11

622 70 1
                                    

მას შემდეგ რაც ჯიმინს აიძულეს ჯონგუკთან დარჩენილიყო,ორი დღე გავიდა ჯონგუკმა კი გადაწყვიტა ის და ჯიმინი სხვა სახლში გადასულიყვნენ და რეზერვაციის სახლი დაეტოვებინათ ყოველ შემთხვევაში ალფა ამ სიტვაციაში ამას საჭიროდ მიჩნევდა.

ალფა ჯეონმა მის ცოლს ყველაფერი მოუყვა მომხდარზე და ლუნა მთელი გულით ბრაზობდა მისი შვილის ასეთ საქციელზე ,ვერ წარმოედგინა ალფას რომელიც მან გაზარდა ომეგასთვის რამე ეიძულებინა, და მასთან იძულებით გაეჩერებინა,  ამ ყველაფრის გაგების შემდეგ ის ჯონგუკს არ ელაპარაკებოდა,და მისი ნახვაც არ სურდა ,ალფა ჯეონმა ეცადა გადაეფიქრებინა ქალისთვის ,რადგან ყველაფრის მიუხედავად კარგად იცოდა დიდხანს ვერ  გაძლებდა ომეგა შვილის გარეეშე და მაინც აპატიებდა,აზრიც არ ქონდა ჯონგუკზე გაბრაზებას.

jk pov

ორი დღეა რაც მე და ჯიმინი ცალკე გადმოვედით საცხოვრებლად,ახ ეს ჯიუტი ომეგა ამ ორი დღის მანძილზე ლამის სახლი თავზე დამამხო ,იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ ეს ორი დღე თითქმის არაფერს  ჭამს , ახლაც ოთახშია  ჩაკეტილი და ალბათ ისევ მგლის ფორმაშია ამ დღების მანძილზე ხან ადამიანის ფორმაშია ხან კიდევ მგლის და სულ მიღრენს,ვიცი მისი მდგომარეობა სასაცილო არ არის და ძალიან ვნერვიულობ მასზე ,მესმის ხოლმე ღამე როგორ ტირის ან თუ მგლის ფორმაშია წკმუტუნებს ,გული მეწურება ხოლმე ღამე როცა ტირის მე კი არაფრის გაკეთება არ შემიძლია ,ახლა კი ძლივს ვაიძულე ვახშამზე ჩამოსვლა მისი ოთახიდან როგორც იქნა გამოვიდა და ახლა ჩემს წინ ზის .

-ჯიმინ უნდა ჭამო გესმის....

-ჭამა არ მინდა საერთოდ შენი არაფერი მინდა არც შენთან მინდა გამიშვი გთხოვ..

ჯიმინი იმ წუთას საშინლად სასოწარკვეთილად გამოიყურებოდა რომ აღარაფერი ვთქვათ ცრემლებზე რომელსაც ძლივს იკავებდა.

-გეყოს უკვე ეს აღარააა სასაცილო ორიდღეა ჩემთან ხარ და სულ ერთხელ ჭამე საჭმელი სულაც არ მინდა ხელებში ჩამაკვდე უჭმელობით,და დროა შეგუო რომ თავს ასე ადვილად ვერ დამაღწევ ,და ახლა თუ შეილება პატივი დამდე და ჭამე ეგ წყეული საჭმელი სანამ ჩემი ალფას ხმა გამოვიყენე..

ალფა უკვე ღრენაზე იყო გადასული,მაგრამ არც ჯიმინს დაუტოვებია უპასუხოდ და ისიც უღრენდა,სასაცილო იყო თუ არა ამ წუთას ეს სიტვაცია?ალბათ კი თუ სხვა ყველაფერს დავივიწყებდით როგორი დიდი გამბედაობით უღრენდა ამხელა ჰიბრიდს ეს ციცქნა ომეგა,ჯონგუკის მგელი რომ გენახათ ის ორი თავით დიდი იყო ომეგაზე,აი ჯიმინი კი მის გვერდით ალბათ პატარა ბეწვის საყვარელ ბურთს უფრო ემსგავსებოდა ,თანაც არ რაგავიწყდეთ ჯონგუკი ხომ ვამპირიც იყო.

-მეტი რა შეგიძლია? მითხარი ?მხოლოდ შენი ალფის ხმის გამოყენება და ჩემთვის იმის იძულება რაც აარ მინდა აი რა იცი მეტი არაფერი...

ჯიმინი ალბათ ვერ ამჩნევდა რამხელა ხმაზე ყვიროდა და ის ცრემლი რომელსაც ამდენი ხანი ებრძოდა მაინც დაეშვა მის ლამაზ სახეზე,ჯონგუკს არ გაუჩერებია ყველაფერს აიტანდა ამ ომეგასგან ყველანაირ ყვირილს  ...

-უბრალოდ გთხოვ ჭამე ეს დაწყევლილი საჭმელი ,არ მინდა ცუდად გახდე .

ალფა ყველანაირად ცდილობდა მომთმენი ყოფილიყო.

-როდის?

-რა როდი?

-როდის გადაწყვიტე რომ მამაჩემთან ჩემზე ასეთი გულისამრევი შეთანხმება დაგედო?ალბათ სანამ ეს მოხდებოდა იმ შენ მეგობრებთან ერთად იცინოდი არა ჩემზე თუ როგორი საცოდავი ვიქნებოდი ამ ყველაფრის მერე...

-მათ ნამჯუნი და იუნგი ქვიათ  და მათ საერთოდ არ იცოდნენ რას ვგეგმავდი ,იმ ვახშმის დღეს ვუთხარი ყველაფერი მათ და საერთოდ არ აღფრთოვანებულან ჩემი გადაწყვეტილებით,არც არავის არ უცინია შენზე ჯიმინ,და რაც შეხება შეთანხმებას ვფიქრობ ოდესმე მამაშენსაც უნდა ესაუბრო ამაზე ...

-არასდროსს აღარ გაბედო და ეგ ადამიანი მამაჩემად არ მოიხსენიო ის არა არის მამაჩემი ისევე როგორც შენ ჩემი ალფა არ ხარ .

ჯიმინს თუ თავიდან მხოლოდ რამოდენიმე ცრემლი ქონდა თვალზე ახლა ,ტირილს ვეღარ იკავებდა.

- მე შენი ალფა ვარ ომეგავ ან ამას მალევე შეუშვებ შენს ტვინში და ჩემს მოთმიებას არ გაამოცდი ან ვფიქრობ ცუდად დასრულებ...

ჯონგუკი აღარ დალოდებია ომეგას ისე წავიდა თავის ოთახში და სასადილო ოთახში ატირებული ომეგა დატოვა.

Find a mate Where stories live. Discover now