XII

1.6K 76 1
                                    

მე და ანდრო ბართან ახლოს დავდექით. ვაღიარებ, ამდენი ხალხისთვის ინტერესის სფერო არასდროს ვყოფილვარ, ამიტომ რაღაცნაირად მესიამოვნა ის მომენტი, როდესაც ყველა მე და ანდროს გვიყურებდა. საბედნიეროდ, ირაკლის ვერსად ვერ ვხედავდი. დიდი იმედი მქონდა რომ წვეულების დასრულებამდე ის მე დ ანდროს ერთან არ დაგვინახავდა.
- რაზე ფიქრობ? - მკითხა და თან სტუმრებს აკვირდებოდა.
- არაფერზე.
- ხომ არ ნერვიულობ? - დაწვრილებული თვალებით მზერა ჩემზე შეაჩერა.
- სიმართლე რომ გითხრა, ცოტა...
- ცოტას მეც ვნერვიულობ, ამიტომ გთხოვ შენ მაინც დამშვიდდი.
- ან შეგვიძლია ორივემ ერთად ვინერვიულოთ - გამიღიმა და თავისთვის ორმაგი ვისკი, ხოლო ჩემთვის კი მოჰიტო შეუკვეთა.
ყველაზე მეტად ის მაკვირვებდა რომ აქ მყოფთაგან ყველამ იცოდა წვეულების გამართვის მიზეზი, თუმცა არც ერთი არ ულოცავდა ანდროს დაბადების დღეს.
- რატომ არავინ გილოცავს?
- ჯერ მამაჩემისგან ელიან მოლოცვას...
- ესე ეშინიათ?
- დაახლოებით.
- როდესაც შემოვედით სადმე დაინახე შენები?
- არა, არავისთვის არ შემიხედავს.
ლაპარაკში ვიყავით გართულები როდესაც ანდროს მომენტალურად ხასიათი შეეცვალა და დასერიოზულდა. ის უბრალოდ გაჩუმდა, ხელი ჯიბეში ჩაიდო და ჩემს უკან იყურებოდა... როდესაც მეც უკან მივიხედე, მთელი მისი ოჯახი დავინახე. წინ ანდროს მამა მოდიოდა, უკან კი დანარჩენები მოჰყვებოდნენ.
მართალია მაშინ შევცდი, ანდრო მამამისის რომ მივამსგავსე, მაგრამ დღეს დავრწმუნდი რომ ქცევებით არა მაგრამ გარეგნულად ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ... ანდროს მამაც მაღალია, როგორც ჩანს ადრე შავი თმა ჰქონდა, რადგან ახლა ამ ჭაღარა თმაში და წვერში მაინც მოჩანდა შავი ფერი. თამამად შემიძლია ვაღიარო რომ ახალგაზრდობაში ის ძალიან სიმპათიური იქნებოდა და ბევრი ქალის აღფრთოვანებასაც შეძლებდა.
სანამ ანდროს მიუახლოვდებოდა, მე შემათვალიერა, გამიღიმა და მისალმების ნიშნად თავი დამიკრა. საპასუხოდ, რა თქმა უნდა მეც გავუღიმე.
- სალამი ანდრო.
- გამარჯობა მამა.
- გილოცავ შვილო.
ანდროს ჩაეხუტა და ანდრომაც რა თქმა უნდა იგივეთი უპასუხა, თუმცა ისეთი სიყვარულით არ ჩაეხუტა როგორითაც მამამისი.
- ანდრო, არ უნდა გამაცნო შენი მშვენიერი პარტნიორი?
ანდრომ მაშინვე ხელი წელზე შემახო.
- ლოლიტა ეს მამაჩემია, დემეტრე. მამა ეს ლოლიტაა.
- ლოლიტა რა უცნაური და ლამაზი სახელია... სასიამოვნოა ჩემთვის თქვენი გაცნობა.
- ჩემთვისაც - ღიმილით ვუპასუხე და ანდროს შევხედე. ოდნავ აღელვებული ჩანდა მაგრამ მაქსიმალურად ცდილობდა არ შეემჩნია.
- ახლა უნდა დაგტოვოთ, მოგვიანებით შემოგიერთდებით...
ანდროს მამა სხვა სტუმრებთან მივიდა. დემეტრეს შემდეგ აბაზაძეებიდან ყველა ანდროსთან მოვიდა მოსალოცად, ყველამ გამიცნო. როდესაც აბაზაძეების მთელმა ოჯახმა მიულოცა, დანარჩენმა სტუმრებმა დაიწყეს ანდროსთან მოსვლა და მოკითხვა.
ძალიან ზრდილობიანი და თავაზიანი გახლდათ ანდრო. ყველას სათანადოდ თბილად ესაუბრებოდა, კითხულობდა მათ ამბავს და უღიმოდა.
ასე უაზროდ დგომას ვამჯობინე ირაკლი მომეძებნა, ამიტომ ანდროს ვუთხარი რომ ცოტახანი გავიდოდი...
სამზარეულოში როდესაც შევედი, ირაკლიც დავინახე
- ირაკლი ბიძია, აქ რას აკეთებთ? წამოდით დარბაზში.
- ლოლიტა არაჩვეულებრივად გამოიყურები... ვაკონტროლებ აქაურობას, ვინმეს რამე არ შეეშალოს...
- კარგით რა, ყველაფერი იდეალურადაა... წამოდით, წამოდით. ლალი დეიდა სად არის?
- დარბაზშია, ვერ დაინახე?
- ვერა, იმდენი უცხო ხალხია ძნელია ვინმე ნაცნობი დაინახო - ღიმილით ვუთხარი ირაკლის და სამზარეულოდან გავედით.
ლალი დეიდასთან როდესაც მივედით ერთმანეთს ჩავეხუტეთ.
- რამხელა გაზრდილხარ ლოლიტა... რამდენიხანია არ მინახავხარ. არ უნდა მესტუმრო ხოლმე?
- ზედმეტად არ მინდა შეგაწუხოთ... თან სამწუხაროდ დროც არ მაქვს...
მე და ლალი დეიდა ცოტახანი ვსაუბრობდით, გავიხსენეთ ბევრი რამ... ისიც კი მომიყვა ეს რამოდენიმე დღე ირაკლი ბიძია როგორ ნერვიულობდა ამ წვეულების გამო...
რაღაცის თქმას ვაპირებდი როდესაც ვიღაცის ხელი ვიგრძენი წელზე.
- თუ შეიძლება ეს ქალბატონი ცოტა ხნით უნდა მოგტაცოთ - უთხრა მომღიმარი სახით ანდრომ ლალი დეიდას.
ლალი გაოცებული მიყურებდა, ცდილობდა ეს გაოცება დაემალა მაგრამ რა თქმა უნდა ვერ ახერხებდა..
- რა თქმა უნდა...
ანდრომ ხელი მომკიდა და საცეკვაოდ გამიყვანა, ხელები წელზე შემომხვია, მე კი კისერზე და დავიწყეთ ცეკვა... ისევ ჩვენ გვიყურებდა ყველა...
- რა საყვარელი იყავი როდესაც იმ ქალს ესაუბრებოდი... თავი ვეღარ შევიკავე, ვიღაცებს დავემშვიდობე და შენთან მოვედი..
- რა სულელი ხარ ანდრო... ყველა ჩვენ გვიყურებს...
- ჩვენ არა... შენ...
- ანდრო...
სხვა წყვილებიც შემოგვიერთდნენ საცეკვაო მოედანზე, თუმცა ყურადღების ცენტრში მაინც მე და ანდრო ვიყავით... ანდროს უკან მდგომ დემეტრე აბაზაძეს როდესაც შევხედე, თვალებს არ გვაშორებდა... გვაკვირდებოდა და ვერ გეტყვით რომ ბედნიერი იყო...
- არ ვიცოდი ასე კარგად თუ ცეკვავდი - ვუთხარი და გავუღიმე.
- გინდა რაღაც გითხრა?
- აბა??
- ადრე ცეკვაზე დავდიოდი.
- შენ? ცეკვაზე? - სიცილნარევი ხმით ვკითხე.
- დიახ, დიახ.
- დაუჯერებელია!
- გეთანხმები.
ცეკვას როდესაც მოვრჩით ანდრო სიგარეტის მოსაწევად გარეთ გავიდა, ამასობაში მამამისი მოვიდა ჩემთან.
- როგორ მოახერხე?
- რას გულისხმობთ?
- როგორ შეძელით აქ მისი მოყვანა?
- სულაც არ იყო რთული - მოკლედ მოვუჭერი, ერთი სული მქონდა ანდრო როდის დაბრუნდებოდა და მამამისისგან მიხსნიდა. მასთან ერთად მარტო დგომა რაღაცნაირ გრძნობას მიტოვებდა.
- შენ იყავი მიზეზი ხო?
- უკაცრავად?
- თავს ნუ ისულელებ, ჭკვიანი გოგო ჩანხარ.
- მეც მსმენია რომ ძალიან ჭკვიანი ბრძანდებით, მაგრამ თუ აქამდე ასეთ უბრალო კითხვაზე პასუხი მაინც ვერ იპოვეთ და მე მომმართეთ... როგორც ჩანს არ ყოფილხართ ისეთი ჭკვიანი როგორიც მეგონეთ... - წასვლას ვაპირებდი, თუმცა დავამატე - და კიდევ ერთი რამ, თქვენს კითხვაზე პასუხი იმაზე მარტივია ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ...
პირი გააღო და რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ არ დავაცადე. გავუღიმე და გასასვლელ კარს მივაშურე, ამ ყველაფრის შემდეგ ანდროსთან საუბარი მჭირდებოდა. კარისკენ მიმავალ გზაზე მის ზიზღით სავსე მზერას ვგრძნობდი, რომელიც თითქოს ზურგს მიღრღნდიდა...
მაგრამ ბოლოს მისი ხმა ბუნდოვნად მომესმა...
- არასდროს დაინტერესებულხარ ანდრომ შენთან საქმე რატომ დაიჭირა..?

Infected with loveDonde viven las historias. Descúbrelo ahora