IX

1.7K 90 2
                                    

- ულამაზესი ხარ!
- მადლობა ანდრო...
ანდრომ გამიღიმა, წამოდგა და ხატვა დაიწყო. ანდროს გრძელ თითებში ფუნჯი იმაზე სექსუალურად გამოყურებოდა ვიდრე წარმომედგინა. ვერასდროს წარმოვიდგენდი ანდროსნაირ ბიჭს მსგავს ამპლუაში...
- დიდიხანია ხატავ?
- 5 წლიდან. ჩემი მეხუთე დაბადების დღე იყო, პირველად აკვარელით ხატვა რომ დავიწყე. მართალია შედევრები არ გამომდიოდა, მაგრამ იმ დღის შემდეგ სულ საღებავებით ვხატავ...
- აქამდე რამდენი ადამიანი გყავს დახატული?
- შენ მეორე ხარ.
- პირველი ვინ იყო?
ანდრომ თვალებში შემომხედა, ცოტახანს ხმას არ ვიღებდით. არ ვიცი რაზე ფიქრობდა მაგრამ იმას მივხვდი რომ ეს კითხვა არ უნდა დამესვა...
- ბიდიში რომ გკითხე, არ ხარ ვალდებული მიპასუხო, რამე სხვაზე ვისაუბროთ...
- რატომ მაინც და მაინც ხუთშაბათი?
- რა? ვერ მივხვდი რას გულისხმობ...
- რატომ არის მაინც და მაინც ხუთშაბათი შენი საყვარელი დღე? კვირაში ხომ შვიდი დღეა.
- იმიტომ რომ, ხუთშაბათი მამაჩემის დასვენების ერთადერთი დღე იყო და მხოლოდ იმ დღეს ვატარებდით ერთად დროს... ყოველთვის მეუბნებოდა რომ მისთვის დასვენება, ჩემთან ერთად დროის გატარებასთან ასოცირდებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ არ დავარღვიე ტრადიცია, მხოლოდ ხუთშაბათ დღეს ვისვენებ და იმას ვაკეთებ რაც სიამოვნებას მანიჭებს.
სიმართლეს გეტყვით, ასეთი გულწრფელი არავისთან არასდროს ვყოფილვარ. ჩემი თავის მიკვრის, ანდროსთან ასეთი გახსნილი რომ ვარ. ის სხვანაირია, მასთან ყველაფერზე საუბარი შემიძლია და ვიცი რომ ამას არასდროს ვინანებ.
- როდესაც დაიღუპა რამდენი წლის იყავი?
- 14-ის.
ანდროს რაღაცის თქმა უნდადოდა როდესაც ჩემმა ტელეფონა დარეკა.
Facetime-ით დედა მირეკავდა. მისი სახელის დანახვისას თვალები სიხარულისგანნ გამიფართოვდა. ალბათ გიკვირთ აქამდე რატომ არ მიხსენებია დედაჩემი. ის საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდა მას შემდეგ რაც მამაჩემი დაიღუპა. რა თქმა უნდა თავიდან ძალიან მიჭირდა მშობლების გარეშე, მაგრამ როგორც აღვნიშნე ირაკლი ბიძია ზრუნავდა ჩემზე, მისი დახმარებით შევეგუე ასეთ ცხოვრებას... ანდროს გავხედე, ის გაოცებული მიყურებდა, თითის ტუჩთან მიდებით ვანიშნე რომ ჩუმად ყოფილიყო, მე კი ზარს ვუპასუხე.
- ჩემო ლამაზო! როგორ ხარ?
- კარგად დედიი, შენ?
- მეც კარგად... აბა რა ხდება ახალი, სად დაიკარგე, სულ რომ გადამივიწყე - ნაწყენი ხმით მითხრა დედამ.
- ბოდიში დე, ვერ ვიცლიდი.. ირაკლისთან დავიწყე მუშაობა და...
- ხო ეგ ამბავი გავიგე უკვე, ირაკლის რომ ველაპარაკე მაშინ მითხრა.
- შენ რას შვრები დეე? ძალიან მომენატრე...
- მეც ძალიან მომენატრე ჩემო კუკუშა...
- დედაა..!
ანდროსკენ მივიხედე, ის კი იღიმოდა.
- მაინტერესებს ჩემი კუკუშა შიშველი რატომ არის - სიცილით მკითხა.
- დეე... იციი... აბაზანაში ვაპირებდი შესვლ...
- ხომ იცი ჩემი მოტყუება არასდროს გამოგდიოდა - გაიცინა და გააგრძელა - ალბათ ცუდ დროს დაგირეკე ხომ? - მაცდუნებელი ხმით მითხრა და თვალი ჩამიკრა.
- დეე...
- კარგი ლოლიტა ჩუმად ვარ, უბრალოდ ერთს გკითხავ, ჩემს შემოთავაზებაზე ხომ ფიქრობ?
- კი, კი. ახლა არ გვინდა მაგაზე საუბარი დე...
- ამ საკითხს დავუბრუნდებით ხომ იცი?
- ვიცი დედა...
- კარგი, წავედი ახლა, მოგვიანებით დაგირეკავ და ნუ დაიკარგები ხოლმე...
- ჰო ვიცი... მიყვარხარ ძალიან.
- მეც უზომოდ.
ტელეფონი გვერდზე გადავდე და ანდროს მივუტრიალდი.
- "ჩემო კუკუშა"? - სიცილს ძლივს იკავებდა.
- ანდრო...
გავუღიმე და იმავე პოზაში დავჯექი.
- ძალიან საყვარელი დედა გყავს.
- მადლობა... თვითონაც მასე ფიქრობს.
- დიდიხანია წასულია?
- მამას გარდაცვალების შემდეგ მალევე წავიდა...
- ვწუხვარ...
- არაფერია... დიდიხანია მივეჩვიე...
- 13 წლის ვიყავი... როდესაც დედაჩემი დაიღუპა... ის იყო პირველი ადამიანი ვინც დავხატე...
- რა მოუვიდა?
- ავთვისებიანი სიმსივნე...
- ვწუხვარ ანდრო... ძალიან ვწუხვარ...
მასთან ახლოს მივედი, მის თვალებში სევდა და ტკივილი იკითხებოდა. მინდოდა რამით მენუგეშებინა, ამიტომ სახეზე ხელით ნაზად მოვეფერე, შემდეგ კი ტუჩებში ვაკოცე.
ანდრომ ხელი წელზე შემომხვია და მანაც დამიბრუნა კოცნა...
მისი შეხება...
კოცნა...
თვალები...
ეს ყველაფერი ზუსტად ის იყო, რაც მჭირდებოდა... რასაც მთელი ცხოვრება ვეძებდი...
ეს ის მომენტი იყო, როდესაც მუცელში პეპლებმა ფრიალი დაიწყეს...
უკვე იმის გაანალიზებას ვიწყებდი რომ, ანდრო აბაზაძე შემიყვარდა...

Infected with loveWhere stories live. Discover now