V

1.8K 95 7
                                    

მანქანიდან გადმოვედი და სასწრაფოდ ჩემი სადარბაზოსკენ წავედი, ანდროც გადმოვიდა და მთელი ძალით მანქანის კარი მიაჯახუნა.
- ლოლიტა! მოიცადე - მას საერთოდ არ ვუსმენდი, უბრალოდ ვაგრძელებდი სიარულს.
- ლოლიტა!!! - ხმამაღლა დამიყვირა ანდრომ.
- ნუ მიყვირი! შეიძლება თქვენ აქ ყველაზე მოქმედებთ და ყველას ისე "ატრიალებთ" როგორც გინდათ, მაგრამ ჩემთან ეგ არ გაჭრის! ჩემს გაკონტროლებას ვერ შეძლებთ და ვერც ჩემს საყვარელ ადამიანებს ვერ შეეხებით!
ანდროს ხელი ჯიბეში ჩაედო და ჩემსკენ გაფითრებული და გაბრაზებული სახით მოდიოდა. როდესაც ანდრო მომიახლოვდა თვალებში არ ვუყურებდი, არ მინდოდა მის თვალებში ჩამეხედა და გადავკარგულიყავი სადღაც... სადაც რეალობას მოვწყდებოდი და თავზე კონტროლს დავკარგავდი. მინდოდა ბოლომდე ჩემს პოზიციაზე დავრჩენილიყავი, რადგან ანდროს თვალები ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს, თითქოს უსუსურს მხდის მის წინააღმდეგ...
- შემომხედე, ლოლიტა, შემომხედეეე... - ნელ-ნელა მოთმინებას კარგავდა, მაგრამ მე ხმას არ ვიღებდი - ლოლიტა... - ამჯერად წყნარი ხმით გაიმეორა ჩემი სახელი.
კვლავ, უპასუხოდ დავტოვე მისი საუბარი. როგორც ჩამს ჩემი ეს ქმედება ძალიან აღიზიანებდა. ჩვენს შორის სიჩუმე ჩამოვარდა, არასდროს მიყვარდა ასეთი სიჩუმე. სწორედ ამიტომ ყოველთვის მე ვარღვევ სიჩუმეს და საუბარს ვიწყებ, თუმცა ეს სიტუაცია სხვებს არ გავდა. ახლა არ მინდოდა არც ანდროს ყურება და არც მასთან საუბარი მას შემდეგ რაც მათ ჩაიდინეს...

20 საათის წინ:
როდესაც ჩვენი ტუჩები საბოლოოდ ერთმანეთს მოშორდა, მინდოდა რომ ეს ყველაფერი ხელახლა მომხდარიყო.
- თურმე სურვილები ხდება - მითხრა ანდრომ და თავისი გრძელი თითებით სახეზე მეფერებოდა... შემდეგ ნაზად ტუჩებზე მეხებოდა და კვლავ მაკოცა..
რამდენიმე წამში ერთმანეთს თვალებში შევხედეთ.
- არ გჯეროდა სურვილების ასრულების? - ვკითხე და გავიღიმე.
- დღეიდან მჯერა - მითხრა და ლოყაზე მაკოცა, კოცნა-კოცნით ნელ-ნელა ყელთან ჩადიოდა, მე კი ხელი მის თმებში შევაცურე.
- ზედმეტად კარგი ხარ ჩემთვის - მითხრა და შემომხედა, მე კი გავუღიმე. არ ვიცოდი ამაზე რა რეაქცია უნდა მქონოდა.
შემდეგ ის სარწეველა სკამში ჩაჯდა და ხელით თავის კალთაზე მიმანიშნა. გადავწყვიტე უარი არ მეთქვა და კალთაში ჩავუჯექი, თავი კი მხარზე დავადე.
- ესე იგი ჩემს ბლოგს კითხულობ ხოლმე?
- რა თქმა უნდა - ჩემს თმებს ხელით ათამაშებდა და ისე მესაუბრებოდა.
- დიდიხანია?
- სანამ შენით  დავინტერესდებოდი იქამდე.
თავი ავწიე და გაოცებულმა თვალებში შევხედე.
- მერე? მოგწონს?
- რომ არ მომწონებოდა შენი აზრით წავიკითხავდი? - და აი მისი ირონიითა და ამავდროულად სითბოთი სავსე ღიმილი...
მხრები ავიჩეჩე და გავუღიმე
- სიგარეტი რომ მივწიო ახლაც წინააღმდეგი ხომ არ იქნები?
ღრმად ამოვისუნთქე და უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
ანდრომ სიგარეტს მოუკიდა და მოწევა დაიწყო.
ამ მომენტის გადახვევა და თავიდან ყურება რომ შემძლებოდა, ალბათ სიცოცხლის ბოლომდე დავტკბებოდი ამ მომენტით. მიუხედავად იმისა რომ სასტიკი წინააღმდეგი ვარ მოწევის, იმის ყურება თუ როგორ სექსუალურად ეწეოდა ანდრო, სიამოვნებას მგვრიდა.
- გასინჯული გაქვს? - მკითხა და ბოლი გამოუშვა.
- რა თქმა უნდა.
ანდრომ არაფერი არ მიპასუხა, სიჩუმე ჩამოვარდა თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე სიჩუმეში ყოფნა არ მიყვარს, ამიტომ ამჯერადაც მე დავარღვიე.
- მეც მინდა
ანდრომ თვალებდაწვრილებულმა შემომხედა.
სიმართლეს გეტყვით, ამ რამოდენიმე დღის განვმალობაში ანდროს ერთ-ერთი თვისება ძალიან კარგად შევისწავლე. ის ხანდახან თვალებს აწვრილებს. ამას მაშინ აკეთებს როდესაც რამეს ვერ იგებს, თვალების დაწვრილებით კი ცდილობს მიგანიშნოს რომ ახსნას ან შენს პასუხს ელოდება.
- რა გინდა?!
- სიგარეტი
- ახლავე - მითხრა და ჯიბიდან სიგარეტის კოლოფის ამოღებას აპირებდა, როდესაც გავაჩერე.
- ახალი არ მინდა, შენი მომეცი.
ანდროს გაეღიმა, აშკარად ჩემმა გადაწყვეტილებამ ძალიან მოხიბლა, თუმცა არ უყოყმანია. მაშინვე ჩემს პირთან მოიტანა ის ხელი რომელშიც სიგარეტი ეჭირა.
- სიგარეტის მოწევის დროსაც რა სექსუალური ხარ - მითხრა და გაიცინა.
მის ნათქვამზე მეც გამეცინა.
რამდენიმე საათი აივანზე გავატარეთ, ლაპარაკში.
თუმცა ეს სიამოვნება დიდხანს არ გაგრძელებულა.
უკვე ღამის სამი საათი იყო რომ საუბარი ირაკლი ბიძიას კაფე-ბარზე ჩამოვარდა.
- ძალიან მიყვარს ეგ ადგილი, ვინმემ რომ მკითხოს მსოფლიოში შენი ყველაზე საყვარელი ადგილი რომელიაო, დაუფიქრებლად ირაკლის კაფეს მივასწავლიდი - ვუთხარი გაბრწყინებული თვალებით.
- ხო, სამწუხაროა რომ მალე ეგ ადგილი აღარ იარსებებს.
- მოიცა, რა თქვი?
- მაგ ადგილის ყიდვას და დაკეტვას აპირებს მამაჩემი.
- ირაკლი არ ყიდის, შანსი არ არის, გაყიდვა რომ დაეპირა აუცილებლად მეტყოდა - ვგრძნობდი როგორ ვბრაზდებოდი.
- ჰო, არ ყიდის მაგრამ მამაჩემი ყოველთვის იმას იღებს რაც სურს...

Infected with loveDär berättelser lever. Upptäck nu