I

6K 142 5
                                    

25 ივლისი, ხუთშაბათი:
ხუთშაბათი დღე ყველაზე მეტად მიყვარს, რატომ? ამას მოგვიანებით გეტყვით.
ახლა კი მივაბიჯებ ქუჩაში, ჩემი დღიური და რამოდენიმე წასაკითხი წიგნი მიჭირავს, ვუხვევ მარჯვნივ და კუთხეში მდებარე კაფე-ბარში შევდივარ.
- ჰეი ლოლიტა, შენი ადგილი როგორც ყოველთვის თავისუფალია.
- გამარჯობა ირაკლი ბიძია - გავუღიმე და კედელთან ჩემს ადგილზე დავჯექი.
ბატონი ირაკლი მამაჩემის ძალიან ახლო მეგობარია, როცა მამა გარდაიცვალა 14 წლის ვიყავი. იმ დღის შემდეგ ის ყველანაირად ცდილობს რომ გვერდში ამომიდგეს და მამის მაგივრობა გამიწიოს. ეს კაფე-ბარი მას ეკუთვნის, ალბათ უკვე 15 წელი გავიდა მას შემდეგ რაც გახსნის დღეს აქ პირველად ფეხი შემოვდგი და კუთხეში მდებარე მაგიდა "მივისაკუთრე". ყოველ ხუთშაბათ დღეს წერასა და კითხვაში აქ ვატარებ და რა თქმა უნდა ყოველ ხუთშაბათს ირაკლი ბიძია ჩემს ადგილს თავისუფალს მახვედრებს.
- აი შენი კაპუჩინო.
- დიდი მადლობა, ირაკლი ბიძია - გავუღიმე და მანაც საპასუხოდ გამიღიმა.
ირაკლი ბიძიას კაფე მშვიდი და მომღიმარი ადამიანების ადგილია, რომელსაც ძველი სიმღერები ამშვენებს. როდესაც აქაურობას ვათვალიერებ და ხალხს ვაკვირდები, ვხვდები რომ ეს ჩემი გარემოა. ბევრი კატეგორიის ადამიანს შევხვედრილვარ აქ: ზოგი მარტო მოდის და მარტოობით ტკბება, ისევე როგორც მე, ხანდახან შეყვარებულ წყვილსაც მოვკრავ თვალს, ისინი ერთი ჭიქიდან, ორი საწრუპით სვამენ წვენს. დღეს ჩემი ყურადღება ერთმა საყვარელმა ოჯახმა მიიქცია. ისინი შვილთან ერთად არიან მოსულები, ბავშვი შემწვარ კარტოფილს ჭამს, მშობლები უცქერიან, იღიმიან და ტკბებიან ამ მომენტით...
მიყვარს ასეთი მომენტების აღწერა, ხატვა არ მეხერხება, ამიტომ ჩემს დღიურში აღვწერ იმ ყველაფერს, რასაც ვხედავ.
თუმცა ერთ რაღაცაში გამოგიტყდებით... ამ ყველაფერს არა მარტო ჩემს დღიურში, არამედ ჩემს ბლოგში გადმოვცემ. უკვე ორი წელია რაც ეს ბლოგი მაქვს, მართალია ჟურნალისტი ვარ, თუმცა ჩემი პროფესიით არსად მიმუშავია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე რომ ჩემი თავისთვის მემუშავა. როგორც უკვე აღვნიშნე დღიურში წერის გარდა სტატიებსაც ვწერ, მაგრამ იშვიათად, რადგან რთულია ისეთი ადამიანის პოვნა ვისზეც სტატიის დაწერის სურვილი გამიჩნდება. ბოლო სტატია, ექვსი თვის წინ, ირაკლი ბიძიაზე დავწერე. სხვათა შორის ამის შემდეგ კაფეში უფრო მეტი ადამიანი შემოდის, ამის გამო ის მუდმივად მადლობას მიხდის.

Infected with loveWhere stories live. Discover now