II

2.2K 109 7
                                    

- მოიცა, ჩემი სახელი საიდან იცი??
- შენზე იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე შენ გგონია.
- მაგალითად?
- მაგალითად ის რომ ყოველ ხუთშაბათს, სწორედ ამ დროს აქ ხარ, დღიურს რომ აწარმოებ... გავაგრძელო? - მკითხა და გაიცინა.
სიმართლეს გეტყვით, ძალიან შემეშინდა, ის თურმე მთელი ამ დროის განმავლობაში მითვალთვალებდა და ახლა ვინ იცის, რა უნდა ჩემგან ან რის გაკეთებას მიპირებს.
- ე..ერთი წუთით, რა გინდა ჩემგან? - ანერვიულებული ხმით ვკითხე.
- ანერვიულდი? - გაიცინა და თვალებს არ მაშორებდა.
- კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ.
- რა მინდა ამას მოგვიანებით გეტყვი, ახლა შენ მიპასუხე, მართლა არ იცი ვინ ვარ?
- არა მეთქი.
- საინტერესოა... დალევ რამეს?
ბარისკენ გავიხედე, ირაკლი ბიძია აღელვებული მიყურებდა. როდესაც მის ანერვიულებულ სახეს ვხედავ, მეც ვღელავ, ამიტომ გავუღიმე, იმის ნიშნად რომ ყველაფერი კარგად იყო.
- შენი ვინ არის? - მკითხა.
- ოჰო, აბა ყველაფერი ვიცი შენზეო?
- ეგ არ მითქვამს - გაიღიმა.
- ყავას დავლევ.
- კაპუჩინოს ხომ?
- საიდ... - არ დამამთავრებინა საუბარი, გაიღიმა და მიმტანს უთხრა ჩვენი შეკვეთა.
იმდენი კითხვა გამიჩნდა, ერთადერთი რამ რაც დაზუსტებით ვიცი, არის ის რომ მასზე ყველაფერი დაწვრილებით უნდა გავიგო.
- წერა გიყვარს ხომ?
- კი, შენ რა გიყვარს?
- ხატვა - მითხრა, მაგიდას უყურებდა და სიგარეტის ღერს ათამაშებდა.
ამასობაში ჩვენი შეკვეთა მოიტანეს, ორმაგი ვისკი და კაპუჩინო.
- როდის მეტყვი რა გინდა ჩემგან? - ვკითხე და დაბლითა ტუჩზე ვიკბინე.
მაკვირდებოდა შემდეგ თავზე ხელი გადაისვა და მითხრა:
- ნუ შვრები ეგრე.
- როგორ?
- ტუჩზე ვამბობ.
- ასე? - გავიმეორე და გავიცინე.
- ხო მასე.
- რატომ?
- იმიტომ რომ საშინლად მინდება გაკოცო.
- არ მიცნობ და ჩემი კოცნა გინდება... სისულელეა.
თვალები გადავატრიალე და ჩემი კაპუჩინო დავლიე.
- შენი კოცნის სურვილი არ არის სისულელე.
- რადგან ჩემზე რაღაც-რაღაცები იცი, იმას არ ნიშნავს რომ მიცნობ და მითუმეტეს რომ შეგიძლია მაკოცო.
- აუცილებელია გიცნობდე რომ გაკოცო?
ხმა არ ამოვიღე, ჩემს ჭიქას ვუყურებდი.
- უნდა წავიდე - ვთქვი და ჩემი ნივთები ავიღე.
- როგორც წესი ამ დროს არ მიდიხარ ხოლმე.
- "როგორც წესი" ამ დროს აქ მარტო ვზივარ ხოლმე - მადლობა გადავუხადე ყავისთვის და ბარისკენ წავედი. ირაკლი ბიძიას ჩავეხუტე, ვუთხარი რომ ყველაფერი კარგად იყო და წამოვედი.
ირაკლი ბიძიას სახეზე ყოველთვის ეტყობა როდესაც რაღაც რიგზე არ არის, ახლაც ზუსტად მსგავსი სახე ჰქონდა. ვგრძნობდი რომ მან რაღაც იცოდა ამ ბიჭზე და ამას აუცილებლად გავიგებ.

გარეთ რომ გავედი შევნიშნე რომ უკვე დაბნელებულა, ამიტომ გადავწყვიტე სახლში სავსულიყავი. როდესაც უკან მივიხედე, ის კაფის კართან იდგა და ეწეოდა. მინდა აღვნიშნო რომ საგრძნობლად მაღალია. მიყურებდა და თან გვერდულად იღიმოდა.

მეორე დღეს ჩემი გრაფიკი დავარღვიე, უფრო სწორად რომ ვთქვათ, გუშინ მან დაარღვია ჩემი წესები.
2 საათი იყო როდესაც კაფეში შევედი და ბართან დავჯექი.
- ირაკლი ბიძია, ვინ იყო გუშინ ის ადამიანი?
- ამდენი ხანი იქ რომ იჯექით, თავისი ვინაობა არ გითხრა?
- არა, სიმართლე გითხრათ, მე არ დავინტერესებულვარ, მაგრამ როგორც მივხვდი თქვენ იცით რაღაც, ამიტომ გისმენთ.
- აბაზაძეების ოჯხზე გსმენია რამე?
- არა...
- აბაზაძეები ამ ქალაქში ყველაზე გავლენიანები არიან. ის ბიჭი რომელიც გუშინ გესაუბრებოდა ისიც აბაზაძეა. არ ვიცი რაზე საუბრობრობდით, მაგრამ ის ბიჭი კარგს არაფერს მოგიტანს ლოლიტა. თავი შორს დაიჭირე მისგან.
ცოტახანი ირაკლი ბიძიასთან ვიყავი, მომიყვა აბაზაძეების შესახებ, თურმე მათი ნებართვის გარეშე ქალაქში ზედმეტად არაფერი კეთდება. ქალაქში შემოსული და წასული ადამიანების რაოდენობასაც კი აკონტროლებენ და როგორც ირაკლი ბიძიამ მითხრა, მათ ამ ქალაქში მცხოვრები ყველა ადამიანის ვინაობა იციან. აი თურმე საიდან იციოდა მან ჩემზე ამდენი რამ.
მიუხედავად იმისა რომ ირაკლი ბიძიამ გამაფრთხილა რომ აბაზაძეებისგან თავი შორს დამეჭირა, ცნობისმოყვარეობა მაინც თავისას შვრება, ერთი სული მქონდა რომ უფრო მეტი გამეგო ამ იჯახზე და სიმართლეს გეტყვით, მისი ნახვა კიდევ მინდოდა.

დრო ძალიან სწრაფად გავიდა, ვერც კი შევნიშნე როგორ დაბნელდა.
სახლისკენ მიმავალ გზაზე სიჩუმე იყო.
სადარბაზოსთან ერთი სკამი დგას, მას ვუახლოვდებოდი როდესაც შავი სილუეტი დავინახე. რა თქმა უნდა ყურადღება არ მივაქციე და სიარული განვაგრძე. სადარბაზოში შევდიოდი როდესაც ის ნაცნობი ხმა გავიგონე.
- ისე ჩამივლი გვერდზე რომ არც მომესალმები?
უცნობისკენ მივიხედე... ის იყო.

Infected with loveDär berättelser lever. Upptäck nu