XIII

1.5K 78 7
                                    

გარეთ გავედი და ანდრო დავინახე, ეწეოდა და თან ვიღაც კაცებს ესაუბრებოდა. მასთან მივედი და მხარზე ხელი დავადე.
ის ჩემკენ მოტრიალდა და გამიღიმა.
- შეიძლება დაგელაპარაკო? - მისი ღიმილი დავაიგნირე და სერიოზული სახით ვუთხარი.
- რა თქმა უნდა - სიგარეტი გადააგდო, დაემშვიდობა ჩემთვის უცნობ ადამიანებს, ხელი მიმკიდა და ხალხს მოვშორდით.
- ახლა ვაპირებდი შიგნით შემოსვლას, მოხდა რამე?
- მამაშენს ველაპარაკე...
- მოიცა ის მოვიდა შენთან თუ შენ მიხვედი მასთან?
- რა თქმა უნდა ის მოვიდა და ბოლოს უცნაური რაღაც მითხრა.
- რაზე ილაპარაკეთ? - ანდრომ ხელები ჯიბეში ჩაიწყო და თვალებდაწვრილებულმა შემომხედა... თითქოს ანერვიულდა...
- მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი რაც მინდა არის პასუხი მის დასმულ კითხვაზე.
- ლოლიტა მომიყევი ყველაფერი თავიდან ბოლომდე, ბოლოს იმ კითხვამდეც მივალთ და ვეცდები მე გიპასუხო.
- ისეთ არაფერზე გვისაუბრია, უბრალოდ გაუკვირდა როგორ მოვახერხე შენი აქ მოყვანა... ნუ კიდევ ისიც მკითხა მე ვიყავი თუ არა იმის მიზეზი რომ ბარი შენ შეიძინე და მივახვედრე რომ ასეა.
- გასაგებია... სხვა არაფერი?
- რატომ ანერვიულდი?
- არ ავნერვიულებულვარ უბრალოდ მაინტერესებს.
- უბრალოდ გაინტერესებს? სასაცილოა... რატომ მატყუებ?
- არ გატყუებ - მითხრა და თვალები დახარა.
- "არასდროს დაინტერესებულხარ ანდრომ შენთან საქმე რატომ დაიჭირა?" ეს რას უნდა ნიშნავდეს?
ანდროს თვალები გაუფართოვდა, იქეთ-აქეთ გაიხედა და თავზე ხელი გადაისვა. როგორც ჩანს პასუხზე ფიქრობდა. სიჩუმე ჩამოვარდა ჩვენს შორის. ამ წუთებში ანდროს გრძნობებში ეჭვი შემეპარა... იმაზე ფიქრი დავიწყე რომ ის მთელი ამ დროის განმავლობაში მიყენებდა და გულწრფელი არც ერთ წამს არ ყოფილა...
- რამეს მიმალავ?
- არაფერს ლოლიტა, არაფერს... ის უბრალოდ ცდილობს რომ ჩემში ეჭვი შეგეპაროს, უნდა რომ ერთმანეთს დავშორდეთ... მას ჩვენი ურთიერთობა არ მოსწონს... ალბათ უნდა რომ დაგვაშ...
- თვალებში შემომხედე და ეგ ყველაფერი ისე მითხარი ანდრო... - გავაწყვეტინე და მის გაფითრებულ სახეს თვალს არ ვაშორებდი.
ანდრომ სახე ჩემკენ ძლივს მოატრიალა, მის თვალებს როდესაც შევხედე მივხვდი რომ ცრუობდა...
- სიმართლე მითხარი ანდრო!
ასეთ საშინელ მომენტში როდესაც ფიქრის თავიც კი არ მქონდა, უცებ საიდანღაც ტვინში ამომიტივტიდა ანდროს სიტყვები: "რა მინდა ამას მოგვიანებით გეტყვი". არასდროს დავფიქრებულვარ მის სიტყვებზე, იმის შემდეგ ხომ ყველაფერი შეიცვალა...
- ლოლიტა... - ხელზე შემეხო, თუმცა მისი შეხება ამჯერად ვეღარ მაკონტროლებდა, ხელი უკან გამოვწიე და პასუხის ველოდი.
- ესე იგი არ აპირებ არაფრის თქმას?
- ახლა არ შემიძლია...
- აბა როდის ანდრო? როდიის?? - მასზე ისეთი გაბრაზებული და ნაწყენი ვიყავი, ვერც კი ვაცნობიერებდი ხმას როგორ ვუწევდი და თავზე კონტროლს ვკარგავდი.
არ ვიცი რას მიმალავდა, მაგრამ რადგან ამ ყველაფერმა მისი ნერვიულობა გამოიწვია...
- როგორც ჩანს შენთვის არაფერს წარმოვადგენდი... - ეს ვუთხარი და სწრაფად წამოვედი. გამიმართლა, ბარის წინ ტაქსები ჩერდებიან ხოლმე. არც კი დავფიქრებულვარ, ტაქსის მძღოლს ვუთხარი რომ სასწრაფოდ წასულიყო. ტაქსში ჩამჯდარმა დავინახე როგორ წამოვიდა ჩემკენ, თუმცა ვერ მოასწრო. გაბრაზებულმა ხელი კედელს მიარტყა და ბარში შევარდა...

ცოტა ხნის შემდეგ ტაქსის მძღოლს ზუსტი მისამართი ვუთხარი და სახლში შევედი. მთელი ღამე ვერ ვიძინებდი... ვფიქრობდი ანდროზე და მის საქციელზე, მახსენდებოდა მისი გამომეტყველება როდესაც ჩემს მოტყუებას ცდილობდა და ამდენი ხნის მანძილზე მასში და მის გულწრფელობაში ეჭვი შემეპარა...
გადავწყვიტე მთელი დღე სახლში დავრჩენილიყავი. ირაკლისთან ბარში რომ მივსულიყავი ბევრ კითხვას დამისვამდა, მე კი ნამდვილად არ მინდოდა მის კითხვებზე პასუხის გაცემა, ან მისი მოტყუება მომიწევდა ან სიმართლის თქმა, რასაც ირაკლის ნერვიულობა მოყვებოდა. ეს ნამდვილად არ მინდოდა.
აივანზე ვიდექი და ყავას ვსვამდი, როდესაც ანდროს მანქანა დავინახე, რომელიც ჩემს სადარბაზოსთან გაჩერდა. ის მაშინვე მანქანიდან გადმოვიდა და სადარბაზოში შევარდა. თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. ზარს კაკუნი, ხოლო კაკუნს ძლიერი ბრახუნი მოყვა.
- ვიცი რომ სახლში ხარ, გამიღეე.
- წადიი..!
- უნდა გელაპარაკო, გამიღეე... - გასაგები გადავატრიალე თუ არა ანდროს მაშინვე სახლში შემოვარდა.
- ტელეფონი რატომ გაქვს გამორთული?
- აქ რა გინდა??
- კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ ლოლიტა! მთელი ღამე შენზე ვნერვიულობდი.
- საჩხუბრად თუ მოხვედი ჯობია ახლავე წახვიდე - უხეში ხმით ვუთხარი და ხელი კარისკენ გავიშვირე
- არა ლოლიტა, მე უბრალოდ შენთან საუბარი მინდა...
- მე კი შენი მოსმენა არ მინდა. წადი!
მისაღებ ოთახში როდესაც გავედი ანდრო თან გამომყვა. მივტრიალდი რომ რამე მეთქვა, მაგრამ მისი დალურჯებული ხელი შევამჩნიე.
- ხელზე რა გჭირს?
ანდრომ გაკვირვებულმა შემომხედა, შემდეგ ხელს დახედა და ბოლოს მზერა კვლავ ჩემზე შეაჩერა.
- არაფერია... - ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო - ყველაფრის ასახსნელად მოვედი...
სავარზელში ჩავჯექი, ანდრო კი გვერდით მომიჯდა და ხელი ხელზე დამადო. მისი მაშინვე ხელი მოვიშორე და ფანჯარასთან დავდექი და მის მომსასმენად მოვენზადე.
- გულს მტკენ ეგეთი საქციელით ლოლიტა...
- გისმენ..! შეგიძლია საუბარი დაიწყო.
- ლოლიტა... ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის თქმა და ძალიან ვნანობ...
- პირდაპირ მითხარი სათქმელი. ნუ წელავ...
- თავიდან... - დაიწყო და ღრმად ამოისუნთქა - შენთან იმიტომ კი არ მოვედი რომ შენი გაცნობა მინდოდა, არამედ...
- არამედ რააა! - ხმას ავუწიე.
- შენთან იმიტომ მოვედი რომ შენს მოსაკვლელად გამომიშვეს...

Infected with loveWhere stories live. Discover now