XV

1.5K 78 1
                                    

საავადმყოში შესვლისთანავე დავინახე ლალი დეიდა რომელსაც სახეზე ფერი არ ედო,ტირილისგან სახე დასიებოდა და თვალები ჩაწითლებოდა.მის გარშემო ხალხი ტრიალებდა.ლალისკენ მივრბოდი,საშინლად შეშინებული ვიყავი.უკან ანდრო მომყვებოდა თან რაღაცას მეუბნებოდა მაგრამ არაფერი არ მესმოდა.
-ლალი დეიდა..
როგორც კი დამინახა ცრემლები უფრო წამოუვიდა,ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ერტად ავტირდით
-ჩემი ირაკლი...
-ქალბატონო ლალი,რამდენიმე კითხვა უნდა დაგისვათ-გაისმა ერთ-ერთი პოლიციელის ხმა
ლალიმ ცრემლები მოიწმინდა და მას უკან გაჰყვა
-ლოლი...
ანდრო მომიახლოვდა და ჩამეხუტა,მის მკლავებში უფრო ავტირდი ის კი თმებზე მეფერებოდა და ცდილობდა დავემშვიდე
-როგორ გაბედეს...
-დამშვიდდი,ყველაფერი კარგად იქნება..დამნაშავე დაისჯება...

რამდენიმე საათი საავადმყოფოში გავატარეთ,ანდრო მაძალებდა რამე ჭამეო მაგრამ არაფრის თავი არ მქონდა...როცა უკვე საავადმყოფოში ყველაფერი მოაგვარეს ლალისთან სახლში წავედით..
არავინ იცის როდის მოვა სიკვდილი...არ იცოდა ირაკლიმ რომ მან,დღეს,ბოლოჯერ გაახილა თვალები და დაინახა მზე..
მასთან მხოლოდ მოგონებებიღა შემრჩა..
და მაინც..რა უსამართლოა ცხოვრება...
მეორედ წამართვეს მამა..
„გიზიარებ","ვწუხვარ","ყველაფერი კარგად იქნება"-მხოლოდ ეს სიტყვები ჩამესმოდა მთელი დღე..
გამოძიება დაიწყეს,არავინ იცოდა ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული..
განა ვის რას დაუშავებდა ირაკლი ბიძია ასე სასტიკად რომ გაუმკლავდნენ?
-ლოლიტა,შვილო, წადი სახლში,დაისვენე..
ლალი დეიდას დავუჯერე.ანდრომ სახლში მიმიყვანა.
სააბაზანოდან როდესაც გამოვედი ანდრომ საჭმელი დამახვედრა.სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი და გავუღიმე..
შეიძლება,ბევრი რამ მოხდა ჩემსა და ანდროს შორის მაგრამ ის მაინც მიყვარს..
მან არ მიმატოვა ასეთ რთულ მდგომარეობაში.ეს ნამდვილად დასაფასებელია..მთელი დღის განვმალობაში ხვდებოდა რომ არ მინდოდა არც საუბარი,არც ჭამა მაგრამ ის მაინც ჩემთან იყო..ჩემთან ერთად იდგა ჩუმად..
საჭმელი ბოლომდე არ შევჭამე,საწოლზე დავწექი და ანდროც გვერდზე მომიწვა.
-იცი,ის შეიძლება ახლა უკეთეს ადგილასაა..-მითხრა ანდრომ
-არ ვიცი..შეიძლება...იმედია..
-ვეცდები გავარკვიო ვინ არის მკვლელი..ჩემი კავშირებით ბევრ რამეს გავიგებ.
-ვინც არ უნდა იყოს,ის პასუხს აგებს.
-რა თქმა უნდა..
-მადლობა
-რისთვის?
-ყველაფრისთვის..მადლობა რომ ჩემს გვერდზე ხარ ასეთ დროს,მადლობა რომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში..
ანდრომ შუბლზე მაკოცა,მიმიხუტა და დავიძინეთ.
დილით თავს უკეთესად ვგრძნობდი.
თუმცა ის ტკივილი რაც გუშინ განვიცადე ისევ და ისევ,რა თქმა უნდა,დამრჩა..
იცით,როგორი საშინელი გრძნობაა როცა იცი რომ მამა მეორედ დაკარგე?თითქოს,მეორედ მომკლეს..
ეს გრძნობა არასდროს არსად გაქრება...მართალია,დღითიდღე თავს "უკეთესად" ვიგრძნობ,ხალხი იფიქრებს რომ კარგად ვარ თუმცა,რეალურად მე უბრალოდ შევეხვევი ცხოვრებას ამ ტკივილთან ერთად.
ფიქრებიდან ანდროს ნამძინარევმა ხმამ გამომარკვია
-დილამშვიდობისა,ლოლი...
-დილამშვიდობისა..ყავა გინდა?
-უარს არ ვიტყოდი
-მოვამზადებ,მეც მინდა.
ხელ-პირის დაბანის შემდეგ,ყავა მოვამზადე და ანდროს დავუძახე.
-დღეს ცოტახანი უნდა დაგტოვო,საქმეზე უნდა წავიდე..
-კარგი,მე ლალისთან ვიქნები სახლში
-მანდ მოგაკითხავ
-რა საქმეზე მიდიხარ?საიდუმლო თუ არ არის..
-ირაკლის მკვლელობასთან დაკავშირებით რაღაცები გახდა ცნობილი და უნდა დავაზუსტო ეგ ინფორმაცია
-გასაგებია.
ყავის დალევის შემდეგ ანდრო მალევე წავიდა,მეც მოვემზადე და ლალი დეიდასთან წავედი...

უკვე რამდენიმე დღე გავიდა ირაკლი ბიძიას სიკვდილის შემდეგ.
დღეს საბოლოოდ ვემშვიდობებით მას..
ხალხის ნაკადს,მე და ანდრო, ხელი-ხელ ჩაკიდებულები უკან მივყვებით..
-ამ ყველაფრის შემდეგ,ხის სახლში რომ წავიდეთ?-ვკითხე ანდროს ჩუმად,მან ცოტა გაკვირვებულმა შემომხედა
-რატომაც არა.
-უბრალოდ დასვენება მჭირდება..
-მესმის შენი,აუცილებლად წავალთ.

ყველაფრის დამთავრების შემდეგ,ლალი დეიდას დავემშვიდობეთ და ხის სახლში წავედით.
-მომენატრა აქაურობა-ვთქვი ხმამაღლა და მეორე სართულზე ავედი
-მე კიდე შენი მომღიმარი სახე მომენატრა
უკვე ჩემთან მოახლოვებულმა მითხრა და სახეზე,ერთი ხელით,მომეფერა.
-მაშინ,ჩემი ხატვა რომ დაიწყე,დაამთავრე?
-კი
-არ მანახებ?
ანდრომ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია შემდეგ კარადიდან ნახატი გამოიღო და ოთახის ცენტრში დადგა.
სიმართლეს გეტყვით,ის არაჩვეულებრივი მხატვარია.
-თითქოს ძალიან შემალამაზე,არ ვარ ასეთი ლამაზი...
-იმაზე ლამაზი ხარ ვიდრე წარმოგიდგენია
-კარგი რა...
-მე თუ ასე გხედავ დანაშაულია?
-არ არის
-ხოდა გამიღიმე
გავუღიმე მან კი გვერდულად გამიღიმა შემდეგ კი ერთმანეთს ტუჩებში ვაკოცეთ.

უკვე დაღამებული იყო როცა მე და ანდრო საწოლზე ვიწექით და მისმა ტელეფონმა დარეკა.
ზარს როგორც კი უპასუხა აივანზე გავიდა რამდენიმე წუთში კი ძალიან ანერვიულებული შემოვიდა ოთახში
-რა მოხდა?
-ირაკლის საქმეზე დამირეკეს..
-მერე?
-მამაჩემია ჩარეული.

Infected with loveWhere stories live. Discover now