VIII

1.7K 88 2
                                    

დილით როგორც კი ავდექი, მოვემზადე და ანადროს სახლისკენ გავეშურე. მისი სახლი როგორც წარმომედგინა, დიდი იყო. იქაურობა შემოღობილი იყო მაღალი გალავნით. გარეთ კი დაცვა იდგა. განსაკუთრებით ბევრნი ჭიშკართან იდგნენ. ჭიშკრიდან უზარმაზარი ბაღი ჩანდა, ათასნაირი მცენარით მორთული, ამ ყველაფერთან ერთად ცენტრში უზარმაზარი აუზი იდგა. როდესაც იქაურობას კარგად მივუახლოვდი, რა თქმა უნდა დაცვამ გამაჩერა.
- ანდრო აბაზაძესთან ვარ მოსული.
- ბატონი ანდრო ამჟამად სახლში არ არის.
- და როდის იქნება ან სად არის ხომ ვერ მეტყვით?
- ვერა.
- ვერც ნომერს?
- ვერა ქალბატონო, მსგავს ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ.
- კარგით, კარგით.
რა უემოციო დაცვა იყო, თვალებში არც კი მიყურებდნენ. საუბრისას წარბიც კი არ შეუხრიათ. წამოვედი და ფიქრი დავიწყე, თუ სად შეიძლებოდა ის ყოფილიყო. პირველი ადგილი რომელიც გამახსენდა ის ხის სახლი იყო.
ტაქსი გამოვიძახე. იმის მიუხედავად რომ ერთხელ ვიყავი იმ ადგილას ნამყოფი, მისამართი მაინც ძალიან კარგად მახსოვდა. გზებს ძალიან ადვილად ვიმახსოვრებ. სწორედ ამიტომ ტაქსის მძღოლისთვის ადგილმდებარეობის ახსნა არ გამჭირვებია.
როდესაც ადგილზე მივედი, ანდროს მანქანა დავინახე. მძღოლს ფული გადავუხადე. იმის გამო რომ ქალაქგარეთ წაყვანაზე უარი არ მითხრა მადლობაც გადავუხადე და მანქანიდან გადმოვედი.
ღრმად ამოვისუნთქე და კარებზე დავაკაკუნე. რამოდენიმე წუთიანი მცდელობის შემდეგ კარი გაიღო და ანდროც გამოჩნდა.
სულ შავები ეცვა, ამიტომ მისი ნაცნობი სახის ნაკვთები ძალიან გამოკვეთილი მომეჩვენა.
როდესაც ანდრომ დამინახა გაკვირვებულმა შემომხედა.
- გამარჯობა...
- გამარჯობა ლოლიტა.
- სახლში შემოსვლას არ შემომთავაზებ?!
- შემოდი...
სახლში შევედი და ანდროსკენ მივტრიალდი, მან კარი მიხურა და მოტრიალდა.
- რამე მოხდა? აქ რატომ მიხვედი?
- შენთან ლაპარაკი მინდოდა მაგრამ სახლში არ იყავი, შემდეგ ეს ადგილი გამახსენდა და მაშინვე აქ წამოვედი...
- კარგი, წამო იქ დავსხდეთ.
ხელით მისაღებ ოთახზე მიმანიშნა.
ერთმანეთის პირისპირ დავსხედით.
- პირველ რიგში, პატიება მინდა გთხოვო... ბოლოს ძალიან უხეშად გელაპარაკე... არ იმსახურებდი - გავუღიმე და საუბარი გავაგრძელე - შენ იყიდე ირაკლის კაფე-ბარი?
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს?!
- ჩემთვის ძალიან დიდი ანდრო.
- მე ვიყიდე. როგორ მიხვდი?
- "თურმე, ჩემი ბარი ვიღაც ახალგაზრდა მხატვარმა ანონიმურად იყიდა" - ვეცადე ჩემი ხმა ირაკლის ხმისთვის მიმემსგავსებინა.
- რაა? ვერ მივხვდი.
- ირაკლიმ როდესაც ეს სიტყვები მითხ...
- აა ანუ წეღან ირაკლის იმიტაცია გააკეთე?
- მაქსიმალურად ვეცადე
ანდროს გაეღიმა. ამ მომენტში გავაცნობიერე რომ მის მარჯვენა ლოყაზე ის ჩაღრმავება ძალიან მენატრებოდა, რომელიც მხოლოდ ღიმილის დროს გამოჩნდებოდა ხოლმე.
- კიდევ მინდა რაღაც გითხრა.
ანდროსთან ახლოს გადავჯექი და თვალებში შევხედე, მისი გაფართოვებული თვალები რომ დავინახე გამეღიმა.
- რაღაცნაირად მომენატრე.
ერთმანეთს ვუღიმოდით, ანდრომ თმები ყურთან გადამიწია, ახლოს მოიწია და ლოყაზე მაკოცა.
- "რაღაცნაირად" მეც.
- დიდიხანია აქ ხარ?
- არა, მხოლოდ ორი დღეა. ისე აქ რომ არ ვყოფილიყავი რას იზამდი? - სიცილნარევი ხმით მკითხა.
- ადრე თუ გვიან ხომ გამოჩნდებოდი.
- ალბათ... გავიგე ირაკლისთან დაგიწყია მუშაობა.
- კი. ანუ ახლა გამოდის რომ ჩემი უფროსი ხარ?
ორივეს გაგვეცინა, ანდრომ ხელი მომკიდა და კალთაში ჩამისვა.
- ეგრე გამოდის...
ანდროს თმებზე ვეთამაშებოდი, ის კი თვალებს არ მაშორებდა.
- იცი ლოლიტა, არასდროს გავუგიჟებივარ ქალის ტუჩებს, მაგრამ შენ...
ანდრომ თავისი გრძელი თითები ჩემს ტუჩებს შეახო და ცერა თითს ტუჩებზე ნაზად მისვამდა.
- ანდრო...
- რა იყო, ლოლიტა - ჩურჩულით მკითხა.
ანდრომ თავისი ტუჩები ჩემსას ნაზად შეახო, შემდეგ თვალებში შემომხედა და თბილად გამიღიმა.
მთელი საღამო საუბარში გავატარეთ, ანდრომ თავისი რამოდენიმე ნახატი მაჩვენა, მინდა ვაღიარო რომ არაჩვეულებრივი მხატვარია. დღეს გადავწყვიტეთ აქ დავრჩენილიყავით.
- შესანიშნავად ხატავ ანდრო.
- მადლობა... გინდა დაგხატო?
- ახლა?
- რატომაც არა.
ანდრო წამოდგა, მოლბერტი, ფუნჯი და სახატავი ტილო მოიტანა.
- ოღონდ ერთი პირობით დაგხატავ.
- რა პირობით?
- მინდა შენი სხეულის თითოეული ნაწილი დავინახო და შემდეგ ტილოზე აღვბეჭდო.
- ამმ... არვიცი...
- კარგი მაშინ არ დაგხატავ - ეშმაკურად გამიღიმა.
ავდექი და ტანსაცმლის გახდა დავიწყე, მეგონა შემრცხვებოდა ანდროს წინ შიშველი დგომა, მაგრამ არა...
არც ანდროს ჰქონია არავითარი რეაქცია, რამაც ძალიან მომხიბლა.
ანდრომ ოთახის ცენტრში სკამი დადგა.
- აი იქ დაჯექი.
დავჯექი თუმცა ჩემი მოუხერხებლობისა და მოუქნელობის გამო იმ პოზაში ვერ დავჯექი, რომელშიც ანდროს უნდოდა რომ დავეხატე.
- დაგეხმარები.
ანდრო მომიახლოვდა, ხელი მომკიდა და საჭირო პოზაში დამსვა.
სიმართლეს გეტყვით, მისი შეხება წელსა და ფეხებზე სიამოვნებას მგვრიდა. როდესაც საბოლოოდ სასურველ პოზიციაში დავჯექი, ჩემს წინ მუხლებზე დადგა, თვალებში შემომხედა და ხელები შიშველ მუხლებზე დამაწყო...
- ულამაზესი ხარ!

Infected with loveWhere stories live. Discover now