XVI

3.1K 127 41
                                    

-დარწმუნებული ხარ რომ ეს გეგმა გაამართლებს?-ვკითხე აღელვებულმა და თვალებში შევხედე
-არა,მაგრამ თუ არ ვცდით ვერ გავიგებთ.
-ანდრო..
-მომისმინე ლოლიტა..-ეს თქვა და თავის ლამაზ ხელებში ჩემი სახე მოიქცია
-ან ახლა,ან არასდროს.
-მეშინია.
-შენთან ვარ და ვიქნები.-მითხრა და ერთმანეთს ტუჩებში ვაკოცეთ. ამის შემდეგ კი თავდაჯერებული,ფურცლებით ხელში, შედის სახლში და მამამისს ელაპარაკება.

48 საათით ადრე
-სამაგიეროს იხდის?
-როგორც ჩანს...
-ეს უკვე ზედმეტია! სასწრაფოდ რამე უნდა მოვიფიქრო.
-მოვიფიქრო-თ.
-დარწმუნებული ხარ?
-სრულიად.
-ანდრო..
მომიახლოვდა და გვერდზე მომიჯდა.მის ლამაზ თვალებს ვუყურებდი და თითქოს ის რისი თქმაც ხმამაღლა არ შეუძლია,ის მესმოდა.
-არ ვიცი..არ ვიცი როგორ გითხრა..
-არ არის საჭირო თქმა..
ერთმანეთს ტუჩებში ვნებიანად ვაკოცეთ. მისი თბილი ტუჩები ჩემს კისერს ეხებოდა..ლავიწებს..მკერდს.. მისი გრძელი თითები ჩემს ზურგზე სრიალებდა..
ყელზე ვკოცნიდო და ისეთი თბილი იყო,რომ არაამქვეყნიურ გრძნობას მიუფლებდა.

ახლა:
ფანჯრიდან ვხედავ როგორი აღელვებულები არიან მამა-შვილი. ანდრო ფურცლებს ჰაერში ატრიალებს და განრისხებული ელაპარაკება. დემეტრე კი ბრაზდება,მაგრამ თავს იკავებს. ბოლოს ორივე დამშვიდდა,დემეტრე ანდროსთან უფრო ახლოს იწევა,საჩვენებელ თითს აწევს და რაღაცას ეტყვის.
რაღაცას,რაც ანდროს გამომეტყველებას შეცვლის.
ანდრო მამამისთან საუბრის შემდეგ ჩემთან გამოდის და სიგარეტს მოუკიდებს.
სიჩუმეა.
-მაპატიე.
-რას გულისხმობ,ანდრო?
-მაპატიე,მაგრამ ის მამაჩემია.
-რამდენიმე საათის წინ სხვა აზრზე იყავი. ახლა რა შეიცვალა?
-ეს რთული ასახსნელია,ლოლიტა..
თვალებშიც კი არ მიყურებდა ისე მესაუბრებოდა
-რა გითხრა?-ჩუმად ვკითხე
-ის,რომ ამ საბუთების გავრცელებით მე ზურგს შევაქცევდი ოჯახს. ოჯახი კი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ამ ცხოვრებაში.
-კიდევ?-აცრემლებული თვალებით ვიყურებდი,მაგრამ ის კვლავ არ მიყურებდა
-არაფერი ისეთი.
-თვალებში შემომხედე და სიმართლე მითხარი ანდრო!
რამდენიმე წუთი უძრავად ვიდექით. ველოდებოდი ანდროს და თავს ძლივს ვიკავებდი.
-ანდრო!დავუყვირე და ჩემდაუნებურად ცრემლები წამომივიდა
ბოლოს,ანდრომ თავი ჩემკენ მოატრიალა და პირდაპირ თვალებში შემომხედა. მისი მზერა..
ეს სხვანაირი გამოხედვა იყო.
თითქოს ცრემლებიც ერეოდა მის თვალებში.
მაგრამ..
ყველაფერი გასაგები იყო.
მაშინ ღრმად ამოვისუნთქე და ძლივს წარმოვთქვი ეს სიტყვები,რომლებიც,ალბათ,წერტილს სვამდა.
-ირაკლიც ჩემი ოჯახი იყო.-ვუთხარი და წამოვედი.
უკანაც არ მიმიხედავს.
არც მას დაუძახია.

Infected with loveWhere stories live. Discover now