IV

2.2K 105 5
                                    

"დღეს გიამბობთ ერთ "ჭრელთვალება" ბიჭზე, რომელსაც პირველად 1 აგვისტოს შევხვდი. ღია წაბლისფერი თმა აქვს, რომელიც კისერზე ნაზად ეფინება... პირველივე წამებში დავიმახსოვრე მისი სახის ყველა ნაკვთი, განსაკუთრებით მომხიბლა მისმა წვეტიანმა ყბის ძვლებმა და გამოკვეთილმა ყვრიმალებმა. ამასთანავე ძალიან მაღალია... სიგარეტის ღერი მის გრძელ თითებში კი ძალიან სექსუალურად გამოიყურება. მის გარეგნობას არანაკლებ ჩამოუვარდებოდა მისი ჩაცმულობა.
1 აგვისტოს, როდესაც პირველად შევხვდი კლასიკურად ეცვა... თეთრი პერანგი, ყელთან ცოტათი შეხსნილი, ტილოს შარვალი და შავი ფეხსაცმელი. სიმართლეს გეტყვით, ძალიან უხდებოდა... მაგრამ, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მისმა თვალებმა მოახდინა. დასაწყისში ვახსენე სიტყვა "ჭრელთვალება", ალბათ გეგონათ რომ გადატანითი მნიშვნელობით ვთქვი, მაგრამ შეცდით. მის თვალებში მინიმუმ სამი ფერის დანახვაა შესაძლებელი. თვალები კი, როგორც ვიცით, მრავლისმთქმელია. ყველაფერთან ერთად ის ძალიან ჯიუტი და თავში დარწმუნებული პიროვნებაა, რასაც მის ღიმილში თავისუფლად ამოიკითხავთ..."
ეს სტატია ჩემს ბლოგზე გამოვაქვეყნე და ლეპტოპი გვერდზე გადავდე. სანამ ანდროს შევხვდებოდი, ირაკლი ბიძიასთან გადავწყვიტე შევლა. მოვემზადე და წავედი.
- ჰეი ირაკლი ბიძია! - გავუღიმე და ჩავეხუტე.
- ეი, ლოლიტა. რამდენჯერ გითხარი ბიძია არ დამიძახო მეთქი - სიცილით მითხრა და გადამეხვია.
- კარგით, კარგით ვეცდები დღეიდან ირაკლი დაგიძახოთ - სიცილით ვუთხარი და დავჯექი.
- შევთანხმდით. აბა რა ხდება ახალი? რაღაც დღეს კარგ ხასიათზე მეჩვენები.
- საინტერესო არაფერი, უბრალოდ ვარ ასე - მხრები ავიჩეჩე და მზერა ავარიდე. ჩემი კარგი ხასიათის მიზეზი ხომ ანდროსთან შეხვედრა იყო, ირაკლისთვის კიდევ ამის თქმა ჯერ არ მინდოდა. არ მინდა ჩემზე ზედმეტად ინერვიულოს.
- მიხარია ბედნიერს და სიცოცხლით სავსეს რომ გხედავ - ღიმილით მითხრა და შუბლზე თბილად მაკოცა.
ირაკლისთან დიდიხანი ვიყავი, ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. მიყვარს მასთან დროის გატარება, ირაკლისთან ყოფნის დროს დრო ისე სწრაფად გადის რომ ვერასდროს ვამჩნევ ხოლმე, თუმცა არა მარტო ამის გამო... ჩემს ცხოვრებაში ირაკლი ბიძია რომ არ ყოფილიყო, მამის სიკვდილს ვერ გადავიტანდი. ამდენი წლის მანძილზე ის მამობას მიწევდა და სითბოს არ მაკლებდა. ის რომ არა, არ ვიცი ჩემი ცხოვრება როგორ წარიმართებოდა. ბოლოს ირაკლის გამოვემშვიდობე და ჩემი და ანდროს შეხვედრის ადგილას გავეშურე.
სკვერში ვხვდებოდით ერთმანეთს, მითხრა ერთ ძალიან კარგ ადგილას წაგიყვანო, ამიტომ გამოსაცვლელი ტანსაცმელიც წამოიღეო.
სკვერში როდესაც შევედი, მაშინვე ანდრო დავინახე, იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. როდესაც დამინახა სიგარეტი გადააგდო და ჩემსკენ წამოვიდა.
- დიდიხანს ხომ არ გალოდინე? - ვკითხე და თვალებში შევხედე.
- არა, რამოდენიმე წუთის წინ მოვედი - მიპასუხა და გამიღიმა.
- სად უნდა წავიდეთ?
- ძალიან კარგ ადგილას წავალთ, უბრალოდ მენდე.
- კარგიი?! - ცოტა დაეჭვებული ხმით ვუთხარი, რამაც ის გააღიმა. ღმერთო რა სიმპათიურია როდესაც იღიმის...
ანდროს მანქანაში ჩავსხედით, ანდრომ მანქანა დაქოქა და წავედით. ძალიან მინდოდა გამეგო სად მივდიოდით ამიტომ ვეღარ მოვითმინე და ვკითხე:
- სად მივდივართ? მალე მივალთ?
- დაახლოებით ნახევარ საათში.
მთელი გზა ჩუმად ვიყავით. დაახლოებით 25 წუთის შემდეგ კი მანქანა ქალაქს გასცდა.
- მოიცა, ქალაქგარეთ წასვლაზე არ დაგთანხმებულვარ.
- აბა გენდობიო? - ჩემკენ თავისი გვერდული ღიმილით მოიხედა და შემდეგ ისევ წინ მიიხედა.
- კი გენდობი, უბრალოდ...
- ნუ ნერვიულობ, დღესვე შეგვიძლია წამოვიდეთ, თუ მოგეწონება შეგვიძლია დავრჩეთ რამდენიმე დღე, შენი გადასაწყვეტია.
ღრმად ამოვისუნთქე და ხმა აღარ ამოვიღე. რამდენიმე წუთში ადგილზე ვიყავით. ანდრო მართალი იყო, ძალიან კარგ ადგილას მომიყვანა. ორსართულიანი ხის სახლი იყო, გარსს კი ტყე ერტყა.
მანქანიდან გადმოვედით და სახლში შევედით, იქაურობა ძალიან ლამაზი იყო.
- შენი სახლია?
- კი, მოგწონს?
- კი, ძალიან ლამაზია.
- შეგვიძლია ხშირად მოვდეთ ხოლმე - მითხრა და გამიღიმა. მეც საპასუხოდ გავუღიმე - მეორე სართულზე დიდი აივანია, შეგვიძლია იქ დავსხდეთ - მესაუბრებოდა და თვალებს არ მაშორებდა.
- კარგი...
სახლი სავსე იყო ნახატებითა და მცენარეებით, რამაც ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია.
- ეს ნახატები შენია?
- ყველა არა.
- შენები რომლებია? - ვკითხე.
- მოგვიანებით განახებ - მითხრა და მეორე სართულზე ავიდა. აივანზე გავიდა და მითხრა რომ მეც უკან გავყოლოდი.
ანდრო მართალი იყო, აივანი მართლაც დიდი იყო, რომელსაც ხის მაგიდა, რამოდენიმე სკამი და ერთი სარწეველა სკამი ამშვენებდა. აივნიდან მთელი ტყის ხედი იშლებოდა.
ანდრო სკამზე დაჯდა, მე კი მის მოპირდაპირედ დავჯექი. ანდრო ღიმილით მიყურებდა
- რა იყო?
- არაფერი, რა უნდა იყოს?
- ანდრო, ისევ კითხვაზე კითხვით მპასუხობ! - სიცილით ვუთხარი.
- მოდი, ახლა მე დაგისვამ შენ კითხვებს და შენ მიპასუხე გულწრფელად.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
- ოღონდ წყენებს არ ვართ კარგი?
- კარგი...
- ქალიშვილი ხარ? - მკითხა და თვალები დააწვრილა.
- ამ.. რადგან გულწრფელად უნდა გიპასუხო... მაშინ... - გავჩერდი და არ დავასრულე წინადადება, ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით.
- ჰა ახლა, ინტრიგანო, გელოდები - სიცილით მითხრა ანდრომ.
- არა, არ ვარ...
ანდროს რეაქცია არ ჰქონდა, პირიქით, თითქოს უფრო გაუბრწყინდა თვალები - სხვა პასუხს ელოდი? - სიცილით ვკითხე.
- სიმართლე გითხრა, მეგონა, ამ კითხვის გამო მომხვდებოდა.
- რა სისულელეა.
- შემდეგ კითხვას მოგვიანებით დაგისვამ.
- მოგვიანებით რამდენი რაღაც გქონია დაგეგმილი...
- შენ ჩემი გეგმების უდიდესი ნაწილი არ იცი - მითხრა და ირონიულად გაიღიმა.
- კიდევ მე ვარ ინტრიგანი ანდრო? - ვკითხე, ავდექი და აივნის მოაჯირს მივეყრდენი.
ანდროც ადგა, და ჩემს ზურგს უკან დადგა. უეცრად მისი ტუჩები ჩემს კისერთან ვიგრძენი. მისკენ მივტრიალდი, ერთამენთთან ისე ახლოს ვიდექით რომ მისი გახშირებული სუნთქვაც კი მესმოდა, წამიერად მის ტუჩებს მივაშტერდი.
- "ჭრელთვალება ბიჭი", არამგონია ინტრიგანი იყოს, ლოლიტა.
მაშინვე თვალებში შევხედე, ის კიდევ იღიმოდა და ჩემს ტუჩებს თვალებს არ აშორებდა. შემდეგ კი ღრმად ამოისუნქა, თითქოს ისეთი რამის გაკეთებას აპირებდა, რასაც საუკუნეების მანძილზე სულმოუთქმელად ელოდა. მან ჩემი სახე თავის ცივ ხელებს შორის მოიქცია და თან ნელ-ნელა მომიახლოვდა. ჩვენი ტუჩები კი ერთმანეთს შეეხო, ისე რომ ვერაფრის გაანალიზება ვერ მოვასწარი...

Infected with loveWhere stories live. Discover now