VII

1.8K 89 10
                                    

პარასკევს ბარის გაღება მე მევალებოდა, სწორედ ამიტომ ჩვეულებრივზე უფრო ადრე ავდექი, მოვწესრიგდი და სამსახურში წავედი.
ანდროზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი, ყველაზე ძალიან კი ეს კითხვა მაწუხებდა "უნდა მეთქვა თუ არა ის ყველაფერი მისთვის, რაც გასულ ღამეს ვუთხარი?". ფიქრებიდან რომ გამოვერკვიე უკვე ბარის კართან აღმოვჩნდი.
ბარი როდესაც გავაღე, იქაურობის დალაგება დავიწყე. სულ მალე ირაკლიც მოვიდა და დახმარება შემომთავაზა.
- იციი, მგონი შენი ინფორმაცია, რომ აბაზაძეები ბარის ყიდვას აპირებდნენ, მცდარი აღმოჩნდა.
- საიდან მოიტანე? ნებისმიერ დღეს შეუძლიათ მოსვლა და თქვენთვის ამ ყველაფრის წართმევა.
- გუშინ... - ვერ დაამთავრა სათქმელი როდესაც ტელეფონზე დაურეკეს და ისევ სასწრაფოდ საქმეზე წასვლა მოუწია.
ბარში ისევ მე და ორი ჩემი კოლეგა დავრჩით, სიმართლეს გეტყვით, დღეს ბევრი ხალხია მოსული. მიყვარს ასეთი დღეები, ათასნაირი ხალხი შემოსის, მათთვის დაკვირვებაში კი დრო უფრო სწრაფად გადის, თან ყურადღებაც გადამაქვს და არ ვფიქრობ სხვა რაღაცებზე... ვიღაცებზე...
- იქნებ ვინმე მომემსახუროს, რამდენი ხან უნდა გელოდოთ - უხეშად თქვა ვიღაც უცნობმა.
- რას ინებებთ?
- ერთი ჭიქა რომი მომიტანე!
მალევე მივუტანე შეკვეთა, მინდოდა მალე გამოვსულიყავი მისგან, მგონი მთვრალი იყო ან ზოგადად არის ასეთი აგრესიული. ერთი ის ვიცი რომ ნამდვილად არ მოვუთმენდი თავიდანვე, რომ არა ჩემი სამსახური.
"კლიენტი ყოველთვის მართალია" - ამას ეუბნებოდა ირაკლი ყველა თავის თანამშრომელს, მაგრამ რეალურად ამ ფრაზის გამო კი არ ვიკავებ თავს, არამედ ირაკლის პატივისცემის გამო.
- მე ვიცი ვინც ხარ.
- უკაცრავად?
- ორი წუთით აქ დაჯექი.
- თუ კიდევ რამე გნებავთ მითხარით, თუ არადა სხვა კლიენტებიც მელოდებიან.
- სხვა კლიენტები რომ გაიგებენ აბაზაძე ვარ მოიცდიან - მითხრა და გამიღიმა.
- აბაზაძე?
- დიახ, დიახ. მაშ, ჯდები თუ არა?
ღრმად ამოვისუნთქე და მის წინ დავჯექი, ის კი სასმელს მიირთმევდა, ხმას არ იღებდა
- რამეზე უნდა მესაუბროთ?
- წვეულების მოწყობა გვინდა თქვენს კაფე-ბარში. ძალიან დააინტერესა აქაურობა ჩემს ოჯახს... მომხდარის შემდეგ მითუმეტეს.
- იცით, ახლა უფროსი აქ არ არის, თქვენს სახელსა და ნომერს ჩავინიშნავ და საღამოს შეგეხმიანებათ.
- უფროსი?
- დიახ. ირაკლი ბიძია.
- ააა... ის მოხუცი? - თქვა და ირონიულად ჩაიცინა.
- "ის მოხუცი" არა. მას სახელი აქვს და ამავდროულად ამ ადგილის მეპატრონეა. ახლა კი ნახვამდის.
მან ისევ ჩაიცინა, შემდეგ ადგა და ბარიდან გავიდა.
კი მაგრამ, რამდენი აბაზაძეა ამ ქალაქში? ანდროს ძმა იყო ის? თავში ათასნაირი კითხვა მიტრიალებდა..
ფიქრებიდან ირაკლი ბიძიას ხმამ გამომაფხიზლა. მას ყველაფერი ვუამბე, როგორც ირაკლიმ თქვა, საღამოს დაუკავშირდებოდა და დეტალებს ხვალ გამაცნობდა.
ნეტა ანდრო იქნება წვეულებაზე? ან საერთოდ რას შეეხება ეს წვეულება? და რატომ მაინც და მაინც ირაკლის ბარი...
აბაზეების ოჯახზე ფიქრში დრო ვერც კი შევნიშნე ისე მალე გავიდა.
საღამოს ბარში მხოლოდ მე და ირაკლი დავრჩით.
- ირაკლი ბიძია, დღეს დილით რაღაცის თქმას აპირებდით და ვერ მოასწარით.
- კი, კი მახსოვს. გუშინ საქმეზე რომ ვიყავი წასული ხომ გახსვოს?
- კი მახსოვს.
- თურმე, ჩემი ბარი ვიღაც ახალგაზრდა მხატვარმა ანონიმურად იყიდა, ამ ყველაფერთან ერთად კი რემონტისთვის საკმარისზე ბევრად მეტი თანხაც კი დაგვიტოვა...
ბედნიერებისგან ვიკივლე და ირაკლის ჩავეხუტე.
- ანუ რა გამოდის, გადავრჩით?
- ეგრე გამოდის ლოლიტა!
- რა ბედნიერებაა!!!!
დიდხანს ვისაუბრეთ მე და ირაკლიმ. წარსულიდან ბედნიერ მომენტებს ვიხსენებდით. ბოლოს ბარი ერთად დავკეტეთ და სახლებისკენ გავეშურეთ.

სახლში მისვლისას დიდხანს ვფიქრობდი იმ ადამიანზე, ვინც ბარი იყიდა... რატომ ანონიმურად?
დიდხნიანი ფიქრის შემდგომ ირაკლის სიტყვებს ვიხსენებდი "...ვიღაც ახალგაზრდა მხატვარმა ანონიმურად იყიდა..."
ახალგაზრდა მხატვარმა??
მაშინვე გამინათდა გონება...
ეს ხომ შესაძლებელია...
შეიძლება ის მხატვარი ანდრო იყოს...
სასწრაფოდ უნდა ვნახო და გავარკვიო ყველაფერი.
ირაკლის დავურეკე და ვთხოვე ხვალ ჩემს მაგივრად ვინმე სხვას ემუშავა, რაზეც უარი რა თქმა უნდა არ მითხრა...
მოვიძიე აბაზაძეების მისამართი და გადავწყვიტე ხვალ მანდ მივსულიყავი და ანდრო მენახა.
თუ ნამდვილად ის იყო ბარის ახალი მეპატრონე და ირაკლი ბიძიას გადამრჩენელი, აუცილებლად უნდა დავლაპარაკებოდი და ბოდიში მომეხადა... რის შემდეგაც ჩვენს შორის ყველაფერი შეიცვლებოდა...

Infected with loveWhere stories live. Discover now