XI

1.6K 85 1
                                    

15 აგვისტო, ხუთშაბათი:
თორმეტს გადასცდა, ანუ უკვე ხუთშაბათია. ანდროს შევთავაზე რომ დარჩენილიყო, მაგრამ მან სახლში წასვლა მოინდომა. შევთანხმდით რომ საღამოს ის გამომივლიდა და ერთად მივიდოდით წვეულებაზე. ახლა კი ბარში მივდივარ. გული მიგრძნობს დღევანდელი დღე ძალიან დამღლელი იქნება.
- დილა მშვიდობისა ლოლიტა. აბა როგორ ხარ?
- კარგად ირაკლი, თქვენ?
- მეც კარგად.
ბარში ბევრი საქმე იყო.
თურმე გუშინ ირაკლიმ ყველა თავის თანამშრომელს დაურეკა და დასახმარებლად დაიბარა. ისინიც კი მოვიდნენ ვისი ცვლაც არ იყო. მართალია ბევრი საქმე იყო მაგრამ ბევრნი ვიყავით, შესაბამისად მალე მოვრჩებოდით.
- ლალი დეიდასთან ერთად მოდიხართ დღეს? - ვკითხე ირაკლის.
ლალი ირაკლის მეუღლეა, ირაკლიზე არანაკლებ კეთილი და თბილი ადამიანი.
პატარა რომ ვიყავი თავის გამომცხვარ ღვეზელებზე ყოველთვის მპატიჟებდა. იმის მიუხედავად რომ იქ ჭამისგან "ვსკდებოდი", სახლშიც ბლომად მატანდა ხოლმე.
- დიახ, მასთან ერთად მოვდივარ, ალბათ უკვე დაიწყო გაპრანჭვა - სიცილნარევი ხმით მიპასუხა ირაკლიმ. მეც საპასუხოდ გავუღიმე
სიმართლეს გეტყვით, ძალიან გამიხარდა ირაკლიმ იგივე კითხვა რომ არ დამისვა.
მართალია, ამ საღამოს ანდროსთან ერთად მაინც დამინახავდა, მაგრამ დღის დასაწყისში აღელვებული ირაკლის დანახვა ნამდვილად არ მაწყობდა. საღამოს კი იმის ალბათობა რომ ის შენიშნავს ვინ არის ჩემი პარტნიორი, ძალიან მცირეა. მაგრამ მე ისეთი ბედი მაქვს, შეამჩნევს და ძალიანაც გამიბრაზდება.
ვიცი, ძალიან ცუდად ვიქცევი მას რომ ჩემი და ანდროს შესახებ ვუმალავ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.
ირაკლიმ თავიდანვე გამაფრთხილა რომ ანდროსგან თავი შორს დამეჭირა და წარმოიდგინეთ დღეს რა რეაქცია ექნება, მასთან ერთად რომ დამინახავს...
მოკლედ, ბარი უკვე მზად იყო წვეულებისთვის.
დღევანდელი ირაკლის ბარი საერთოდ არ ჰგავდა იმ ბარს სასაც ყოველ ხუთშაბათს მოვდიოდი ხოლმე. ყველაფერი ძალიან შეცვლილი იყო. იქაურობა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.
თუმცა დიზაინში ჩვენ წვლილი არ მიგვიძღვის. აბაზაძეებმა სპეციალურად პროფესიონალი დიზაინერები დაიქირავს და მთავარი სამუშაო მათ გააკეთეს.
საქმეს როგორც კი მოვრჩით, მაშინვე წამოვედი იქიდან.
ყველაზე მთავარი საქმე კი წინ მქონდა, ანდროსთვის საჩუქარი უნდა შემერჩია, შემდეგ კი თავად მე უნდა მოვმზადებულიყავი.
დიდხანს ვფიქრობდი ანდროს საჩუქარზე. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცოტა დრო მქონდა, მაინც შევძელი და ავარჩიე ანდროსთვის შესაფერისი საჩუქარი და მის მომზადებას შევუდექი.
ყველაზე მეტად, მაინც ანდროს რეაქციაზე ვნერვიულობ. არ ვიცი რამდენად მოეწონება, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, ანდროს რომც არ მოეწონოს მაინც ძალიან კარგი რეაქცია ექნება.

Infected with loveWhere stories live. Discover now