდაობა იყო თუმცა რას უნდა ელოდე ომეგასგან რომელსაც შვილს ასე დაშორებენ ..

-შენ რა სულ გადაირიე ?თუმცა მგონი შენ წესები დაგავიწყდა ,მე არასდროს დაგთანხმდები გაშორებაზე რაც იმას ნიშნავს რომ რეზერვაციიდამ ვერ წახვალ ,ჩემი ომეგა ხარ ,ჩემი ლუნახარ ამის დედაც ..ხომ იცი რომ ჩვენი წესების თანახმად თუ ერთი მაინც წინაღმდეგია განქორწინების ,მაშინ ვერ გავეყრებით ...

რათქმაუნდა ალფა არ აპირებდა ლუნასთან დაშორებას,იცოდა მის საქციელს რა მძიმე შედეგებიც მოყვებოდა მაგრამ ამდენადაც ვერ იფიქრა .

-და რომც დაგთანხმდე ჩემი ნიშანი გადევს ,და ძაალიან კარგად იცი რომ ასე უბრალოდ ვერ მიმატოვებ,მესმის შენი მაგრამ ახლა მინდა წახვიდე და დაისვენო თორემ ასე ცუდად გახდები ოდესმე კი როცა ამის დრო მოვა ყველაფერს აგიხსნი თურატომ გავუკეთე ეს ჩვენ შვილს.

მართლაც ოდესმე ყველა გაიგებს,რა მოხდა რეალურად.

Find a mate Όπου ζουν οι ιστορίες. Ανακάλυψε τώρα