XIV

1.5K 81 4
                                    

- შენთან იმიტომ მოვედი რომ შენს მოსაკვლელად გამომიშვეს...
თვალები გამიფართოვდა, მას ვუყურებდი და ველოდებოდი როდის განაგრძობდა საუბარს, თუმცა ანდრო ძალიან ნერვიულობდა, ღრმად სუნთქავდა და საუბრის დროს ხშირად ჩერდებოდა, ალბათ სათანადო სიტყვების შერჩევა უჭირდა.
- შენ ყველაფერი არ იცი... ეს... ეს ყველაფერი ისეთი მარტივი არ არის როგორც ჩანს ლოლი...
- მამაჩემის გამო???
გაოგნებულმა შემომხედა და უფრო აღელდა, თუმცა შევამჩნიე რომ მის გამოხედვაში რაღაც შეიცვალა...
ის გაკვირვებული იყო და ვგრძნობდი რომ მასაც ეპარებოდა ჩემში ეჭვი.
- მოიცა, შენ რა ყველაფერი იცი?
- გააჩნია რას გულისხმობ ყველაფრის ცოდნაში...
- ლოლიტა! - ხმამაღლა წამოიყვირა და თვალებში შემომხედა. მე კი მოულოდნელონისგან შევკრთი.
- ვაიმე ანდრო შენი აზრით არაფერი არ მეცოდინებოდა? შენი აზრით არ გავარკვევდი ვისთან ვიჭერდი საქმეს? რა გგონია არ ვიცი მამაშენის მოკლული რომაა მამაჩემი? - მეც ავუწიე ხმას.
ანდრო გაკვირვებას ვერ მალავდა, თან გაბრაზებული სახით მაშტერდებოდა. თვალებს არ მაშორებდა, ჩვენ შორის კი ნელ-ნელა ყველაფერი იძაბებოდა.
- ნამდვილი დეტექტივები ყოფილხართ ჯაფარიძეები - ირონიით სავსე ხმით მითხრა ანდრომ და კვლავ თვალებში მიყურებდა.
- რა იყო?? სულელები გეგონეთ ჯაფარიძეები არაა?
ანდრო ჩუმად იყო, თვალებს არ მაშორებდა და ჩემს ყველა ქმედებას აკვირდებოდა, მე კი საუბარი ისევ განვაგრძე.
- შენ შენი დავალება ვერ შეასრულე, მე კი ჩემი... არაუშავს.
- რა დავალება გქონდა შენ?
- რადგან "გულახდილობის საათი" გვაქვს, რატომაც არა, გეტყვი... - მინდოდა მის ირონიაზე სარკაზმით მეპასუხა, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები თითქოს ბავშვურად გამომივიდა.
- უკვე დიდიხანია პოლიციასთან ვთანამშრომლობ... უკვე დიდიხანია რაც ვცდილობ აბაზაძეები... კონკრეტულად კი მამაშენი გამოვიჭირო და პასუხი ვაგებინო ყველაფრისთვის... და მხოლოდ მამაჩემის სიკვდილს არ ვგულისხმობ...
- ამხელა რისკზე წახვედი??სულ ტყუილად.
- სულ ტყუილად? რა იყო მამიკოსთან გაიქცევი და ჩამიშვებ?
- ანუ პირველად რომ გნახე უკვე იცოდი ვინ ვიყავი.
- არა, შენზე არაფერი ვიცოდი. როდესაც გავიგე რომ დემეტრეს შვილი იყავი, მეგონა ჩემი საქმის წინსვლაში გამოგიყენებდი... მაგრამ შევცდი.
- რამ შეგიშალა ხელი? - ანდრომ თვალები დააწვრილა და ჩემი პასუხის მოლოდინში ერთ ადგილს ვერ პოულობდა.
- და შენ რამ შეგიშალა?
- მაგას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს... - უხეში ხმით მითხრა და საუბარი სხვა თემაზე განაგრძოო - პოლიციამ რა იცის?
- ხომ იცი რომ თქვენზე ისედაც ყველამ ყველაფერი იცის, უბრალოდ ვერ ამტკიცებენ ან დამტკიცების ეშინიათ.
- თავის დანებებაზე არ გიფიქრია?
- ასე ადვილად არ დავნებდები... თავიდანვე რატომ არ მომიშორე?
- ჩემი დავალების არ შესრულების მიზეზი იგივეა რაც შენი.
- ახლა უკვე როდესაც ყველაფერი ვიცით ერთმანეთზე... რას ვაპირებთ?
- იმდენად გენდობოდი ლოლიტა...
- ზუსტად უგივეს თქმა შემიძლია შენთვის ანდრო...
- ამის დედაც, ჩემს სახელს...
ანდრო ფეხზე წამოდგა და მიმიახლოვდა, ჩემკენ გადმოიხარა და ტუჩებში მაკოცა.
არვიცი ეს რას უნდა ნიშნავდეს, ჩემს თავს ვერ ვაკონტროლებდი. მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი გამომჟღავნდა, მე მაინც კოცნით ვუპასუხე.
ერთმანეთს ვნებიანად ვკოცნიდით. მან სავარძელზე დამაწვინა და თვითონ ზემოდან მოექცა.
ანდროს პერანგი გავუხსენი, მან კი შორტი და მაისური გამხადა. ის ნაზად მკოცნიდა ყელზე, მხარზე, მკერდზე, მუცელზე...
მოკლედ რომ ვთქვათ მის წინაშე ისევ უძლური ვიყავი და დავნებდი...

საათს როდესაც დავხედე უკვე ოთხი იწყებოდა. ანდრო წამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა.
- ახლა იცი რა უნდა ვქნა? - ვკითხე
- რა??
ავდექი, მხოლოდ ლიფი და ტრუსი ჩავიცვი. ანდროს პერანგი კი ზემოდან მოვიცვი, თუმცა არ შემიკრავს.
მუსიკა ჩავრთე და ანდროს ხელი გავუწოდე. გვერდულად გაეღიმა, სიგარეტი ჩააქრო და ხელი ჩამჭიდა.
ვგრძნობდი ანდრო როგორი ბედნიერი იყო... მე კი მისი ბედნიერება მაბედნიერებდა. ვუყურებდი და მისი გაბადრული სახით ვტკბებოდი.
ყველაფერი იდეალურად იყო. ცოტა ხნის წინ მომხდარი არც კი გვახსოვდა. მე და ანდრო კი ამ მომენტით ვცხოვრობდით...
მაგრამ როდის იყო რომ ბედნიერებას დასასრული არ ჰქონოდა...
ტელეფონმა დამირეკა. ლალი დეიდა იყო, ამიტომ მაშივე ვუპასუხე, ხოლო ანდროს ვანიშნე რომ მუსიკა გამოერთო.
- გისმენთ ლალი დეიდა, როგორ ხართ?
- ლოლიტა, შვილო... - მას ნამტირალევი ხმა ჰქონდა.
- ლალი დეიდა რამე მოხდა?
- ირაკლი...
- რა ირაკლი? კარგადაა?? რამე ხომ არ დაემართა??
- მოკლეს...

Infected with loveWhere stories live. Discover now